"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა გააგრძელონ გარჩევებში და ჩხუბებში აქტიური მონაწილეობა და შედეგი არ დააყოვნებს.
მახო
24 ოქტომბერი 2020 11:35
0
დიდ გუნდებთან წვალობენ ბიჭები,სხარტი მეგრული სისწრაფე და აზროვნება აკლია ამ გუნდს
ბაჩი
24 ოქტომბერი 2020 04:17
29
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მირჩევნია, რომ ჩვენი დონის გუნდებს მოვუგოთ, ვიდრე ამ ვეშაპებმა გადაგვიარონ. ესეც არ მესმის, რატომ არ გავიზრდებით, ვეშაპებს რომ არ ვეთმაშოთ. ნებისმიერ სპორტში ძლიერდები მაშინ, როცა იბრძვი შენს თანატოლებთან. დიდებს რომ ეთამაშები და სისტემატიურად ნადგურდები, ხალისსაც კარგავ, გელშემატკივრებსაც, და ზრდის საშუალებასაც.
კოტე
24 ოქტომბერი 2020 01:13
4
რაც ნიჟარაძე წავიდა რეგრესი აშკარაა, კაცი იძულებული გახადეს რო წასულიყო.
111
24 ოქტომბერი 2020 08:02
0
გაგიჭირდებოდათ ვაჯკაცებო... აბა დალევაში და მოწევაში შეაჯიბრონ ბადალი არეყოლებათ რაგბი ძალიან დაბალ დონეზეეა საქართველოში
nikolozi
24 ოქტომბერი 2020 01:58
9
სხვათა შორის,ჩვენი ლეგენდარული მორაგბეები,მსოფლიოს ნაკრებში ნათამაშები ბიჭები ჰყვებიან,რომ ბრიტანელებთან სმაში, ახლოს ვერ მივდიოდითო.შეუძლიათ მთელი ღამე ლუდის ბარში გაატარონ და დილით,ჩვეულებრივად ივარჯიშონ,ჩვენ ამის თავი არა გვაქვს,"პახმელიაზე" და უძილობით მკვდრებივითა ვართ ხოლმეო,მეორე დილით.ჩვენთან ხომ ქეიფის განსხვავებული კულტურაა,საკვებთან ერთად ვსვავთ,ისინი კი,სხვანაირად,ცარიელზე სვამენ და ამასაც მიჩვევა სჭირდება.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 14:24
0
აბა ულააა!
იასონ კვირკველია
24 ოქტომბერი 2020 02:01
0
რა გჭირთ ხალხო ესაა თქვენი მხარდაჭერა!? მთავარი აქ სხვა რამეა მაისაშვილმა და ნებისმიერმა ვინც უნდა მოვიდეს ამ ეტაპზე კარგად უნდა გააცნობიეროს რომ ჩვენი გუნდი ვერ გაუწევს კონკურენციას თუ აყვება 6 ერის გუნდებს და შეეცდება ხელდახელ და სწრაფი რაგბის თამაშს,ჩვენ ძირითადად უნდა ვეომოთ ვეჯაჯგუროთ პირველი რიგში აქცენტი სულ შერკინებაზე უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ქანცი გავაძროთ,არაფერია დასაძრიხი თუ ჯაჯგურს და ჩხუბჩხუბით(სწორი გაგებით) დავღლით, მაგათ სირბილში ვინ დაეწევა ცხენებით დაშლიგინებენ, მაგათ სხვა მომზადება აქვს გავლილი ბავშვობიდან სხვანაირად ამზადებენ ჩვენთან შეხედავენ ცალი ჯანიანი და მორჩა იქ კიდე პირველი რიგში სწრაფია ჯანს ვარჯიშით და სწორი მომზადებით გამოიმუშავებენ კიდე ერთხელ მთავარი ა შერკინება მიწოლა დავამუშაოთ მაქსიმალურად სულ მთელი თამაშები მზად უნდა ვიყოთ რომ ვეჭიდაოთ ვეომოთ შევისწავლოთ მაგათი სუსტი მხარეები სად უნდა მივაწვეთ მაქსიმალურად რომ დაიღალნონ მუხლი გვექნება ზედმეტი მოლოდინები მე რაგბი მიტომ შემიყვარდა და ჩვენ ბიჭებსაც მაგიტომ ვაფასებ რომ თავისუფალი არ ზოგავენ და ბოლომდე იხარჯებიან ნელნელა კლასიც ამაღლდება პ.ს. ვიძახდი ნატურალიზებას და ვერავის გავაგონე როგორ წაგვადგებოდა ფლანგებზე კარგი მორბენალი ფიჯელი...
კახა
24 ოქტომბერი 2020 02:44
15
ბოლოს და ბოლოს მოაწესრიგეთ სიტუაცია ფედერაციაში, კარგი მწვრთნელია მოსაყვანი რომელიც თავის გუნდთან ერთად ხანგრძლივად იმუშავებს და არა ეს ერთ- ორთვიანი კონტრაქტები, აშკარა რეგრესი სახეზეა, ეს ჯერ კიდევ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატამდე დაიწყო და უფრო ღრმავდებადიდი ალბათობით ამ ტურნირზე შევრცხვებით და კარგას ხანი ხმა აღარ გვექნება ამოსაღები
ალეკო
24 ოქტომბერი 2020 12:00
1
უკეთეს შედეგს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება
შოკირებული გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 12:57
1
უკეთესი შედეგი როგორი გაწყობს? 12-48 თუ 14-48? აბა სხვა შედეგი ხომ ფანტასტიკაა
დავით 67
24 ოქტომბერი 2020 13:45
2
და უკეთესი ჩემპიონატი.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 14:26
0
მეგობრებო რატომ გიკვირთ ასეთი წაგება, ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე ეტყობოდა ნაკრებს სერიოზული რეგრესი. ჰეიგის კონცეფცია ხელით თამაშის გაუმჯობესებაზე არ გამოვიდა, შერკინება დასუსტდა სერიოზულად, ნუ დერეფანი ხომ საერთოდ არ გვივარგოდა არასოდეს, პლიუს რაქი ამას დაემატა მოლის უსუსურობა, ნუ მეტი რაგბიში მე მგონი არ დარჩა არაფერი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ...ცუდი ისაა რომ მივექანებით უფსკრულისაკენ ისე როგორც ერთ დროს საკმაოდ ძლიერი რუმინეთი და იქვე გველოდბა დანარჩენი რაგბის ფარჩაკი ნაკრები გუნდები რუსეთის თამადობით.რაც შეეხება ექვს ერზე ფიქრს, მგონი ჩვენ თვითონ გავეცით პასუხი ამ მუდმივ კითხვას. სამწუხაროა ეს ყველაფერი და არავის არ უხარია ეს, არც პოზიციას და არც ნორმალურ ოპოზიციას.
Maximus
24 ოქტომბერი 2020 11:00
1

სიახლეები პოპულარული