მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს ასეთი ოპტიმისტია სულ? საერთოდ ნაკრებს მწვრთნელი თუ ყავს ვერ დაიჯერებ.
გივი
24 ოქტომბერი 2020 11:13
4
შეთამაშებულიც რომ ყოფილიყავით ხო რას ამბობ
სახიჩარი
24 ოქტომბერი 2020 11:04
5
მოლი ჩვენი სუსტი მხარე ნამდვილად არ იყო, მაგრამ თქვენს ხელში დამყარდა ანტირეკორდი - მოლით დაგვიდეს ყველაზე მეტი ლელო ჩვენი რაგბის ისტორიაში!
დევი34
24 ოქტომბერი 2020 10:26
0
არარის ჩვენი თამაში რავბი ;დდ
ბაჩო
24 ოქტომბერი 2020 10:23
14
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ სეცდომებს თუ ხარვეზებს უმოკლეს ვადაში აღმოხვრით და ინგლისთან უფრო მაღალი კლასის საფუძველზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ.
იდალგო
24 ოქტომბერი 2020 10:17
13
ტიპმა გუნდი "ლელო" დააყენა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თაფლაძე 77 წუთი ათამაშა და მჭედლიძე 3 ))) სადაა ლოგიკა? წადი "ლელოს დაუბრუნდი,არაა შენი საქმე საერთაშორისო რაგბი!
ლაზი აზნაური არზნევ მუზკსია
24 ოქტომბერი 2020 08:59
1
შეიძლება გამოცდილებით მჭედლიძე ჯობდა, მაგრამ შოტლანდიის შეტევებს ვერც ის გაუმკლავდებოდა, მითუმეტეს მჭედლიძის საუკეთესო მხარე დაცვა ნამდვილად არ არის. მთავარი პრობლემა მთლიანად უკანა ხაზია, რომელიც ძირითადად დიდი ათის მოთამაშეებისგან შედგება. 15 ნომერი საერთოდ გლობალური პრობლემაა. ამიტომ თუ დროზე არ დაიწყო ამ ხალხის უფრო მაღალი დონის კლუბებში გადასვლა, პრობლემა ვერ მოგვარდება
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 13:03
0
მჭედლიძეს გამოცდილება არ აკლია,თაფლაძემ კი 8 ერისათვის მინიმალური გამოცდილება მაონც უნდა დააგროვოს,რომ თავი ავად თუ კარგად,უფრო მყარად იგრძნოს ნაკრებში.ეს ხომ დებიუტია.მგონი არ ვცდები.მატჩის ხსნის შანსი არ იყო და ამიტომ მისი გუნდთან შეჩვევა ამჯობინა.შედეგიდან გამომდინარე,შესაძლოა ეს არასწორიცაა,მაგრამ ეს მაინც ტესტია და წინ 8 ერის თამაშებისათვის,ეს სათამაშო დრო ძალიან დაეხმარება დემეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 12:33
1
სასწრაფო ცვლილებებია საჭირო სასწრაფოო!!! სერიოზული მწვრთნელთა გუნდი თუ არ მოიყვანა სათავეში ახალმა ფედერაციის პრეზიდენტმა (ვინც არ უნდა იყოს ის, თუ აირჩიეს ოდესმე) მაისაშვილის ხელში ჩამოვალთ ისევ ესპანეთის დონეზე...
კობა
24 ოქტომბერი 2020 07:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული