"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა

AutoSharing Option
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრიტანელ ჟურნალისტებთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ირლანდიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა საქართველოსა და იტალიასთან შედარებისას რეიტინგი უნდა ვნახოთ. ქართველები მე-12-ზე არიან, "აძური" კი მე-14-ეა. წინა მატჩის შემდეგ ირლანდიასთან თამაშია, იგივეა, ნიშიკორის შემდეგ ჯოკოვიჩს რომ შეხვდე", - თქვა ჯონსმა.

ედის, ალბათ, ძველი დრო ახსოვს, როცა იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და კეი ნიშიკორი მაღალ პოზიციებზე იყო. ახლა იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიოს 35-ე ჩოგანია, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი - რეიტინგის ლიდერი...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი რამე არ მესმის 2 ძალიან კარგი და სწრაფი კრაენი იყო ძირითდში რის გულისთვის თუ პასი კრაიზე არ ჩავა და იქამდე ვერ ჩააღწევს. ბურთის თრევა და ამ გადაკიდებებით თამაში იგივე სტილია რაც ჰეიგს ქონდა. ეს მოლი რატომ არის ესეთი პრობლემური ჩვენი ნაკრებისათვის როცა თ ნახევარი მოედანი ჩაგვქონდა ხოლმე.
docki
17 ნოემბერი 2020 12:25
1
შოტლანდიასთან ყველა ცუდი იყო. ინგლისთან შერკინებამ ძალიან მაგრა ითამაშა თავისი სამსახური გააკეთა, აი ხაზი არის საშინლად არაორგანიზირებული და ყველა ფიზიკური ძალით ცდილობს გარღვევას. ეს არის პრობლემა, უფრო ლაღი თამაში უნდა ვცადოთ ვიდრე კონტაქტური, გასაგებია რო გავბერტყეთ მართლა დიდი ტკივილები დავუტოვეთ, ვუნიპოლა გაგიჟებული იყო ათრიეს ჩვენებმა მაჰრამ რაში გვარგია? გამარჯვებული ვინ დარჩა? მაინც დიდი აგარიშით წავაგეთ. ფაქტია რომ იმ დიდი რეგრესის ფონზე პროგრესი აშკარად არის, ასე ხისტად უნდა ვეთამაშოთ, სხვანაირად როგორ.. მაგრამ კიდევ ვიტყვი ხაზი სათანადო დონის არ გვყავს და პრობლემა რაშია იცით? იმ ერთა თასზეც ძალისმიერი რაგბით ვიგებთ და არა ლაღი თამაშითა და სწრაფი კომბინაციებით რაც ჩვენ ოცწლამდელ ნაკრებებს ქონდათ. იმათუ ყურება გაცილებით სასიამოვნო იყო ვიდრე დღევანდელი ნაკრების. ბურთი უნდა აასწრაფოთ ხელგაშლილი თამაში სწრაფი უნდა იყოს, დაუშვით შეცდომები მერე რა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეათეჯერ უკვე გამოვა და მათ სისწრაფესაც დაეწევით. მარათონი არ არის ეს, მარტო ფიზიკური ძალა არ იგებს ამ სპორტში ზოგს რომ გონია. შერკინება მსოფლიო კლასის გვყავს განსაკუთრებით პირველი ხაზი, ხაზი კიდე ერთა ლიგის დონის. წარმატებები ბიჭებო და პროგრესი!! უცოდინრებს არ უსმინოთ და გული არ გაიტეხოთ იქ ხართ სადაც იმსახურებთ! იმსახურებთ განვითარებას, თორემ მათ დონეზე რო არ ხართ ჯერ თვითონაც კარგად იცით
ტარასა
16 ნოემბერი 2020 18:40
0
ერთა თასის რა ერთა ლიგის უიმე! მე მაპატიეთ
ტარასა
16 ნოემბერი 2020 20:26
0
არ მესმის, რატომ არ წერთ ამ ტურნირის ფარგლებში გამართული სხვა შეხვედრების შესახებ. მაგალითად, როგორ დამთავრდა ირლანდიისა და უელსის შეხვედრა? ან როგორ ჩაიარეს მეორე ჯგუფის შეხვედრებმა?
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2020 17:33
1
ეს საქართველოა ძმაო. მანდ ვინ უნდა გავლანძღოთ?
:)
16 ნოემბერი 2020 21:35
0
ს ე რ ი ო ზ უ ლ ი, ძ ლ ი ე რ ი ნაკრები გვყავს რაგბში იმ ფონზე, როცა ეროვნული ჩემპოინატის დონე -ხარისხი, ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ი თ, ორგანიზებულობით, კონკურენციის გარეშე -სამწუხაროდ მსოფლიო მასშტაბის საშუალო დონის ეროვნული ჩემპიონატებსა-ც კი არ-ვერ უთანაბრდება და ჯერ -ჯერობით პროგრესი -წარმატების პერსპექტივა-ც კი-ა რ ჩანს...და რ ა ტ ო მ გვაქვს პრეტენზიები,როცა მსოფლიოს ერთ-ერთ -წამყვან ნაკრებს მხოლოდ 40 ქულა ავაღებინეთ (?!)...გიმეორებთ-ეროვნული ჩ ე მ პ ი ო ნ ა ტ ი თითქმის ა რ ა გვაქვს და ... - ეს არსებული სუსტი, ანუ კრიმინალური ხელისუფლების, მით სახელმწიფოს უპერსპექტივობის შედეგი და სხვა მსჯელობის საკითხია...
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 17:31
10
ერთი ლელო რა გახდა, თუ მანდაც კვარაცხელიაზეა დამოკიდებული? შეთავსებით რომ ითამაშოს? დღეს ფეხბურთი, ხვალ რაგბი, ზეგ იქნება ცურვაშიც გამოგვადგეს ააა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16 ნოემბერი 2020 15:58
7
თებერვლიდან მოყოლებული,შოტლანდიასთან თამაშის წინ,ორი სრულფასოვანი ვარჯიში ჰქონდა ნაკრებს და ასე ეთამაშა შოტლანდიას,შემდეგ რუსეთთან მატჩი გადაიდო და გუნდი გაუშვეს,მაგრამ საქართველოში მოთამაშეებს(სხვებისა არ ვიცი),ჩემპიონატში დაბრუნება და თავის გუნდებთან ერთად ვარჯიში,ან თამაში აუკრძალეს, 8 ერის ორგანიზატორებმა.მერე ინგლისთან სათამაშოდ შეიკრიბნენ,მაგრამ კონტაქტური ვარჯიშების ნება,ესე იგი სრულფასოვანი ვარჯიში,ისევ მხოლოდ ორჯერ მოუწიათ.8,5 თვეში რომ გუნდი 4-ჯერ ივარჯიშებს და ერთ თამაშს ჩაატარებს,იმისაგან სუსტი თამაში უნდა გაგიკვირდეს?თანაც ინგლისთან,მსოფლიოს მეორე ნაკრებთან.არც ის დაივიწყო,რომ ისინი ჩვეულებრივ თამაშობდნენ,მთელი შემოდგომა.
სოსო
16 ნოემბერი 2020 21:34
0
Რა შუაშია რეიტინგი? Იტალია 14-ე არის მაგრამ ჩვენზე გაცილებით ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდია, იგივე ინგლისს როგორ ეთამაშა ბოლოს გამოჩნდა.

Არ ვიცი ედიმ რა იგულისხმა, იქნებ სწორედ 35-ე ადგილი, მაგრამ თქვენ რატომ ერთობით ჭორებით? Ან არ იცით რას წერთ, ან არ გესმით, რომ ახალგაზრდებს ცუდ მაგალითს აძლევთ "მცდარი" ანალიზით.

Ნუ მიიღებთ პირადულად, ახალგაზრდა ბიჭები ხართ, გონება გააცივეთ და ისე მიუდექით საქმეს. Ნიჭი ქართველს არ გვაკლია, ყურადღებაზე და შრომაზე სამუშაი გვაქვს ყველას.
Ლუკა
16 ნოემბერი 2020 14:24
5
ერთი ფაქტია - ედი ჯონსმა ყველანაირად კარგი სამსახური გაგვიწია, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა , რაც ჩვენს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. ჩვენ პოზიტიური მომენტებით მაქსიმალურად უნდა გამოვიჩინოთ თავი, რომ მოთამაშეებით ვინმეს ყურადღება მივიქციოთ. მათი კარგ გუნდებში გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
: )))))))
16 ნოემბერი 2020 13:56
0

სიახლეები პოპულარული