რაგბიეროვნული ნაკრები

რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

19:20/21-11-2020
+-
00:00 / 00:00

"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
38
თენგაბი
(1)
/
Dislike(0)
ვერაფერი ექსპერტი გახლავართ, მაგრამ მომეჩვენა რომ უელსს მნიშვნელოვნად არ ჩამოვრჩებით და უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე უელსმა მოიგო. ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ სწრაფი და დინამიური თამაში.
1:07:09 PM 11/22/2020
გამოხმაურება(0)
gogia
(1)
/
Dislike(1)
არა უშავს ირლანდიას აუცილებლად მოვუგებთ ოღონდ თამაშამდე ორი დღით ადრე არ უნდა დაიწყოთ ბაქი-ბუქი აქაოდა ცვენ მაგრები ვართ და უნდა მოვიგოთ,ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ გინდათ როცა გადახტებით ჰოპლასაც მაშინ დაიძახებთ და მორჩა.
10:59:40 AM 11/22/2020
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2