მაისაშვილი: 6 ერში თამაშზე ოფიციალურად არავის მოუმართავს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა rugger.info-სთან საუბარში "ბორჯღალოსნების" "6 ერში" თამაშის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციაა, მოვლენების ასეთი განვითარება ბრწყინვალე იქნებოდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ვერსიაა. არც World Rugby-სა და არც "6 ერის" ორგანიზატორებისაგან ჯერ ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, საქართველოს საკითხზე დამოუკიდებელი პერსონები საუბრობენ.

თუმცა, ცხადია, ეს საოცარი შესაძლებლობა იქნებოდა. განვითარებისათვის უმაღლესი დონის ნაკრებ გუნდებთან თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება", - განაცხადა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ეროვნული გუნდის მოთამაშეების შესახებ გააკეთა, რომელთა
ნაწილი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ "შევარდენის" ბაზაზე ვარჯიშობს.

"მომზადების პროცესში ხშირად ვხვდებით სირთულეებს. ნაკრების მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში იმყოფება, მეორე ნაწილი საქართველოშია. პანდემიის გამო შეჯიბრებები შეჩერდა და ბიჭებს დიდი ხანია არ უთამაშიათ.

ისინი, ვინც საქართველოში არიან, უკვე 7 კვირაა ემზადებიან. მათი 90% უკანახაზელია. მეორე ხაზი სრულად გვყავს, კოტე მიქაუტაძის გარდა და ასევე, 2 ლეგიონერი ჰუკერი.

ეს ჯგუფი უკვე საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. ამის გარდა, ტექნიკურ მხარეებზეც ვმუშაობთ, მათზე, რომლებსაც ჩვეულებრივ პერიოდში საფუძვლიანად ვერ ვამუშავებთ. მაგრამ თამაში მაინც გვჭირდება, ეს მხოლოდ ვარჯიშებია.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ოფიციალურ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ", - დასძინა მაისაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევან, მე თქვენი და ქართული რაგბის გულშემატკივარი ვარ და თავს ნებას მივცემ რომ ჩემი მოკრძალებული რჩევა მოგცეთ, კი ბატონო, თუნდაც, სუბიექტური მოსაზრება: ასეიშვილი და ჟვანია დააბრუნეთ ნაკრებში. მჭედლიძეს მეტი დრო მიეცით... რატომღაც მჯერა, პირველი ორი, რომ ყოფილიყო მსოფლიოზე, ფიჯისთან მასე არ შევრცხვებოდით....ისე, ფეხბურთს რაც ფული მიაქვს, იმის ნახევარი რაგბის ადგილობრივ ჩემპიონატს და ახალგაზრდების აღზრდას რომ მოხმარებოდა, შედეგები უკეთესი გვექნებოდა... წარმატებები....
გიორგი 48
21 ივლისი 2020 12:13
0
დრესდღეობით მაისაშვილის შეცვლა სისულელეა, მაგრამ თუ გვინდა განვითარება და შემდეგი სეზონიდან ტოპ კლასის მწვრთნელია მოსაყვანი, რომელიც ახალგაზრდებს დაეყრდნობა და მსოფლიოსთვის წარმატებულ გუნდს ჩამოაყალიბებს. 33-35 წლის ხალხი იმის მიუხედავად რომ ზოგიერთი შეიძლება დღესაც საიკეთესოა თავის პოზიციაზე ნაკრებში მხოლოდ მარქაფაში უნდა იჯდეს და ახალგაზრდებს უნდე მიეცეთ გაზრდის და განვითარების შანსი, რომ მსოფლიოზე აღარ შევრცხვეთ.ფრანგებმა კარგი მაგალითი მოგვცეს მაგ კუთხით.
BOSS
17 ივლისი 2020 18:12
0
მიდი ლევან!!!!!
Joseph
16 ივლისი 2020 21:50
0
რა ვართ რა ეს ქართველები რააა... ღვარძლი... ბოღმა... ოღონდ ქართველი ნუ და თუნდაც გადამთიელი იყოოს.... მე მაისაშვილს ვგულშემატკივრობ.... ამ კაცმა დიდი სკოლა გაიარა...და გამოცდილებააც საკმაოდ დაუგროვდა... ნიჭიერი კაცია.... მჯერა, რომ ლევანი თანამედროვე ექსტრა კლასის ეროვნულ ნაკრებს ჩამოაყალიბებს....მივცეთ შანსი ამ კაცს და გვერდით დავუდგეთ... გთხოვთ, ლევაან დაამტკიცე.... რომ არ ვცდებიიით....
გიორგი 48
16 ივლისი 2020 17:04
3
გეᲗანხმები100% მაისა უნდა დარᲩეს მᲗავარ მწვრᲗნელად! ეგ ოდიდᲒანვე მოგვდევს Ჩვენ ქარᲗველებს Ჩვენის არ დაფასება Ჩემო Ძმაო
აბრეზა
17 ივლისი 2020 07:16
0
შემთხვევით მომივიდა დისლაიქი, 100% გეთანხმები, ძალიან კარგი ბიჭი აჩანს ეს ლევანი, დარწმუნებული ვარ, ეგ რომ ყოფილიყო, იტალიასთან აბჟანდაძეს, აფრასიძეს სხვა ახალგაზრდებს პირველი წუთიდანვე ათამაშებდა და მოვიგებდით კიდეც იმ თამაშს, ლობჟანიძე რეგრესშია დიდი ხანია, ძალიან აგვიანებს რაქიდან ბურთის გამოტანას და იმასაც უფანტაზიოდ აკეთებს, მე ვენდობი მაისაშვილს?
16 ივლისი 2020 22:23
0
კარგი მწვრთნელია, შტაბიც კარგი ყავს, ცდილობს გუნდში მოწინავე მეთოდები დანერგოს. ვაცალოთ მუშაობა და უკეთესი შედეგი გვექნება.
თენგიზ გაბიძაშვილი
16 ივლისი 2020 16:16
2
მოკლედ, ეს "იტალიას გავხევთ" ქართულ სარაგბო კრედოდ ჩამოყალიბდა რაა )))

