რა უნდა გავაკეთო მე უბრალო ადამიანმა, რო მთელი ერი დიდი თუ პატარა ბედნიერების მეცხრე ცაზე ავიყვანო...ზოგიერთები ისე ცხოვრობენ რო ამის შანსიც კი არ აქვთ...თქვენ კი ეს შეგიძლიათ, თქვენ ამის შესაძლებლობა გაქვთ...არ გთხოვთ მოგებას, უბრალოდ ბოლომდე დაიხარჯეთ, იბრძოლეთ და გამარჯვება თვითონ მოვა!!!წარმატებები და იცოდეთ თქვენ მარტო არ ხართ, მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა...
ბიჭებო ერთი იცოდეთ - ძალით არავისზე ნაკლები არა ხართ მსოფლიოში, ამიტომ შოტლანდიელები მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში სადაც არ უნდა შეგხვდეთ იქვე ჩააბეტონეთ. წინ საქართველო!
შოტლანდიასთან მოგებას ვერ მოგთხოვთ, მაგრამ როდესასც თქვენ მოედანზე გადიხართ ყოველთვის თქვენგან ბოლომდე ბრძოლას, თავდადებას და ღირსეულ თამაშს ველით და დარწმუნებული ვარ რომ დღესაც , როგორც ყველა სხვა წინა შემთხვევაშიც ასე იქნება.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ
თქვენ ერს იმას ანიჭებთ, რის მოცემასაც სხვა ვერავინ ახერხებს, წუთიერ თავდავიწყებასა და ბედნიერებას.
მე ამაყი ვარ რომ ჩემს ქვეყანას ასეთი ნაკრები ყავს.
წინ ბიჭებო, ყოველთვის გახსოვდეთ , რომ მთელი ერი თქვენს გვერდითაა , ჩვენ 16-ე მოთამაშე ვართ, თქვენნაირად განვიცდით, თქვენსავით გვტკივა და თქვენსავით გვიხარია.
საქართველოს რაგბის ნაკრები გამორჩეულად მიყვარს. იმიტომ, რომ საუკეთესოდ წარმოაჩენენ ქართულ გენის სიძლიერეს და ხასიათს, იმ მებრძოლ ბუნებას, რამაც საუკუნეებს გაუძლო და აქამდე მოგვიყვანა.
ერთხელ ჩემმა გერმანელმა თანამშრომელმა მკითხა, ასეთი პატარა ერი ხართ და ასეთი ნაკრები როგორ გყავთო? რაგბი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ბურთით თამაში და ამაზე პასუხს ჩვენი რაგბისტები გულით ატარებენ, როგორც ნამდვილი ქართველები. რომ შემეძლის, ნაკრების ყველა წევრს გადავეხვეოდი და მაგრად ჩავიკრავდი გულში. მე თქვენით ამაყი ვარ ! გამარჯვებით გევლოთ მუდამ !!!
ბიჭებო, ჩვენი პატივისცემა კარგა ხანია მოპოვებული გაქვთ, იყო მომენტები როდესაც ვმარცხდებოდით 1 ეშელონებთან ვუყურებდი ეკრანს და ვცდილობდი დამეცვა ქართული რაგბის ღირსება და დილეტანტ გულშემატკივარს ან დადარდიანებულ ქომაგს ვაგულიანებდული რომ ეს ყველაფრის დასაწყისია და რომ ჩვენ ვვითარდებით, იგივეს ვაკეთებდი კომენტარებში, მეგობრებში როდესაც ამა თუ იმ თემის განხილვა წავიდოდა და დიახ რაგბი ჩვენი თამაშია, არასდროს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ როგორიც მაშინ თქვენი წარმატებული თამაშის და ბრძოლის დროს, ვაჩვენოთ ეს ყველაფერი ევროპელ ძმებს კიდევ ერთხელ, და მოვიპოვოთ მათ თან ბრძოლით და თამაშით ღირსება და პატივისცემა, სულ წინ ვიაროთ, ამინ!
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.
ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა მორაგბეებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?
ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.