"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
მართლა მაქსიმუმს ეცადნენ ჩვენები, თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ უმაღლესი კლასის გუნდთან მეტს ვერ მივაღწევდით. უბრალოდ ძალიან ცუდია, როცა საკვანძო ეპიზოდებში ვცდებით - თუნდაც პირველი ლელოს შემთხვევაში. ჩემი აზრით, 9 ნომერი მეორე ტაიმში უნდა შეგვეცვალა. ძალიან გვაკლია მოთამაშე, რომელიც ბურთს ჩაუჯდება, შერკინებაშიც იყო საკმარისი შეცდომები - ნარიაშვილის გასვლის შემდეგ სულ მიწაზე მივდიოდით. მეორე ხაზზე აუგს ვერ ვიტყვი, მაქსიმუმი გაიღეს. საბოლოო ჯამში შოტლანდიასთან შედარებით აშკარად მეტი პოზიტივი შეიმჩნეოდა. ვერ ვიტყვი, რომ უელსს მოვუგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აშკარად ამაზე უკეთესად ვითამაშებთ.ეს ტურნირი ფასდაუდებელ გამოცდილებას შეგვძენს და ვინიცობაა, უფრო ხშირად გვეთამაშონ კიდეც
: )))))))
14 ნოემბერი 2020 21:16
1
ფეხბურთის გულშემატკივრისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა - ეს იგივეა ბრაზილიასთან 7-4 რომ წაგვეგო.
რაგბის ფანი
14 ნოემბერი 2020 23:09
19
კარგი იყო ესე გააგრძელეთ
aleko
14 ნოემბერი 2020 22:55
5
მშრალზე წაგება ტეხავს, ერთი 3 ქულა მაინც აეღოთ
ალეკო
14 ნოემბერი 2020 21:32
0
სააქართველოში ვინც თამაშობს იმათ გაზაფხულიდან არ უთამაშიათ, ხოლო ლეგიონერების 10–15% თუ თამაშობს ძირითადში და კიდევ კარგი შედეგია, მე 50–ს და მეტს ველოდი, თუმცა შეტევა საერთოდ არ გვქონდა ეს ძალიან ცუდია, გრაფაში ნული ტეხავს. ლევანი კი კარგი მწვრთნელია, აცალეთ მუშაობა!! დარწმუნებული ვარ კიდევ მოუმატებენ.
წინა მსოფლიოს ციკლში ედი ჯონსმა 500 მილიონი ფუნტი მოთხოვა ინგლისელებს ზელანიისთვის მოსაგებად (ანუ მოსამსაზებლად) და მისცეს...
zviads
14 ნოემბერი 2020 21:27
5
კანეშნა მოუგებდა სულ ჩვენ გვაჯარიმებდნენ, პირველი ლელო აჩუქეს, ჩვენ კი საშვალება არ მოგვეცა ლელო დაგვედო
rugby
14 ნოემბერი 2020 20:58
32
კანეშნა, შენაირი ანალიტიკოსის მქონე ქვეყანა მოუგებდა ინგლისს
gia
14 ნოემბერი 2020 21:32
0
მწვრთნელი გვყავს საერთოდ?მე ვერ დავინახე...
თაზო
14 ნოემბერი 2020 21:39
5
თაობათა ცვლა კი არა, მწვრთნელი გვჭირდება მწვრთნელიიიიიიიიიიიიიიიიი. ყველა სპორტულმა ფედერაციამ ჩაისვარა, ზოგი ისვრის, ზოგი სპექტაკლებს დგავს, ზოგი ფულს ხაპავს, ამ ქვეყანას რაიმეში ოდნავ პატრონი ჰყავს??????????
?
14 ნოემბერი 2020 21:22
8
ბიჭების გარჯის არდაფასება ვერ იქნება მართებული ჩვენგან, მაგრამ მშრალი ანგარიშით წაგებასაც ვერ ვუწოდებთ ღირსეულს. ამასთანავე, ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, მეორე დონის გუნდებთანაც რომ ჩანს, მაგრამ იქ გაგვდის. მაგალითად - ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ვიღებთ და სიჩქარის აკრეფას ვერ ვასწრებთ, რაქში თამაშს ვაგვიანებთ, როგორც შეტევისას, ისე დაცვისას და ძლიერ გუნდებთან ბურთის დაჭერას არ ვცდილობთ.

ზოგადად, ამ ფორმაციის ნაკრებით და უკანა ხაზით ვერ ვითამაშებთ ბობოლებთან ტოლ-სწორად. შეადარეთ მაგალითად შოტლანდიელების 15 ნომერი ჩვენსას. ან ჩვენი 11 და 14 ნომრები, უბრალოდ გაბარიტებით შეადარეთ ბობოლებისას და ეს იმის ფონზე, რომ სისწრაფეში თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არაა იმათი ფლანგელები. ამ ჩვენ ნაკრებ შერკინებასაც გადაუარეს ბოლო 2 თამაშში... ღმერთმა ქნას, რომ გამოვასწოროთ. ამაზე ძლიერი მეტოქეები აღარ გვეყოლება ამ ტურნირზე და იქნებ ჩვენც ვაჩვენოთ რამე.
Lasha
15 ნოემბერი 2020 12:14
1
ამისთვის იბრძოდით 6 ერში შესასვლელად სირცხვილით თავი სად უნდა გამოვყოთ.
gogia
14 ნოემბერი 2020 21:50
36
რა არის სირცხვილი, ინგლისთან დამარცხება? ეს იგივეა, ფეხბურთში რომ წავაგოთ ᲕᲥᲕᲐᲗ იგივე ინგლისთან 6-0. ვინმეს გაუკირდება?
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:08
1

სიახლეები პოპულარული