ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები "8 ერში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გასამართ "შემოდგომის თასზე" ითამაშებს, რომელსაც არაოფიციალურად "8 ერი" ეწოდება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო,
რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის, სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდავოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნები" მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს, მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.

დასასრულ, გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი სახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის."
მკითხველის კომენტარები / 66 /
ეს ჩვენი ბიძინეი მთლა გადასაგდები კაცი არ ყოფილა რაქნას ერთი ბეწო კაცია რამდენს გაგწვდეთ :D მიდი ბიძინეი ბიძია მაწექი
ბიძინეი
10 სექტემბერი 2020 17:47
12
ჩემ თავს და თქვენს თავს ვულოცავ! უდიდეს ბრძოლაში ჩავებით და უდიდეს მატჩებს ვუყურებთ! გილოცავთ!!!
გია
10 სექტემბერი 2020 19:57
1
კორონა უძახე შენ და ჩვენ კი მოვხვდით სადაც გვინდოდა
77ბ
10 სექტემბერი 2020 23:08
0
დიდებულია! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ვახო...
10 სექტემბერი 2020 17:44
2
არანაირი "აღიარება" ეს არაა ! ზუსტად ვიცი რომ იაპონიის უარის მერე სამხრეთ აფრიკამაც რომ თქვა უარი მერე იმათ A ნაკრებზე ეჩალიჩებოდნენ ის ნაბ...ბი @ ისიც რონ ვერ გამოვიდა ამერიკის კანადის ურუგვაის(!) და ესპამეთის(!!) ნაკრებებზე დაიწყეს ჩალიჩი და ჩვენ თითქოს საერთოდ არ ვარსებობდით @ და სუსტად ამ დროს დაგვიანებით მაგრამ მაინც ჩაერათნენ მთავრობა და "ქართუ ჯგუფი" "ქართუმ" ფინანსური გარანტიები რომ მისცა (გუნდის მგზაცრობა იქ ცხოვრება და ა.შ.) ამის მერეღა დათანხმდნენ ის ნაბ...რი ფულისტები @ მაგრამ მერე რა ქნეს ?--- თავიდან ჯგუფების შემადგენლობები ასეთი იყო ა ჯგუფი- ინგლისი ირლანდია უელსი ფიჯი ბ ჯგუფი--საფრანგეთი სოტლანდია იტალია იაპონია ან ის ჩამოთვლილი ქვეყნები და რომ გადაწყდა საქართველოს მონაწილეობა სასწრაფოდ შეცვალეს ჯგუფების შემადგენლობა და ჩვენ ა ჯგუფში გასგვამწესეს და ფიჯი ბ ჯგუფში @ ნეტავი რატომ ? იმიტომ რომ სიკვდილის ა ჯგუფში იმ ბობოლებთან ყველა თამაში წავაგოთ თანაც დიდი ანგარიშით რომ მერე აღარ გვქონდეს ამბიციები 6 ერში შესვლის @ და ბ ჯგუფში რონ დავრჩენილიყავით შეიძლება იტალიისთვისაც მოგვეგო და იმ ორთანაც არ წაგვეგო დიდი ანგარიშებით ! მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმ ჯგუფების შეცვლას @ მსაგრამ აქ ჩაერივნენ საფრანგეთი შოტლანდია უელსი და ფიჯი (იტალია არა) და მოითხოვეს მარტო ნაცევარფინალი და ფინალი კი არა ასევე ჩატარდეს მეხუთე და მეშვიდდე ადგილისთვის თამაშები ანუ გაჩდა შანსი იტალიას მაინც შევხვდეთ ! მაგრამ ეხლა ეჭვი მაქვს რომ ისე იზამენ ის მაბ...რი 6 ერის მამები რომ იტალიას მოაგებინებენ ფიჯისთან რომ ჩვენ აგვდცეს მეშვიდე ადგილისთვის თამაშში !@@@
dinamo
10 სექტემბერი 2020 18:53
6
საიდან იცი ეს დეტალები? ძალიან საინტერესო დეტალებია.
გია
10 სექტემბერი 2020 21:20
1
ყველა სიტყვის მჯერა, ოღონდ ერთ კორექტირებას გავაკეთებ: მე7 ადგილისთვის თამაში ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს, ოღონდ ეგაა რომ იტალია შეიძლება მართლა აგვარიდონ ;)
ლადო
10 სექტემბერი 2020 21:40
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან მაგარი ამბავია! ვულოცავ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებ! მადლობა ჩვენს მთავრობას! ბიჭები კი მჯერა, რომ თავს არ შეირცხვენენ და დიდ გამოცდილებასაც მივიღებთ.
შოთა
10 სექტემბერი 2020 17:50
5
მშვენიერი შანსი!!! უნდა დავამტკიცოთ ,რომ ჩვენი 6 ერში არ მიღება შეცდომა იყო!!! წარმატებები ბიჯებს, მწვრთნელებს, ფედერაციას!!!
ms
10 სექტემბერი 2020 17:47
4
თავს რომ ვერ გადავახტებით ეგ ფაქტია მაგრამ უდიდესი გამოცდილების მიღება და სტიმული მომავალი თაობებისთვის გარანტირებულია. ასე რომ ვულოცავ საქართველოს ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ვუნდოდით თუ არა, ფაქტია რომ იქ ვართ და დროებით მსოფლიო ელიტაში მიგვიღეს. უაღრესად მაგარი შანსი წინსვლისთვის და თუ მომავლისთვის კიდევ გვინდა რომ ასეთი შანსი მოგვცენ რაღაც პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ.
გუჯი
10 სექტემბერი 2020 21:28
0
ოთხივე ბრიტანული გუნდი და კიდევ ჩემი აზრით იტალია (მგონია ფიჯი მოუგებს).ბიჭებო ჩათვალეთ ჰარვარდში მიდიხართ სასწავლად.80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვუყურებ რაგბს და აი ამ ტურნირზე ნამდვილად არ მაინყერესებს ანგარიში და შედეგი.ლაღად,უკომპლექსოდ ითამაშეთ და ისწავლეთ მწვრთნელიან-მოთამაშეებიანად რაც შეიძლება მეტი.ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს გაუმარჯოს,თავის რაგბიანად.
სონიგი
10 სექტემბერი 2020 20:03
0
ძაან მაგარია
ქუჩუკიჩი
10 სექტემბერი 2020 17:57
0

სიახლეები პოპულარული