საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
მარცხის მიუცედავად კმაყოფილი ვარ, მოლი გამოსწორდა, კვესო ისევ ათამაშდა სოსოს მოუხდა სკამი მეტი მოინდომოს თორე 15ზე შეცვლა მოვიდაააა
Me
29 ნოემბერი 2020 20:35
5
კომენტატორები შესაცვლელებია ერთმანეთს არ აცლიან კომენტარს ფანტასტიურად ქაქანებენ კისკისში ეჯიბრებიან ეთერში ერთმანეთს .სადაა ფანტასტიური თამაში გუნდი მესამე თამაშს აგებს/საჩქაროდ საჭიროა უცხოელი ქოაჩი ახალზელანდიელზე არანაკლები დონისა /ეხლა. და არა მაის ივნისებში რაც გვქონდა, შერკინება,იმასაც ვკარგავთ,აუტებში და სისწრაფეში ხომ ვერ ვართ,რითი გვჯობიან ირლანდიელები ან სხვანი ფიჯიელები თუ.... ოც ოცი წელია ვერ ვეწევით,ჭკუით ? თუ გვარიშვილობა ვაჟკაცობით?ვფიქრობ სამშობლოს სიყვარულით. საქმით არა სიტყვებით და პროფესიონალიზმით თავთავის საქმეში. მსოფლიოს მოწინავეთა დონეზე, ასეა მგონი ჩვენი საქმენი Yველაფერში მიფუჩეჩებულნი,ჩვენსავე მიერ......
Sebastien Chabal
29 ნოემბერი 2020 20:34
50
ქოაჩი არა იხვი,მწვრთნელი სიტყვა არ მოგწონს?
gurulo
29 ნოემბერი 2020 22:07
3
თანამედროვე რაგბის ყველაზე დიდი პრობლემა და უფრო დიდი სირცხვილი მსაჯობაა..
რიგითი
29 ნოემბერი 2020 20:29
11
წინა თამაშებთან შედარებით კარგად ითამაშეს, მაგრამ დისწიპლინა ძალიან დაბალ დონეზეა, ბურთი სველი არ იყო ცხელი ხომ არ იყო იმდენჯერ დაუვარდათ.
შენი კეთილის მსურველი
29 ნოემბერი 2020 20:25
6
კარგია ბიჭებო ასე გააგრძელეთ! გვემაყებით!!
iექსპერტი
29 ნოემბერი 2020 20:22
3
საამაყოდ და უკეთესად ითამაშეს ბიჭებმა. კარგია ეს ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართვა. ბოლოს და ბოლოს ცოტა კომბინაციები შეიმუშავეს. ერთ ორ წელში მაგარი გუნდი გვეყოლება და უელსაც და ირლანდიასაც მოვუგებთ. Ლევანი არის კარდი დონის მწვრთნელი და ისიც მაღალ დონეზე ავა. მადლობა ბიჭებს და ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ. 2021 წელი კარგი წელი იქნება. ღმერთმა დაგიცვათ ყველა.
ლომი
29 ნოემბერი 2020 20:21
6
გეთანხმები, რომ კარგად ითამაშეს, მაგრამ ახალი მწვრთნელი აუცილებლად გვჭირდება.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 21:09
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული