მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
ამ ბოლო დროს ქართველ რაგბისტებს რაც კარგად გამოგდით წვერების მოშვება და პატარა ბიჭების (73 კილოგრამიანი ფეხბურთელების), დრუჩოკებით (არა მუშტებით, 200 კილოგრამიანო არაკაცებო) ცემა და მოკვლაა. არცერთი თქვენთაგანი რომ არ გამოვიდა იმ რაგბისტების დასაგმობად პატარა ბიჭი რომ მოკლეს მაშინ მივხვდი: - არც მოედანზე და არც ცხოვრებაში არ ვარგიხართ... დაგიხიათ შოტლანდიამ...მაისაშვილო მოკეტე....
korona
24 ოქტომბერი 2020 21:30
13
კორანას მიხედე თორე დაგამარცხებს
კორონას
25 ოქტომბერი 2020 00:27
2
საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭიროა ყველა გულით მოეკიდოს თავის საქმეს, ფული არ იპარონ, ერთმანეთი არ გაანადგურონ მაგ ფულის გულისთვის.
Status quo
24 ოქტომბერი 2020 18:52
0
ჰეიგმა წინსვლის ნაცვლად ნაკრები უკან დაწია და ეს მაისაᲨვილი საიდან მოიყვანეს? Შეგნებულად მიმდინარეობს ქარᲗული რაგბის უკუსვლა!!! იქამდე მიიყვანენ ნაკრებს ესენი,რომ რუსეᲗᲗან მოგება სანატრელი გაგვიხდება...
ზურა
24 ოქტომბერი 2020 13:06
13
ყველაფერი გასაგებია, უზარმაზარი სხვაობაა კლასში, მაგრამ ეს სალელოვე შეტევებში დაჯარიმება რა უბედურებაა? სხვაობა რომ დიდია ეგ კი არ არის ტრაგედია, არამედ ის, რომ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამთ, რაც ასეთ გუნდებთან თამაშის პერსპექტივას ამცირებს
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 11:19
0
სასწრაფო ცვლილებებია საჭირო სასწრაფოო!!! სერიოზული მწვრთნელთა გუნდი თუ არ მოიყვანა სათავეში ახალმა ფედერაციის პრეზიდენტმა (ვინც არ უნდა იყოს ის, თუ აირჩიეს ოდესმე) მაისაშვილის ხელში ჩამოვალთ ისევ ესპანეთის დონეზე...
კობა
24 ოქტომბერი 2020 07:55
2
რაგბში წარმატებისთვის: 3. ფედერაცია
ქართული რაგბი სამწუხაროდ თავს ვერ ინახავს. დაფინანსება რაგბის ფედერაციის გავლით ხდება. სამწუხაროდ დღეს ისეა, რომ სადაც ფულია, იქ პრობლემებია და ფედერაციაც სავალალო დღეშია. დახურულ კარს მიღმა გარჩევები, ჩხუბი და აყალმაყალი (სროლაც კი) უნდა დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია რაგბის ფედერაციის საქმიანობის გასაჯაროება. შესანიშნავი იქნება, თუკი “რაგბი TV” პირდაპირ ეთერში გადმოსცემს ფედერაციის სხდომებს. საეჭვოა, რომ კამერების წინ, პირდაპირ ეთერში გაბედონ ჩვეული გარიგებების დადება. ჩვენც დავინახავთ, თუ ვინ რისთვის იღწვის. ვისაც მშვიდი, საქმიანი განხილვა არ შეუძლია, ან კრიტიკას ვერ იტანს, მან სხვა სამსახური უნდა მოძებნოს.
გიორგი
24 ოქტომბერი 2020 17:00
0
საქართველოს რაგბის განვითარებას კვალიფიცირებული მწვრთნელი სჭირდება მეტი არაფერი, ბიჭები ისედაც პროფესიონალები არიან, მთელი თამაში მოლმა დაგვჩაგრა და ხო უნდა მიხვდეს მწვრთნელი რაღაც უეშვალოს, იგივე სიტუაცია ქონდა იტალიას და დერეფნში კონტაქტში არ შედიოდნენ მთელი თამასის განმავლობაში და ამ სტრატეგიამ გაამართლა, გაუშვით ეს საცოდავი მაისაშვილი ლელოს მიხედოს თორე გავარდება დიდი 10-დან. გამოცდილი, კვალიფიცირებული და რაც მთავარია ამ დონეზე გამცდილების მქონე მწვრთნელი გვინდა, ბიჭები მინდა გავამხნევო წინ ბევრი ბრძოლა გველის კიდევ რომ დავამტკიცოდ ჩვენი სიძლიერე
რაგბი
25 ოქტომბერი 2020 00:20
0
გეთანხმები იმაში, რომ მწვრთნელმა ელემენტარულად მოლში როგორ დაიცვან თავი, იმაზე უნდა ავარჯიშოს, რაზეც მიზეზი ის იყო, რომ სულ ორი ვარჯიში ჩაატარეს შემადგენლობასთან. აი უკანა ხაზს კი ნამდვილად ვერაფერს მოუხერხებს, ისეთი კატასტროფული სიტუაციაა. ამ კუთხით ვერც ადრე ვბრწყინავდით და მსოფლიოზე ზუსტად გამოჩნდა, რომ ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში შორს ვერ წავალთ. ვინც არ უნდა გამოცვალოს, ფაქტია, შოტლანდიის დონის გუნდს ძვრას ვერ ვუზამთ. მაისაშვილის ნაცვლად ვინც არ უნდა მოვიდეს, მოთამაშის კვალიფიკაციას ვერ გაზრდის. ამიტომ გამოსავალი ამ ხალხის ძლიერ კლუბებში გადასვლა მგონია
: )))))))
25 ოქტომბერი 2020 18:42
0
ეს ასეთი ოპტიმისტია სულ? საერთოდ ნაკრებს მწვრთნელი თუ ყავს ვერ დაიჯერებ.
გივი
24 ოქტომბერი 2020 11:13
4
არარის ჩვენი თამაში რავბი ;დდ
ბაჩო
24 ოქტომბერი 2020 10:23
14
ლევან!
მგონი წავაგეთ.
ჰაჰა
24 ოქტომბერი 2020 13:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული