სანდრო სვანიძე: კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ

AutoSharing Option
მარნეულის ‘არმაზის’ შუამარბი სანდრო სვანიძე რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, მაგრამ მიზეზთა გამო პირველი კეპის მოხვეჭა ჯერ ვერ მოახერხა.

„ხან ტრავმები იყო და ხან ცუდი პერიოდი დაემთხვა, რის გამოც აქამდე ეროვნულ გუნდში ვერ ვითამაშე“ – ამბობს 22 წლის მორაგბე, რომელიც ახლა საუკეთესო ფორმაშია და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ემზადება:

„დიდი სიხარულია ეროვნული გუნდის ნაწილად ყოფნა და ამ ბედნიერებას ბოლომდე ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ახლა კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ. ფიზიკურად თავს აქამდეც კარგად ვგრძნობდი, ნაკრებთან ერთად ვარჯიშებმა კი ტაქტიკურადაც გამზარდა“.

„ფსიქოლოგიურად თავს მშვენივრად
ვგრძნობ“
ქართველმა ქომაგმა სანდრო სვანიძე 2018 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიცნო. მან საფრანგეთში ირლანდიასთან მატჩში გადაცემა საკუთარ 22-თან ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. ის თამაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 24:20 მოიგეს, მერე იაპონია 24:22 და შოტლანდია 39:31 დაამარცხეს და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს – მე-9 ადგილი დაიკავეს.

სვანიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე მსგავსი წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნება, თუმცა ქომაგს ბოლომდე ბრძოლას პირდება:

„ახალგაზრდულ ნაკრებში მსგავსი გუნდების დამარცხება უფრო მარტივია, ვიდრე ეროვნულის დონეზე. იქ სულ სხვა ძალა და სისწრაფეებია, თუმცა იმ გამარჯვებების შემდეგ, ფსიქოლოგიურად თავს მშვენივრად ვგრძნობ“.

„იმედია ეს ტურნირი ჩვენთვის წარმატებულად ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება და დანარჩენი თამაშებში გამოჩნდება“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული