ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები "8 ერში" ითამაშებს!

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები "8 ერში" ითამაშებს!

<p>საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გასამართ "შემოდგომის თასზე" ითამაშებს, რომელსაც არაოფიციალურად "8 ერი" ეწოდება.</p><p>აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:</p><p>"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.</p><p>მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის, სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდავოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.</p><p>ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნები" მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.</p><p>ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს, მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.</p><p>დასასრულ, გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი სახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის."<br></p>

  • ....

    :))) წერეთ დიზლაიკები,არ დაიზაროთ....

  • ....

    ბატონი დუგლას კავთელაშვილის სულიც სასხენებელია,რადგან ამ კაცმა ჩაუყარა საფუძველი ამ დიდ წარმატებას! მისი შექმნილი ძლიერი სარაგბო გუნდის,ლეგენდარული ქუთაისის "აიას" გამარჯვებებით დაიწყო საქართველოში რაგბის აღორძინება!

  • სოსო

    ეგ ამბავი გამორიცხულია ,ვალიკ.ფიჯიც და იტალიაც,მეორე ჯგუფში არიან და მათგან ერთზე მეტს ვერანაირად ვერ შევხვდებით.

  • +

    ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------!

  • ....

    გილოცავთ ყველას! ეს მოვლენა არის მორაგბეეთა რამოდენიმე თაობის დამსახურება და არა ვიღაც-ვიღაცეების...!!!

  • კახა

    დათო კილასონიას სული ალბათ ზეიმობს ქართული რაგბის ასეთი აღიარებისტ, გილოცავტ ყველას, რაგბის დიდ ოჯახს, უფრო და უნცროს რაბისტებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ფედერაციას ამ დიდი აღიარებას და შრომის დაფასებას, წინ გამარჯვებისკენ ბორჯღალოსნებო ასახელეთ საქართველო

  • jaba kakachia

    რამდენი ხართ ეს ჭკუის მასწავლებლები გამოდით უნდა დაგთვალოთ...

  • ცუდ დროს გვიწევს

    გულზე ხელის დადებით სიმართლეს რომ თვალებშიშევხედოთ, ძალიან ცუდ დროს მოგვიწია 8 ერში თამაში. გუნდი ბევრად დასუსტებულია 4-5 წლის წინანდელთან შედარებით. რა თქმა უნდა ერთჯერადადაც სასიამოვნოა ამ დიდ გუნდებთან ვარჯიში, მაგრამ სინამდვილეში მაქვს მოლოდინი რომ მოხდება შემდეგი. ჯგუფში სამივე მაგრად, უშანსოდ მოგვიგებს (თუნდაც ეს ანგარიშში აისახოს) და დაგვამახებენ ჩვენს რეალურ ძალას. ამის შემდეგ კი მინიმუმ 15-20 წლით ან უფრო მეტით ვიდრე ეკონომიკას არ გამოვასწორებთ და მათთვის ფინანსურად მიმზიდველი არ გავხდებით, 6 ერის კარს დაგვიხურავენ. გვეტყვიან ხომ ხედავთ არ ხართ ჩვენი დონისო პ.ს. ისიც ცუდია რომ ნაკრების დროებითუ და არა სამომავლო მწვრთნელი ჰყავს. გამოდის გრძელვადიანი გეგმებისთვისაც ვერ მოახდენს მწვრთნელო ამ სპრინგების გამოყენებას. სულ ერთია მაინც სხვა მწვრთნელი უნდა მოვიყვანოთ შემდეგ რეალობა ასეთია და მარტო ემოციურ დონეზე შეგვიძლია ვიყოთ აღტკინებულები და ყალბად გვჯეროდეს რომ რაღაც ახალი და დიდი იწყება. აგერ ზოგიერთს ისიც ჯერა დომ ლოკომოვი მოსკოვის დინამოს გააგდებს ევროპა ლიგაზე

  • შოკირებული გულშემატკივარი

    ინგლისელი ვინ არისო გაინტერესებდათ 13:20 20-01-2020 პიტერ დრუიტი რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერად დაინიშნა

  • bs

    ერთჯერადი

  • bs

    დრო საკმარისია მოსამზადებლად! ვარჯიში და შრომა! შრომა და ვარჯიში! ტურნირის დაწყებამდე პროგრამის გაკეთება! კაჭარავა უნდა დაბრუნდეს! შეეშვი ბიძია პოლიტიკას, მოესწრები კიდევ, ახლა თუ წახვედი მერე ამას სიკვდილამდე არ აპატიებ შენს თავს და სიკვდილის წინაც შეგრცხვება ამის გამო. სრული მობილიზება, აბსოლუტურად ყველა საქმის გადადება და სრული მობილიზებაა საჭირო საქართველოს ღირსეულად გამოსაჩენად ამ გაზულუქებული ოღრაშების ჯინაზე, რომლებიც ველურებად გვთვლიან და ურუგვაის და ესპანეთს აყენებენ ჩვენზე წინ მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო. დროის მიხედვით ჩემს მერე გაკეტებულ კომენტარებს აქვეყნებთ და ჩემსას არა, სალახანები ხართ თქვენც?

  • mirosan

    ერთჯერადია ამ ჯერზე

  • ზაზა

    ერთჯერადად ჩაგვსვეს.

  • დიმიტრი

    ჯერჯერობით ერთჯერადია

  • სოსო

    გუშინ ინტერნეტში არ შემოვსულვარ და დღეს გავიგე უკვე დადასტურებით ეს სასიხარულო ამბავი.როგორ,რატომ და ათასი სხვა შეკითხვა,სრულიად ზედმეტია.მთავარია რომ ვთამაშობთ და ეს უდიდესი მოვლენა ქართული რაგბისათვისმსოფლიოს პირველი 8 გუნდიდან 4-ს,თითქმის მსოფლიოს თასის გრაფიკით ვეთამაშოთ,შესაძლოა ასეთ შემთხვევას,ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდებიც კი ვეღარ მოესწრონ.(თუ 6 ერში არ მიგვიღეს,რა თქმა უნდა).ახლა კი,ერთ უსიამოვნო საკითხს შევეხები.ორიოდე დღის წინ,დათო კაჭარავამ,"კაჭიმ",ჩვენმა საყვარელმა და დამსახურებულმა რაგბისტმა,სრულიად მოულოდნელად,კარიერის დასრულება გამოაცხადა.არა და სულ ერთი თვის წინ,მომავალ გეგმებზე საუბრობდა.მეც და ალბათ მრავალმა თქვენგანმაც,ჩავთვალეთ,რომ რაღაცა მიზეზი არსებობდა,რამაც კაჭი ამაზე აიძულა.რა თქმა უნდა ფიქრები და ეჭვები,რაგბის ფედერაციისაკენ წამივიდა,რადგან ძალიან არეულია იქაური მდგომარეობა.რეალობა კი,გაცილებით პროზაული აღმოჩნდა:თურმე კაჭი პარლამენტში იყრის კენჭს.ყველას თავისი შეხედულება აქვს და ოცნების მიმართ მეც ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს,მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წვლილი რაგბის განვითარებაში რომ აუწონავია,არა მგონია ინფორმირებული კაცისათვის,საკამათო იყოს.დიდი მადლობა ამისათვის და ამ მადლობას,არც არასოდეს მოვიშლი.მეორე მხრივ,კაჭის სიაში ჩართვა რას ნიშნავს?იმას,რომ მას,თვითონ ოცნებამ სთხოვა სიაში დადგომა.ალბათ ბიძინა ივანიშვილიც იგულისხმება.შედეგი რა იქნება?აქტიურ სპორტს დატოვებს,ნაკრების უკანა ხაზის სული და გული,რომელიც გუნდს,მომდევნო მსოფლიოს თასზეც დაეხმარებოდა,სანაცვლოდ კი მივიღებთ(შესაძლოა ვერც მივიღოთ და ვერც გაიმარჯვოს),სუსტ,მოუმზადებელ პარლამენტარს,რომელსაც მთელ დანარჩენ პარლამენტთან ერთად,დედის გინება არ მოაკლდება.არა მგონია დათო კაჭარავა საშოვარს გადაგებული კაცი იყოს,მაგრამ პარლამენტარის სახელი,სწორედ ამასთან ასოცირდება საქართველოში და ამას, ვერც ის აიცილებს თავიდან.ძალიან ცუდი გაცვლა გამოდის.სანამ ფორმიდან ამოვარდნილა,კაჭის აქვს დრო,შეცვალოს გადაწყვეტილება და იმ საქმეს დაუბრუნდეს,რაც თვითონ უყვარს და რის გამოც,ჩვენ გვიყვარს იგი.სადაც არ უნდა იყოს,მე ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ დათოს,მაგრამ ვთხოვ თვითონაც დაფიქრდეს.სიყვარულიდან სიძულვილამდე,ისედაც ერთი ნაბიჯია და პოლიტიკაში, ეგ დისტანცია, კიდევ უფრო მცირდება.

  • კითხვა

    ინგლისელი ვინ არის?

  • სოსო

    ვინც ახლა ზაზას ამ პოსტს, დისლაიქი მისცა,გაჭირვებულებისათვის 100-100 ლარი ვერ გაიმეტა თუ რას ნიშნავს?

  • სოსო

    არანაირ არგუმენტს არა აქვს მნიშვნელობა,დინამო.მთავარია,რომ ვხდებით მსოფლიოს პირველი 8 გუნდიდან 4-ს,თითქმის მსოფლიოს თასის გრაფიკით.ამაზე მძიმე გამოცდა,საქართელოს ნაკრებს,თვით მსოფლიოს თასებზეც კი აღარასოდეს ექნება და შედეგის მიუხედავად,იმ ბიჭებს,რომლებიც ამ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას,უკვე აღარაფრისა უნდა ეშინოდეთ.უარესი უკვე ნანახი და საკუთარ ზურგზე ნაწვნევი ექნებათ.ეს გამოცდილება ამ თაობას,მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვებათ და გამოადგებათ.დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.ჩვენც გვეშინია და ეს ბუნებრივია,მაგრამ როცა დაგარტყავენ,შიში ქრება და ბრძოლას იწყებ.თუ კაცი ხარ,რა თქმა უნდა.ჩვენი ბიჭები კი,კაცები არიან.თანაც ვაჟკაცები.ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და რაც გამოვა,საქმე გვაჩვენებს,დასაკარგი არაფერი გვაქვს,რადგან მოდევნო 6 ერზე,მაინც არაფერს გვპირდებიან.ასე რომ წნეხი, ამ მხრივ არ გვექნება.

  • სოსო

    ლევან მაისაშვილი ადრეც იყო ბორჯღალის მწვრთნელი და ნაკრები მსოფლიოს თასზეც ათამაშა.ასე რომ გამოუცდელს, მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.ვფიქრობ,უკვე საკმაოდ კვალიფიციურიცაა

  • Fsiuuu

    ერთი შეკითხვა მაქვს და ვინც დაზუსტებით იცით,იქნებ დაწეროთ, ეს ერთჯერადად იქნება თუ სრულად ჩაგვსვეს და ყოველწლიურად როგორც სხვა ქვეყნები ვიქნებით 8 ერში?

  • bs

    დრო საკმარისია მოსამზადებლად! ვარჯიში და შრომა! შრომა და ვარჯიში! ტურნირის დაწყებამდე პროგრამის გაკეთება! კაჭარავა უნდა დაბრუნდეს! შეეშვი ბიძია პოლიტიკას, მოესწრები კიდევ, ახლა თუ წახვედი მერე ამას სიკვდილამდე არ აპატიებ შენს თავს და სიკვდილის წინაც შეგრცხვება ამის გამო. სრული მობილიზება, აბსოლუტურად ყველა საქმის გადადება და სრული მობილიზებაა საჭირო საქართველოს ღირსეულად გამოსაჩენად ამ გაზულუქებული ოღრაშების ჯინაზე, რომლებიც ველურებად გვთვლიან და ურუგვაის და ესპანეთს აყენებენ ჩვენზე წინ მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო.

  • შოკირებული გულშემატკივარი

    დააბრუნონ ის ინგლისელი და ღირსეულად მოემზადონ რაც ავტორიტეტების ნაცვლად მცოდნეების მოწვევას ნიშნავს

  • Ttt

    Kargi es yvelaferi, mara didi isaa, rom nakrebi am etapze cud formashi da zogadat qartyl ragbshi arajansaxi sityaciaa.

  • Vallka

    აჰა ესეც ნანატრი შანსი, წარმატებები ბიჭებო გამოიყენეტ ეს მომენტი, რომ დავრჩეთ შვიდ ერში თუ კარგად ვითამაშებთ დარწმუნებული ვარ დაგვტოვებენ და თუ იტალია და ფიჯის მოუგებთ ჩათვალეთ ეგაა რა

  • გოგი

    კარგია! გამოსაყენებელია ეს შანსი. დამატებაა საჭირო ორ სამ პოზიციაზე ახალ ზელანდიელის და გუნდი ითამაშებს მიგების დიდი შანსებით.

  • niko

    ძალიან კარგია მაგრამ იქ მაყურებლად არ უნდა ჩავიდეს გუნდი და იბრძოლოს მიწის ყოველ გოჯზე და ყველა ბურთზე, რაც გამოიღებს შედეგს. უყველაშტან შიძლება თამაში და წაებაზე არც უნდა იოფიქრონ. ღოგორ გავბაკვირვოთ ისენი და შევთავაზოთ სიურპრიზები. ბევრად უკეთეწსი ახალგაზრდები არიან უკანახაზშიდა შერკინებაც კარგად არის დაბალანსებული. იმედია ყველა მოთამაშე ვისაც ნაკრებში თამაშის იმედი აქვს, თავს არ დაზოგავს დაამდენი გაცდენილი დროის შემდეგ შევლენ კარგ ფორმაში და თვითონ იმუშავებენ თავიანთ თავზე და ფიზიკურ მდგომარეობაში.

  • ქალის სიმართლე

    ძალიან კარგია და ყველას გილოცავთ, თუმცა ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ და მიხვდებით, რაც ვიგულისხმე: "ხვალ რაღა ვქნათ?"

  • fani

    "ავშენდით!" (ყოველგვარი ირონიის გარეშე) - პირველი ეს ფრაზა გამახსენდა კინოფილმ "შერეკილებიდან" და ყველას გილოცავთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას. იმედია, დიდი სკოლა იქნება ჩვენი ახალი თაობის მორაგბეებისთვის და ბიჭები თავს დადებენ ბოლომდე. ისე კი, იტალიის გასრესვა მწადია, უფ უფ უფ იფ იფ იფ

  • გიგლია

    ისე გამეხარდა, რო ამხანაგ გლახუნას კომენტარი ბოლომდე წავიკითხე და მოვიწონე. გილოცავთ ქართველებო და აბა თქვენ იცით, თქვენი ჭირიმეთ, ქუდზე კაცი სტადიონზე!

  • 77ბ

    კორონა უძახე შენ და ჩვენ კი მოვხვდით სადაც გვინდოდა

  • Bzz

    გვარმია შენ ხარ?

  • goga-ს

    კი, შეიძლება შევხვდეთ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 1 ადგილი 1 ადგილს შეხვდება, 2-2, 3-3, და 4-4. https://en.wikipedia.org/wiki/Autumn_Nations_Cup

  • შოკირებული გულშემატკივარი

    ვისაც საკუთარი თავის ჯერა შესანიშნავი შანსია დაამტკიცოს რო იმსახურებდა ელიტაში გადასვლას მწვრთნელიან მოთამაშიანა

  • ლადო

    ყველა სიტყვის მჯერა, ოღონდ ერთ კორექტირებას გავაკეთებ: მე7 ადგილისთვის თამაში ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს, ოღონდ ეგაა რომ იტალია შეიძლება მართლა აგვარიდონ ;)

  • ზურა

    აღიარება კი არა ფედერაციას პრეზიდენტი უნდა და ნაკრებს გამოცდილი მწვრთნელი! ისეთი კი არა ვინც უშოვეთ გამოუცდელი...

  • გუჯი

    თავს რომ ვერ გადავახტებით ეგ ფაქტია მაგრამ უდიდესი გამოცდილების მიღება და სტიმული მომავალი თაობებისთვის გარანტირებულია. ასე რომ ვულოცავ საქართველოს ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ვუნდოდით თუ არა, ფაქტია რომ იქ ვართ და დროებით მსოფლიო ელიტაში მიგვიღეს. უაღრესად მაგარი შანსი წინსვლისთვის და თუ მომავლისთვის კიდევ გვინდა რომ ასეთი შანსი მოგვცენ რაღაც პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ.

  • გია

    საიდან იცი ეს დეტალები? ძალიან საინტერესო დეტალებია.

  • გოგა

    როგორ იქნება, შეიძლება იტალიას შევხვდეთ? აუ ძან მინდა იტალიას მოვუგოთ

  • ქართველი

    შეიწოვა ბიძომ კაჭი

  • BOSS

    ძალიან კარგი! აქ მოგებების იმედად კი არ მივდივართ - უდიდესი გამოცდილების მისაღებად და ყველა იმ ქართველის საამაყოდ( უბრალო რაგბისტიდან დაწყებული და გულშემატკივრით დამთავრებული) ვისაც ერთი კენჭი მაინც დაუდია ქართული რაგბის განვითარებისთვის!!!ვულოცავ ყველას!

  • პილიგრიმი

    იმას რა ვუთხარი, ვისაც საქართველოს წინსვლა არ უხარია, მაგრამ ეს ადგილი დამსახურების გამო არ მიგვიღია და რა გამოდის, სხვის სუფრაზე მორჩენილი ნამცეცები გიხარიათ? ((

  • კობახიძე

    ოცნებაოოო ჩემოოო ,რაო კაჭი კაია ბიძოს ფულები პარლამენტში გამოჭიმვა რომ მოგინდა? ფული ჯოჯოხეთს ანათებსოოო!!!

  • Ehhhh

    მაფიაა ძმობილო მაფია... ბატონი ბიძინეი რო არა არც ეხლა არ დაგვიძახებდნენ... ფული ჯოჯოხეთს ანათებს....... არც გვყავს ის ნაკრები რომ რამის იმედი გვქონდეს ბობოლებთან ჭიდილში... ძალიან დააგვიანეს ეს ფორმატი ცუდ დროს დაემთხვა თაობათა ცვლა არის ჩვენთან დაწყებული. იმედია ცოტა წინააღმდეგობას მაინც გასწევენ

  • kaxa

    ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა...ახალგაზრდა მორაგბეებო უდიდესი შანსი გაგიჩნდათ საკუთარი სახელი ჩაწეროთ ქვეყნის ისტორიაში იმედია გამოიყენებთ ამ შანს თქვენით იამაყებს სრულიად ქართული ერი

  • 100%

    რაც გინდა მოხდეს, ეს უკვე აღიარებაა. ვულოცავ ყველას. მაკედონიასთან წესით უნდა მოგვეგო.

  • სონიგი

    ოთხივე ბრიტანული გუნდი და კიდევ ჩემი აზრით იტალია (მგონია ფიჯი მოუგებს).ბიჭებო ჩათვალეთ ჰარვარდში მიდიხართ სასწავლად.80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვუყურებ რაგბს და აი ამ ტურნირზე ნამდვილად არ მაინყერესებს ანგარიში და შედეგი.ლაღად,უკომპლექსოდ ითამაშეთ და ისწავლეთ მწვრთნელიან-მოთამაშეებიანად რაც შეიძლება მეტი.ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს გაუმარჯოს,თავის რაგბიანად.

  • პაატა

    მთავარია არა მხოლოდ გამოცდილების შეძენა, არამედ ერთი თამაშის მაინც მოგება, რომ მომავლის პერსპექტივა გავიჩინოთ.

  • გია

    ჩემ თავს და თქვენს თავს ვულოცავ! უდიდეს ბრძოლაში ჩავებით და უდიდეს მატჩებს ვუყურებთ! გილოცავთ!!!

  • მ.ტ.

    სამი სიტყვის გამოყოფა შეიძლება შენს კომენტარ-შეგონებაში: უაზრო, განუვითარებელი და რაღა თქმა უნდა - ადგილი....

  • დავითი

    თხუთმეტკაცა რაგბიში რამდენი კაცი თამაშობს, თუ გამოიცნობ, დაგიჯერებ! :) ))) ვშპ!

  • dato

    ვავა,ვავა

  • fani

    მადლობა ბატონო ბიძინა:)

  • dinamo

    არანაირი "აღიარება" ეს არაა ! ზუსტად ვიცი რომ იაპონიის უარის მერე სამხრეთ აფრიკამაც რომ თქვა უარი მერე იმათ A ნაკრებზე ეჩალიჩებოდნენ ის ნაბ...ბი @ ისიც რონ ვერ გამოვიდა ამერიკის კანადის ურუგვაის(!) და ესპამეთის(!!) ნაკრებებზე დაიწყეს ჩალიჩი და ჩვენ თითქოს საერთოდ არ ვარსებობდით @ და სუსტად ამ დროს დაგვიანებით მაგრამ მაინც ჩაერათნენ მთავრობა და "ქართუ ჯგუფი" "ქართუმ" ფინანსური გარანტიები რომ მისცა (გუნდის მგზაცრობა იქ ცხოვრება და ა.შ.) ამის მერეღა დათანხმდნენ ის ნაბ...რი ფულისტები @ მაგრამ მერე რა ქნეს ?--- თავიდან ჯგუფების შემადგენლობები ასეთი იყო ა ჯგუფი- ინგლისი ირლანდია უელსი ფიჯი ბ ჯგუფი--საფრანგეთი სოტლანდია იტალია იაპონია ან ის ჩამოთვლილი ქვეყნები და რომ გადაწყდა საქართველოს მონაწილეობა სასწრაფოდ შეცვალეს ჯგუფების შემადგენლობა და ჩვენ ა ჯგუფში გასგვამწესეს და ფიჯი ბ ჯგუფში @ ნეტავი რატომ ? იმიტომ რომ სიკვდილის ა ჯგუფში იმ ბობოლებთან ყველა თამაში წავაგოთ თანაც დიდი ანგარიშით რომ მერე აღარ გვქონდეს ამბიციები 6 ერში შესვლის @ და ბ ჯგუფში რონ დავრჩენილიყავით შეიძლება იტალიისთვისაც მოგვეგო და იმ ორთანაც არ წაგვეგო დიდი ანგარიშებით ! მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი იმ ჯგუფების შეცვლას @ მსაგრამ აქ ჩაერივნენ საფრანგეთი შოტლანდია უელსი და ფიჯი (იტალია არა) და მოითხოვეს მარტო ნაცევარფინალი და ფინალი კი არა ასევე ჩატარდეს მეხუთე და მეშვიდდე ადგილისთვის თამაშები ანუ გაჩდა შანსი იტალიას მაინც შევხვდეთ ! მაგრამ ეხლა ეჭვი მაქვს რომ ისე იზამენ ის მაბ...რი 6 ერის მამები რომ იტალიას მოაგებინებენ ფიჯისთან რომ ჩვენ აგვდცეს მეშვიდე ადგილისთვის თამაშში !@@@

  • გლახუნა

    არის,არის,ა რ ი ს ... ახლა საჭიროა თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ვ ე -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს შექმნა, ანუ დ ა ს ა ვ ლ უ რ ი დემოკრატიულ სამართლებრივი მმართველობის პოლიტიკური სისტემის დამკვიდრება, ანუ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები -სტრუქტურების განმტკიცება - კანონის უზენაესობის დამკვიდრება-სამართლებრივი გარემო წესრიგის შექმნა-განმტკიცება, სახელმწიფოს უსაფრთხოება- უშიშროების გამძლავრება ( არანაკლებ -90 000 კბილებამდე შეიარაღებული პროფესიული ჯარი,თავისი თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემები,მობილური კარგად შეიარაღებული საზღვაო ძალებით) + სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები - ეკონომიკუარ მძლავრ -პროგრერსულ დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობით -ეკონომიკის, შიდა წარმოების, საშუალო და მცირე ბიზნესის,ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება, განათლების მედიცინის მ ა ღ ა ლ ხარისხზე აყვანა(მისთვის რეფორმები - რეფორმებზე, ანუ ხელისუფლებაში იდეალისტები, რეფორმისტები- პატრიოტები სახელმწიფო აზროვნება მაღალი პასუხისმგებლობით...) ...სპორტის ყველა სახეობაში, განსაკუთრებით რ ა გ ბ შ ი ძალიან დიდი ფინანსების ჩადება და საქართველო -ერთ-ერთ მძლავრ თანამედროვე, ყ ვ ე ლ ა მიმართულებით პროგრესულ-წარმატებულ სხელმწიფოდ იქცევა ...სწავლა, შრომა, პასუხისმგებლობის აღება, თანადგომა, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ღირსების - ინტერსებების დაცვა - გაძლავრებაზე ო რ ი ე ნ ტ ი რ ე ბ უ ლ ი, შემართული- მებრძოლი, განათლებული, ჯანსაღი მენტალიტეტით ახალგაზრდობა- მომავალი თაობებით (არა რუსულ- სავჭოური მოკრიმინალო-მობჟუტურო მენტალიტეტით,უპასუხისმგებლო,ჯერ კიდევ ნკვდ-ს დამუშავებული ქურდულ-კრიმინალური იდეოლოგიით დეგრადირებული, მით სუსტი, უსუსური და ღატაკი ,,სახელმწიფოდ,,)... - და ,,ყველაფერი კარგად იქნება,,!

  • zaza

    რამდენს არ გაუხარდა იმდენი 100 ლარიანი ყველა გაჭირვებულს.მდაა

  • tngh

    გილოცავთ!!! იმედია, თავს არ შევირცხვენთ!!!

  • shen ukbine

    ბურთის თავზე დახევის გაკვეთილები იწყება ნისლიან ალბიონზე

  • ღლონტი

    ბიჭო, რახან თქვენთან არ არის რაგბი, ჩვენს წარმატებებზე ავად ხდებით. აჯობებს ოქტომბერში გასამართი მატჩისატვის მოემზადოთ. იქნებ შარშან რომ ლოკოს დაემართა თქვენთან...

  • Emre

    ჩვენ და კიდე რომელი ნაკრები ემატება?

  • ქუჩუკიჩი

    ძაან მაგარია

  • geoachi

    ეხლა მაინც მიხვდებით რომ არაა თქვენი ადგილი 6 ერში და არავითარი რაგბი არაა ჩვენი თამაში! მიხედეთ იმ სპორტის სახეობებს სადაც მართლა გვაქვს პოტენციალი და გაანებეთ ამ უაზრო და მსოფლიო დონეზე განუვითარებელ სპორტს თავი!

  • zaza

    მაგარია მაგარი მოვა დრო და ექვს ერსაც დავაჭაშნიკებთ კაჭოს უთხარით წასვლა გადადოს .აუიე ლომებო

  • შოთა

    ძალიან მაგარი ამბავია! ვულოცავ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებ! მადლობა ჩვენს მთავრობას! ბიჭები კი მჯერა, რომ თავს არ შეირცხვენენ და დიდ გამოცდილებასაც მივიღებთ.

  • ბიძინეი

    ეს ჩვენი ბიძინეი მთლა გადასაგდები კაცი არ ყოფილა რაქნას ერთი ბეწო კაცია რამდენს გაგწვდეთ :D მიდი ბიძინეი ბიძია მაწექი

  • ms

    მშვენიერი შანსი!!! უნდა დავამტკიცოთ ,რომ ჩვენი 6 ერში არ მიღება შეცდომა იყო!!! წარმატებები ბიჯებს, მწვრთნელებს, ფედერაციას!!!

  • ვახო...

    დიდებულია! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს

ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა

სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება