სანდრო სვანიძე: ვცდილობ ემოციებს არ ავყვე

AutoSharing Option
მარნეულის "არმაზის" უკანახაზელი სანდრო სვანიძე, 2020 წლის "ექვსი ერის" ჩემპიონ ინგლისთან პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

22 წლის მორაგბე, რომელიც ქომაგმა "უმცროს ბორჯღალოსნებში" თამაშით გაიცნო, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ მოხვდა, თუმცა ტრავმების გამო თამაშის საშუალება აქამდე არ მიეცა.

სვანიძე თბილისურ ჯგუფთან ერთად მაისიდან ვარჯიშობდა, როგორც თავად ამბობს, "საუკეთესო ფორმაშია" და "შემოდგომის ერთა თასის" პირველი ტურისთვის, ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა:

"ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ვცდილობ ეს სიხარული არ გამოვხატო. ზედმეტმა ემოციებმა შესაძლოა, ჩემს თამაშზე უარყოფითად იმოქმედოს და ვცდილობ, ამ ამბავს
ჩვეულებრივად შევხედო", - ამბობს სვანიძე, რომელსაც დებიუტი საყვარელი გუნდის წინააღმდეგ ექნება:

"ინგლისი ჩემი საყვარელი გუნდია. ის საუკეთესოა ევროპაში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას. მეტოქე ხშირად და კარგად იყენებს ფეხს და ყურადღებით უნდა ვიყოთ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ორთაბრძოლების მოგება".

საქართველოსა და ინგლისის მატჩი "თვიქენჰემზე" 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა TV იმედზე და რაგბი TV-ზე იქნება შესაძლებელი. "შემოდგომის ერთა თასის" დანარჩენი მატჩების ხილვა შესაძლებელია Silk Sport-ზე.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
TVიმედმა დანარჩენი მატჩები რატომ არ იყიდა? Silk-მა ფაქტიურად სირცხვილს გადაგვარჩინა!
რაგბის ფანი
07:52 14-11-2020
1
სხვა მატჩებში მეტოქე გუნდების თამაშები უნდა იგულისხმებოდეს )
კაი ყმა
18:20 14-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული