რაგბის გულშემატკივრების მიმართვა პრინციპულ თამაშამდე

AutoSharing Option
დღეს, 23 ოქტომბერს, დიდი რაგბი ბრუნდება, საქართველო შოტლანდიას დაუპირისპირდება.
ეს კი შეპირებული 15 კომენტარი:
"როგორ გვეამაყებით, ბიჭებო. ველით თქვენს თავდაუზოგავ თამაშს ცეცხლის ენებით და ბრძოლის ჟინით აგვინთეთ გულები!!! ვიცით, რომ არ დავიჩოქებთ მერიფილდზე, იმიტომ, რომ #რაგბიყველასია, თქვენი კი საქართველოს სასახელო ბიჭები ხართ!" - ირაკლი.

"რა გითხრათ, ბიჭებო! დარწმუნებული ვარ, რომ მოტივაცია საკმარისზე მეტი გაქვთ და ეს აღარ გჭირდებათ. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ რაც შეგეძლებათ, თავს არ დაზოგავთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც თქვენ და თქვენმა
უმრავლესობამ, ეს უკვე გამოსცადა. ითამაშეთ თქვენი თამაში, ბიჭებო. ითამაშეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. ისიამოვნეთ თამაშით და გვასიამოვნეთ ჩვენც. დღევანდელი და შემდეგ 8 ერზეც მოწინააღმდეგეები ძალიან ძლიერები არიან და ვიცით, მაგრამ ქვემოდან მაღლა კი ნუ დაუწყებთ ყურებას, არამედ თვალებში ჩახედეთ და გაუსწორეთ. დაე, იგრძნონ, რომ არაფერს დაუთმობთ. არც არაფერი დაუთმოთ. თუ რამე უნდათ, მოვიდნენ და წაგართვან. დაგიმტკიცონ, რომ მართლაც მაგრები არიან. რამდენჯერმე გვქონდა შანსი, რომ ელიტის გუნდები დაგვემარცხებინა და ყოველ ჯერზე, სულ ცოტა გვაკლდებოდა. ახლა 5 თამაში გვიწევს მათთან ზედიზედ და შანსი გვაქვს, რომელიმე მეტოქესთან, ეს ნავსი გავტეხოთ. იმედი მაქვს, რომ გავტეხავთ. კარგ თამაშს და წარმატებებს გისურვებთ." - სოსო.

"რაგბის სიყვარულმა შვილი კალათბურთზე მიმაყვანინა, იცით, რატომ? "გორგოძილას" გზა რომ გაიაროს და საქართველოს ღირსეული შვილი გახდეს. წარმომიდგენია, დღეს რა ხდება იმ 23-კაციან განაცხადში მოხვედრილი ბიჭების გულში... დღეს და მომავალ 4 სუპერმატჩში უმაღლესი რანგის ტურნირებში საქართველოს დასამკვიდრებელი გამოცდებია და მჯერა, ბიჭები წარმატებით გაართმევენ თავს. საქართველოს ლომგულებო, მიაწექით ნარშავებს!!!" - ნიკოლოზი.

"ბიჭებო, თქვენი გამარჯვება ერს იმუნიტეტს გაუზრდის!" - კონსულტანტი.


"ნოემბერი იქნება იდეალური თვე ქართული სპორტისთვის, რადგან საქართველო გავა ევროპის ჩემპიონატზე პირველად და რაგბიში პირველად დაამარცხებს 6 ერის გუნდს..
ეს იქნება შემდგომ წლებში ნორმალური მოვლენა. უფრო დიდი წარმატებებიც გვექნება, მაგრამ თქვენ იქნებით ის ხალხი, ვინც ამ დიდ საქმეში ერთ აგურს კი არა, დიდ ლოდს დადებს, ლოდს, რომელიც იქნება ერთგვარი ბოძი დიდი წარმატებებისა!
ითამაშეთ სიამოვნებისთვის. მთავარი ის არის, რომ თამაშის მერე საკუთარ თავებს უთხრათ: მე, ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ... ერთად მდგომი ქართველების დამარცხება ნამდვილად რთული საქმეა და ბევრს არ გამოსვლია ეს!!!
ისიამოვნეთ და გვასიამოვნეთ!" - ლაშა.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნის გასახარებლად!!!! თქვენ გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!!!" - ექსპერტი.


"თუ მთელმა ე რ მ ა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ ..." - მაღალი სარაგბო კლასი აქვთ, მაგრამ დასწრებაზე - აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, სისწრაფის მაღალი ტემპები და ჩვეული შემართებით, სისხლით, თავდადებით და გონიერებით, აქვე თავიდანვე - ,,თამაშში შესვლამდე,, არ მოდუნდეთ, მით არ გაითიშოთ, თუნდაც, ზოგადად 10 წუთით-აც... და კარგი თამაში გამოვა. - დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობით მალე - განვამტკიცებთ - სახელმწიფოებრიობას - ა ვ ა ღ ო რ ძ ი ნ ე ბ თ ეკონომიკას, ფინანსურ-სოციალურ მდგომარეობას და რაგბიში დ ი დ ი ფინანსები შემოვა, დიდი 10-ეული ძალიან პრესტიჟული გახდება სერიოზული ფინანსური შესაძლებლობებით -ანაზღაურებით და მომავალი ახალგაზრდობისათვის - ჯარი, პოლიცია, რაგბი და ყველა სპორტის საბრძოლო-გუნდური სახეობა ძირითადი დასაქმების საშუალება შეიქმნება! - ამაში წინა თაობის რაგბის სამყაროსთან, ლეგენდებთან ერთად თ ქ ვ ე ნ ც - ახალი რაგბის თაობამაც უნდა დაიდოთ დიდი წვლილი! - ეს ფუნქცია - ვალდებულად უნდა გაითავისოთ." - გლახუნა.


"კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ერს იმას ანიჭებთ, რის მოცემასაც სხვა ვერავინ ახერხებს, წუთიერ თავდავიწყებასა და ბედნიერებას.
მე ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ასეთი ნაკრები ჰყავს.
წინ, ბიჭებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მთელი ერი თქვენ გვერდითაა. ჩვენ მე-16 მოთამაშე ვართ, თქვენნაირად განვიცდით, თქვენსავით გვტკივა და თქვენსავით გვიხარია." – gio.


"გვეიმედება თქვენი, ბიჭებო!
მძლავრი ქართული რაგბის უძლეველ მომავალს გაუმარჯოს!!!" - მერაბი.



"ბიჭებო, ჩვენი პატივისცემა კარგა ხანია მოპოვებული გაქვთ. იყო მომენტები, როდესაც ვმარცხდებოდით 1 ეშელონებთან. ვუყურებდი ეკრანს და ვცდილობდი დამეცვა ქართული რაგბის ღირსება და დილეტანტ გულშემატკივარს ან დადარდიანებულ ქომაგს ვაგულიანებდი, რომ ეს ყველაფრის დასაწყისია და რომ ჩვენ ვვითარდებით. იგივეს ვაკეთებდი კომენტარებში, მეგობრებში, როდესაც ამა თუ იმ თემის განხილვა წავიდოდა და დიახ, რაგბი ჩვენი თამაშია, არასდროს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ, როგორიც მაშინ, თქვენი წარმატებული თამაშის და ბრძოლის დროს. ვაჩვენოთ ეს ყველაფერი ევროპელ ძმებს კიდევ ერთხელ, და მოვიპოვოთ მათთან ბრძოლით და თამაშით ღირსება და პატივისცემა. სულ წინ ვიაროთ, ამინ!" - დათო.


"თავდადება და ჟინი არასოდეს გაკლიათ. ითამაშეთ წნეხის გარეშე და ეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები." – 1.


"მეტოქე ამბობს, ბიჭები ვართ და მოვდივართო - ბიჭები ხართ და დაგვხვდითო! ჰოდა, უბრალოდ აჩვენეთ, რა ბიჭებიცა ხართ! მუდამ თქვენს გვერდით კავკასიონი!" - გიგლია.


"აჩვენეთ, მართლა მამაცი გულები რომ ხართ! თქვენს უკან მთელი საქართველოა. წარმატება ბიჭებო!!!" - G.A.L.

"დასაფასებელია მებრძოლი შოტლანდიელი ერის ,,მამაცი გულები", მაგრამ დღეს ქართველ ლომგულებთან ვერაფერს გახდებიან." - ჯუბა.

altPREVIEW - შოტლანდია-საქართველო. დღეს რაგბის დღეა!

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიმართვა თამაშის შემდეგ...?
ოზეკი
15:39 24-10-2020
0

სიახლეები პოპულარული