"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
მაისაშვილო წადი სოფელში ბაღი დაამუშავე!!! მათიაშვილზე უკეთესი კაცი დიდ 10ში თუ არ გვყავს დავყუპულვართ და ეგ არის ძალა ამას არ აქვს სისწრაფე ამას არ აქვს ჰაერში ბურთის ეშინია რისთვის გყავთ გუნდში? იმენა გაგვაფარჩაკეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენი ადგილი იქ არის სადაც ვართ 6 ერი არა ის! ჭკვიანი ხალხია ევროპელები არ ვართ მზად და ამიტომაც არ გვიშვებენ! უკან მიდის ჩვენი რაგბი დიდი რეგრესია
მაისაშვილი სახლში
24 ოქტომბერი 2020 00:43
4
რეგრესია, ეს აშკარაა. არ არსებობს რაგბის განვითარების მწყობრი გეგმა, არც სტრატეგია. ექვსი ერის ამოჩემება არის სრული სისულელე, საერთოდ დავღუპავთ ყველაფერს, დღეს რომ იქ მიგვიღონ. ამ ანგარიშებიტ რომ წააგებენ ყველა მატჩს საერთოდ დაკარგავს რაგბი მაყურებელს და გულშემატკივარს, რაგბისტები კი სტიმულს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ და ეს სწორი იყო. გინდა შედეგი? ბევრი ეთამაშე შენზე ცოტათი ძლიერებს და ჯერ იმათთან მოგება ისწავლე, მერე უფრო ძლიერებთან და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს იქ შეეტენო, სადაც ჯერ არაფრის შანსი არ გაქვს. ნუ ზოგჯერ ტოპ გუნდებსაც უნდა შეხვდე რომ შეამოწმო სად ხარ. მაგრამ ძირითადად უნდა ეთამაშო იმათ, ვინც შენზე ძლიერი კია, მაგრამ ვისთანაც მოგების შანსი გაქვს. და კიდევ, სორელმა გვირჩია, თუ გახსოვთ, შვიდკაცა რაგბის განვითარება ხელდახელ მოთამაშე და კომბინაციური რაგბისტების გასაზრდელად, ვინმემ შეიბერტყა ყური? შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა, აშკარაა.
არტ
24 ოქტომბერი 2020 03:33
8
მოსეხონელს. მე მგონი არ წაგიკითხავს, ჯიგარო, მე რა დავწერე. სუსტებს კი არ უნდა ეთამაშო, უნდა ეთამაშო შენზე ძლიერებს, მაგრამ ძირითადად იმდენად ძლიერებს, ვისტანაც შანსი მაინც გაქვს. ასე შეიძლება განვითარდე, თორემ არის იტალია შვიდ ერში ამდენი ხანია, მაგრამ მერე რა? როგორც უშანსოდ იყო ისევე არის. არ არის ექვს ერში იაპონია და ვერ მოუმატა თუ რა? ტესტ მატჩებს და სპარინგებს სწორი შერჩევა და დაგეგმვა უნდა, ქართულ სარაგბო კლუბებს მიხედვა და ახლა აქ რომ ჩამოვწერო, ერთი გვერდი არ ეყოფა. მოკლედ შეიძლება თქმა. შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა. მცოდნე, ენერგიული და იდეური ხალხია მოსაყვანი. და მარტო რაგბში კი არა, სპორტში საერთოდ.
არტ
24 ოქტომბერი 2020 12:52
0
ჯიგარო რაგბი ფეხბურთი არაა.თუ არ ეთანშე ძლიერს ვერ განვითარდები.ზუსტაგ თავის დროზე რო არ გვათამშეს 6ერში მაგიტო ვერ წავედითწინ პორიქით უკან უკან დავიწყეთ სვლა.ჩვენზე დაბლი დონის გუნდები ჩვენთან თანში გაიზარდნენ ხოლო ჩვენ არ გყვდა კონკურენტი ვისთანც გავიზრდებოდით ესა ლოგიკა თანც მარტივი.ჭადრაკივითა უნდა ეთამშო ძლიერს თუ გინდა გაიზარდო
მოსეხონელი
24 ოქტომბერი 2020 08:50
1
სოსო მათიაშვილთან დიდი მოკრძალებით - არ არის ეს ბიჭი ნაკრების დონე უკვე 2 წელზე მეტია და იმ ლელოსაც ხაზს უსვამს ზღაპრულ ნახტომში რომ დადო სადებიუტო თამაშში. ასეთი ფულბექით ინგლისი წააგებს ყველა მატჩს 6 ერში არათუ ჩვენსავით მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი.
???
24 ოქტომბერი 2020 00:45
1
კითხვა მაქვს ნაკრების მესაჭესთან: რა უნდა სოსო მათიაშვილს ნაკრებში? ამ პიროვნებამ ჩააგდო ყველა მნიშვნელოვანი თამაში- მთავარი თამაშები იაპონიაში, დღეს კი, არანაკლები - შოტლანდიასთან.
შალვა ჯიღაური
24 ოქტომბერი 2020 00:57
4
სამწუხაროდ ფსკერია.თუ 8 ერის ახალ ტურნირზე ას ითამაშესს ეგრევე გამოგვაგდებენ.არც შერკინება არაფერი საერთოდ.ძაან ცუდი სიტუაციაა დღეს ქართულ რაგბში
buxrika
24 ოქტომბერი 2020 00:42
1
რაგბი სქოთების თამაში ყოფილა...
ბათუმის ფანი
24 ოქტომბერი 2020 00:40
1
ოცნების ზონდერობას მიაწექით, მინდორზე არაფერი გამოგდით და იქ კიდე მერე შეიძლება პარლამენტში მოხვდეთ.

გიგა
24 ოქტომბერი 2020 00:56
27
მიგვიჩინეს ჩვენი ადგილი,სრული უსუსურობა,არანაირი ექვსი ერი და ასეთები მორჩით ზღაპრებს,დილეტანტებივით იდგნენ
ალიკა
24 ოქტომბერი 2020 00:49
5
ექვსი ერი არა ექვსი მძ@ნერი
სამართალი
24 ოქტომბერი 2020 00:39
10
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,ჩვენმა ნაკრებმა მასზე კლასით და გამოცდილებით მაღლა მყოფ ნაკრებთან წააგო...აი როგორც პორტუგალია-რუსეთი აგებს ჩვენთან ისე. არაუშავს გამოცდილებას მივიღებთ ამ ტურნირით,წარმატებები ბორჯღალოსნებს.
გიორგი-ბათუმი 97
24 ოქტომბერი 2020 02:40
13
ეგ კი მართალი ხარ, წავაგეთ მაღალ კლასთან, მარა შერკინებაში და მოლში ვერასდროს გვჯობდნენ ასე შოტლანდიაზე ძლიერი გუნდები, და ესაა გულის სატკენი,
გიგა
24 ოქტომბერი 2020 03:03
0
როგორ გგონია, 2-3 წლის წინ/ჰეიგის დროს შოტლანდიასთან და მისნაირ გრანდებთან ასე უიმედოდ ვაგებდით? შერკინებაში ასე გვათრევდნენ?
სიმართლე
24 ოქტომბერი 2020 02:54
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული