დიდი ალბათობით "ბორჯღალოსნები" ფორმატშეცვლილ "6 ერში" იასპარეზებს

AutoSharing Option
როგორც იცით, იაპონიის მორაგბეთა ნაკრებმა კორონავირუსის გამო ფორმატშეცვლილ "6 ერის" ერთჯერად გათამაშებაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა და "ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდა. ერთდროულად რამდენიმე გამოცემის ცნობით ("გარდიანი", BBC, rte.ie) კი ამომავალი მზის ეროვნულ გუნდს სწორედ საქართველოს ნაკრები შეცვლის.

"8 ერის" ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ჩატარდება და თუ ჩვენი გუნდი მართლაც მიიღებს მონაწილეობას,  ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და შოტლანდიასთან ერთად ისპარეზებს. მეორე ჯგუფში უელსი, ირლანდია, ინგლისი და ფიჯი არიან.

BBC იტყობინება, რომ 24 ოქტომბერს ჩვენი ნაკრების შოტლანდიასთან გასვლითი ტესტ-მატჩიც გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
იმედია ეხლა მაინც გაგვიმართლებს და მოვხვდებით ამ გათამაშებაში თუნდაც ერთჯერადად. იტალია უნდა დავამარცხოთ და დავუმტკიცოთ რო ევროპის მეექვსე გუნდი ვართ და შანსს ვიმსახურებთ!
ბათუმის დინამოს ფანი
16:06 29-08-2020
0
თუ ეს ყველაფერი მართალია (იმედი მაქვს ასეც არის), გამოდის, რომ წელს, ამ შემოდგომაზე არანაკლებ 4 უმაღლესი რანგის მატჩი გველის - სამი ამ ტურნირიდან და ერთიც ტესტი შოტლანდია.

და ვინ ფიქრობს, რომ ამ გამოცდილებაზე საქართველომ უარი უნდა თქვას? ან უარს, თუ ვიტყვით, რას დავამტკიცებთ - რომ უკაცრავად "გვკიდია" ამ დონეზე თამაშები? აბა სხვა კიდევ რა გვინდა? ამოვიკეტოთ და ვიყოთ?

სწორედ ეს უნდა გახდეს სტიმული ეროვნული ჩემპიონატის განვითარებისთვის...აბა სხვა მიზანი რა არის? ან როგორ ვაპირებთ?

კარზე მოგვიკაკუნეს და ჩვენ ჩავიკეტოთ?
OTELO
10:24 29-08-2020
1

სიახლეები პოპულარული