ჯერ ახტით და შემდეგ ოპლა დაიძახეთ. არაა "გრუზინების" სპორტი თანამემდროვე რაგბი, და რაც გინდათ ის მითხარით.
არც სწრაფი სირბილი იციან , ასევე არც ტექნიკურობით არ გამოირჩევა ქართველი, ასე რომ, რომელ წარმატებაზეა აქ საუბარი)))?
უბრალოდ, ქართველი მურთაზები გულებს მოიფხანენ ცოტა ხნით ამ ტყუილ ინფორმაციაზე და ჩაივლის ესეც))))))
ნამდვილი კორბენა
16 ივლისი 2020 16:12
51
შენ სადაური მურთაზა ხარ, არ გინდა საკუთარი სიმყრალეზე საუბარი?
მურტალ კორბენას
16 ივლისი 2020 21:46
1
შენ ქართველი არახარ ხო, ტექსტზე ეტყობა.
ilia
16 ივლისი 2020 17:10
2
თუნდაც მხოლოდ ნაკრების ნაწილის ამდენი ხნით ერთად ყოფნის და ვარჯიშის საშუალება,მგონი ღვთის საჩუქარივითაა.აქ არ მყოფი ბიჭების ადგილს კი,ადგილობრივები დაიკავებენ და ეს,მათთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.უკანა ხაზის შეთამაშებისა და ტაქტიკური სიახლეების სასწავლად,ადგილობრივ გუნდებთან თამაშიც შეიძლება.სულ არაფერს მაინც აჯობებს.6 ერზე თამაში,ძალიან კარგი იქნებოდა,მაგრამ ბოლო მომენტამდე ეცდებიან იაპონიის ვარიანტის გამოსაყენებლად.ვნახოთ რა გამოვა.
სოსო
16 ივლისი 2020 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული