რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების კაპიტანმა სერჟიო პარისემ ბრიტანული The Teleraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"მესმის რატომ საუბრობენ იტალიაზე ყველაზე მეტს. ბოლო დროს ძალიან ბევრი შეხვედრა წავაგეთ. ქართველი რომ ვიყო, "ტულონელი" მამუკა გორგოძის მსგავსად, მეც ვიტყოდი, რომ "6 ერში" შევეშვით.

გავარდნის წესიც რომ შემოვიღოთ, საქართველო "6 ერში" 1 წელს გაატარებს და მერე იქ ისევ იტალია დაბრუნდება. ეს კი რამე ღირებულს შესძენს შეჯიბრებას?!

ცხადია, ჩვენი ბოლო 5 წლის შედეგი იტალიურ რაგბის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. მესმის კრიტიკოსებისაც
და შედეგებიც ბედნიერი არ მე ვარ,"- განაცხადა პარისემ.


მკითხველის კომენტარები / 37 /
მართალს ამბობს, მაგრამ ერთი წლის მიერე თუ იტალია დაბრუნდება იმის შემდეგ წელს ისევ საქართველო აღზევდება და ეგ ერთი წელი ძაან ბევრს მისცემს ნაკრებს. გარდა ამისა სადაც 20 წელი ვერ განვითარდით, ეგება ჩვენ რომ მოგვეცეს იგივე შანსი, ჩვენ შევძლოთ განვითარება, რაც უფრო საინტერესოს გახდის ტურნირს... სხვა შემთხვევაში საქართველო იქნება მანდ თუ იტალია სულ ერთია ტურნირის ბობოლებისთვის. უბრალოდ მგზავრობის, ფინანსური და კულტურულ/არქიტექტურული თვალსაზრისით რა თქმა უნდა ურჩევნიათ იტალია. მათვის უცხო ქვეყანა არ არის, საფრენი ბევრი არ არის, ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული ქვეყანა, გულშემატკივარი გაყვება და ა.შ
ატლანტამ მხრები გაშალა
17:39 12-07-2020
4
სერჟიო გავარდნის წესი რომ იყოს ყოველ წელს გავარდებოდი 6 ერიდან და აზრი რა აქვს თქვენი 6 ერში თამაშს!? დდ
chaachi
17:00 12-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული