სად ვუყუროთ "შემოდგომის ერთა თასს"?

AutoSharing Option
14 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასის" (8 ერი) პირველ მატჩში ინგლისს, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" ერკინება. მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, საქართველო უელსს ჰლანეჰლიში, "პარკ სკარლეტზე" ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ირლანდიას 29 ნოემბერს, "ავივა სთედიუმზე" ვერკინებით.

ტურნირის დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. მატჩი "მარიფილდზე" (ედინბურგი) შედგება და "ბორჯღალოსნები" ნომინალური მასპინძელი იქნება.

სად ვუყუროთ?

საქართველოში: ტელეკომპანიები "იმედი" და "რაგბიTV"

განრიგი საქართველოს დროით:

ინგლისი v
საქართველო | 14 ნოემბერი | 19:00, თვიქენჰემი
უელსი v საქართველო | 21 ნოემბერი | 21:15, სქარლეთ პარკი
ირლანდია v საქართველო | 29 ნოემბერი | 18:00, ავივა

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მომიწევს იმედზე გადართვა(((
მთ
15:54 11-11-2020
5
თანამგზავრზე თუ იქნება რომელიმე ქართული არხი?
emigranti
02:28 11-11-2020
0

სიახლეები პოპულარული