სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
ობიექტურად არც ვარ 8 ერის ღირსი, შედარებაც არ შეიძლება იაპონია ჩვენზე იმდენად ჩლიერია, ფიჯიმ კიდე ამ მსოფლიოზე გვათრია და აბა რას ელოდებოდით ერთი.
gaga
23:20 27-07-2020
5
ყველანაირად მესმის თქვენი გულისწყრომა და ერთი პერიოდი მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ დღეს ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე - საქართველოს ნაკრები 6 ერის (4 ერზე საერთოდ არც შეიძლება იყოს საუბარი) ან სხვა რაიმე მსგავს ტურნირზე სათამაშოდ სპორტულ და კომერციულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ერთადერთი ვარიანტია ფიჯის და იაპონიის მსგავს გუნდებს მუდმივად ვეთამაშოთ, მაგრამ ტერიტორიულად ძალიან შორს ვართ და ამის პრაქტიკული ვარიანტი ნაკლებია. გარდა ამისა, ნაკრებში გარდამავალი პერიოდია, მიდის თაობათა ცვლა და ამას სჭირდება გარკვეული დრო. რაც არ უნდა ვებრძოლოთ მსოფლიო რაგბის თუ სხვა ორგანიზაციებს, თუ ჩვენ ტიერ 1 ის დონის გუნდებს სათამაშო დონით (განსაკუთრებით უკანა ხაზის თამაშით) სათანადოდ არ გავუთანაბრდით, იქამდე ჩვენი პრეტენზიები მსოფლიო რაგბისთვის მომიტევეთ და კატის ჩხავილის ტოლფასი იქნება. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური მეჩვენება ეს გადაწყვეტილება.
: )))))))
22:47 27-07-2020
2

სიახლეები პოპულარული