"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
Georgian rugby kaput
ადოლფი
24 ოქტომბერი 2020 01:29
15
პატარა ჩაიკუკეს ბიჭებმა.
რით ვერ შეეგუეთ რომ ბანდაა ჩვენი ნაკრები რაგბიშიც და ფეხბურთშიც. მორაგბეები კი არა მუზიკანტები არიან. რა გჭირთ ხალხო. რეალობას თვალებში ჩახედეთ და უადგილი ამბიციებს მოეშვით.
ბანდა
24 ოქტომბერი 2020 01:22
23
მათიაშვილს მორაგბე რატომ ჰქვია???ან მაისაშვილს მთავარ მწვრთნელად რა უნდა? მგონი სპეციალურად გვაფარჩაკებენ ქართველებს ყველაფერში რო საერთოდ გავქრეთ! მსურველი კი ბევრი ჰყავს ჩვენი სისხლით მორწყულ მიწა-წყალს.... სვანიძემ ყველაფერი გააკეთა!
გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 01:20
8
დიდი რეგრესი ქართულ რაგბში... გასაგებია ძნელია დიდ გუნდებთან თამაში და გამოცდილებაც გვაკლია მაგრამ ბოლო თამაშების შემყურე ძაან უიმედოდ ვარ, ხელით თამაში კი არა მიწოლაშიც ვეღარ ვვარგივართ უკვე
შოთა
24 ოქტომბერი 2020 01:17
0
მილტონ ჰეიგის დროს, ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფი საქართველოს ნაკრებიც, ესე არ ითამაშბდა. კაცმა რა ნაკრები დატოვა და რას დაემსგავსა.
რამე მოიფიქრეთ, არ გაუშვათ ესეთი ნაკრები 6 ერზე. კატასტროფაა. გუნდი გუნდს არ გავს.

პ.ს. ბოლოს, მათიაშვილი ოქროს თილისმად მაგრად შეინახეთ ნაკრებში, მაგას ბებერი მეკო სჯობია.
მოქალაქე
24 ოქტომბერი 2020 01:14
8
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ჩვენი დონის გუნდებს მოვუგოთ, ვიდრე ამ ვეშაპებმა გადაგვიარონ. ესეც არ მესმის, რატომ არ გავიზრდებით, ვეშაპებს რომ არ ვეთმაშოთ. ნებისმიერ სპორტში ძლიერდები მაშინ, როცა იბრძვი შენს თანატოლებთან. დიდებს რომ ეთამაშები და სისტემატიურად ნადგურდები, ხალისსაც კარგავ, გელშემატკივრებსაც, და ზრდის საშუალებასაც.
კოტე
24 ოქტომბერი 2020 01:13
4
ამ ქვეყანაში ყველაფერში რეგრესია, ახალი სისხლი და საქმის მკეთებელი ხალხია მოსასვლელი ქვეყნის სათავეში.

ესეთი შედეგი მოაქვს პერესტრელკეს ფედერაციაში და განუკითხაობას ქვეყანაში.
გიგა
24 ოქტომბერი 2020 01:10
10
კითხვა მაქვს ნაკრების მესაჭესთან: რა უნდა სოსო მათიაშვილს ნაკრებში? ამ პიროვნებამ ჩააგდო ყველა მნიშვნელოვანი თამაში- მთავარი თამაშები იაპონიაში, დღეს კი, არანაკლები - შოტლანდიასთან.
შალვა ჯიღაური
24 ოქტომბერი 2020 00:57
4
ოცნების ზონდერობას მიაწექით, მინდორზე არაფერი გამოგდით და იქ კიდე მერე შეიძლება პარლამენტში მოხვდეთ.

გიგა
24 ოქტომბერი 2020 00:56
27
ეს იეთი თამაში იყო მალე რომ უნდა დაივიყო)) ეს ხუმრობით და ისე ყველაფერი გამოსასწორებელი გვაქვს. სოსო ძაან სუსტი იყო თუმცა ძლიერადაც არავინ გამოიყურებოდა რავიციი. მოკლედ ბევრი მონდომება და შრომაა საჭირო რომ 8 ერში ასე არვითამაშოთ. წარმატებები უკეთესია მოლოდინში....
Beeq.777
24 ოქტომბერი 2020 00:55
1

სიახლეები პოპულარული