მაისაშვილი: დუბლინში მშრალი ამინდია და ბურთის გაკონტროლების საშუალება მოგვეცემა

AutoSharing Option
დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციზე ისაუბრა:

"მთელი კვირა მშრალი ამინდი იყო და პირველად მოგვეცემა ასეთ პირობებში თამაშის შესაძლებლობა. ეს მოგვცემს ბურთის უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას და იმედია, ტექნიკური წუნიც ნაკლები იქნება. თუმცა ეს შესაძლებლობა მეტოქესაც ექნება და დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

ირლანდიასთან მატჩამდე დასვენებისთვის ერთი დღით მეტი გვქონდა. ეს კვირა შეტევის დახვეწაზე ვიმუშავეთ, ბოლო ვარჯიშზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებ, რომ ამას მოედანზეც გადავიტანთ. ჩემთვის უფრო საინტერესოა ჩვენ რას გავაკეთებთ, როგორ წავიწევთ წინ
შეტევაში და ავიღებთ ქულებს, ვიდრე ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე.

ვეცდებით თამაში ირლანდიის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ უკვე ხელით ვითამაშოთ. ვარჯიშებზე თავდაჯერებულობა, სისტემისადმი ნდობა იგრძნობოდა. უკეთ გამოვიყურებოდით კოლექტიურად. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტატიკური ფაზების მოგება და მეტოქისთვის ხელის შეშლა.

კარგია ირლანდია უძლიერესი შემადგენლობით რომ გვეთამაშება. თუ შევძლებთ მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ისინი გაცილებით დიდ წნეხში მოექცევიან.

ოფიციალურად არც უარი მიგვიღია და არც თანხმობა უთქვამთ, თუმცა გვქონდა კონტაქტი ფიჯის სამწვრთნელო შტაბთან, გუნდის დიდი ნაწილი უკვე ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ეს თამაშიც შედგება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი იქნებოდა იტალიასთან გვეთამაშა....
სოსო
20:44 28-11-2020
1
ფიჯისთან უნდა ვითამაშოთ ბოლო თამაში, წესით
Dato
21:20 28-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული