
შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.
მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.
ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".
მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
. გასკდა გული....
ქართული რაგბი სამწუხაროდ თავს ვერ ინახავს. დაფინანსება რაგბის ფედერაციის გავლით ხდება. სამწუხაროდ დღეს ისეა, რომ სადაც ფულია, იქ პრობლემებია და ფედერაციაც სავალალო დღეშია. დახურულ კარს მიღმა გარჩევები, ჩხუბი და აყალმაყალი (სროლაც კი) უნდა დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია რაგბის ფედერაციის საქმიანობის გასაჯაროება. შესანიშნავი იქნება, თუკი “რაგბი TV” პირდაპირ ეთერში გადმოსცემს ფედერაციის სხდომებს. საეჭვოა, რომ კამერების წინ, პირდაპირ ეთერში გაბედონ ჩვეული გარიგებების დადება. ჩვენც დავინახავთ, თუ ვინ რისთვის იღწვის. ვისაც მშვიდი, საქმიანი განხილვა არ შეუძლია, ან კრიტიკას ვერ იტანს, მან სხვა სამსახური უნდა მოძებნოს.
საქართველოს ნაკრების გასაზრდელად აუცილებელია კეთილგანწყობილი კრიტიკა. სარაგბო ქვეყნებში მთავარ მწვრთნელს უამრავი ჟურნალისტი ეხმარება შეცდომების უკეთ დანახვაში. უმაღლესი დონის მწვრთნელიც კი ვერ შეძლებს ყველა შეცდომის დანახვას და შესაბამისად ვერც გამოსწორების გზას დაინახავს. სამწუხაროდ, ქართულ რაგბს ამგვარი საჯარო ქომაგი არ ჰყავს. თამაშის შემდეგ იწერება მოკლე შინაარსი, რაც ცხადია არ არის სპორტული ჟურნალისტიკა. აუცილებელია, რომ, ვთქვათ “რაგბი TV”-მ ყველა თამაშის შემდეგ მოაწყოს საჯარო განხილვა. ცხადია, ეს უნდა იყოს კეთილგანწყობილი კრიტიკა. მთავარია დასრულდეს პრობლემების გასაიდუმლოების მანკიერი პრაქტიკა.
საქართველოს პროფესიული ნაკრები ჰყავს, რაც გულისხმობს უფლებებსა და მოვალეობების დაცვას. მწვრთნელებსა და მორაგბეებს უფლება აქვთ მოითხოვონ შესატყვისი ანაზღაურება. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და რასაც ნაკრების წევრებს უხდიან, ისიც გასაკვირია. რაც შეეხება მოვალეობებს, თამაშის დროს მორაგბეები თავს ნამდვილად არ ზოგავენ და მოყვარულები ამას ვუფასებთ კიდევაც. მთავარი მწვრთნელი ვალდებულია არიან სისტემატიურად ანგარიში ჩაგვაბაროს რაგბის მოყვარულებს. ყოველი თამაშის წინ მწვრთნელი ვალდებულია გულახდილად მოგვახსენოს თუ რა ვითარებაა გუნდში. თუ ვის აქვს ტრამვა, ვინ არის ან არ არის ფორმაში, ზოგადად რა პრობლემაა გუნდში და რა ხდება კარგი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება, რაც აზიანებს გუნდს. ავიღოთ ჟვანიას მაგალითი. ვიცით მხოლოდ ჭორი, თითქოს დაპირისპირება მოხდა. პროფესიონალი მწვრთნელი და მორაგბე პირად წყენას გასახდელში უნდა სტოვებდეს. მოედანზე კი ყველა გუნდისთვის უნდა ისარჯებოდეს. საფრანგეთში უამრავი წარმატებული ქართველი წინახაზელი თამაშოს. მწვრთნელმა გულახდილად უნდა მოგვახსენოს, თუ რა პრინციპით არჩევს მოთამაშეებს.