საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
სულ მაინტერესებდა , რას უნდა გრძნობდე ადამიანი , რა შინაგანი ტრავმა უნდა გქონდეს , რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე , კრიტიკით კი არა ირონიით საუბრობდე : " აი , ვითხოვდით ექვს ერს და ვხედავთ რა დღეშიც გვაგდებენო " . ვინც , დოტლანდიიდან დაწყებული ყველა თამაშს უყურა , მტერი უნდა იყო , მხოლოდ საკუთარი ქვეყნის , რომ პროგრსი ვერ დაინახო . დღეს იყო , ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თავგანწირვით დაცვაში და შეტევაში მეტი დისწიპლინით , უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა . მთავარია აქ სხვა რამეა , თვითონვე აღიატებენ ამ ტურის მერე , რომ უნდა გაგვიღონ კარები , სხვა გზა არ არის განვითარების , მაშინ გვექნება სერიოზული რეგრესი . მასე იყო არგენტინაც თავიდან , სულ ბონუსებით აგებდა , რამდენიმე ათეული წელი დაჭირდა იმისათვის რომ , მოეგო ტიერ-1 გუნდებისათვის , სხვანაირად ზრდა არ გამოვა , ეგ კი არა , თუ ისევ ქვედა დივიზიონში მოგვიწევს მხოლოდ თამაში , შეხედეთ ესპანეთს , როგორი მოტივაციით თამაშობს , რამდენიმე წელში სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ , თუ ჩვენ არ განვითარდით . ამიტომაც ,დამწყდა გული უელსთან , ლელოც უნდა დაგვედო და მერე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის . წარმატებები ბიჭებს , ეს ორი დღეა მტკიცდებ , რომ დებიუტანტების ნდობა ამართლებს , ფეხბურთსაც იქნება გადაედოს ეგ მუხტი .
ATP 16
29 ნოემბერი 2020 21:06
6
დღეს ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ - საღოლ ბიჭებს, ეხლა ეოფორიას რომ არ ავყვეთ მაინც მინდა რომ შექკინებქში უკეთ ვითამაშოთ - ეს მაინც ვიცოდით!!!
აუტებზე ტრადიციულად ვერ ვთამაშობთ, ჩვენსას ხშირად ვაგებთ და მათ აუტზე არც კი ვხტებით და რატომ?!
ძალიან ხშირად იწყინარ სიტუაციაში ვჯარიმდებოთ და ბურთს ვკარგავთ!
ანუ ეს მგონი უფრო განოცდილების და სერიოზული თამაშების ნაკლებობით აიხსნება და ამიტო მგონია ერთადერთი შანსი ჩვენი განვითარებისა არის ფრანჩაიზი, ქართული კლუბი საფრანგეთის ან ინგლისის ჩემპიონატზე - თუკი შესაძლებელი არის ასეთი რამ...
leonardo
29 ნოემბერი 2020 21:19
2
ახალი, მაღალი დონის მწვრთნელის მოძიებით უნდა დავიწყოთ.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 22:57
7
ამ თამაშში რაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო: რაქებში მაგარი ბრძოლა, ბოჭვების ძალიან მაღალი ეფექტურობა (მგონი სულ ევსი გავაცუდეთ დაახლოებით 200 დან) და დაცვის ხაზის ძალიან სწრაფი ასვლა, როცა იმათ 9 ნომერს რაქიდან ბურთი გამოჰქონდა. თამაში " მოვუკალით" და სისწრაფე დავაკარგინეთ... ფიჯისთან რევანში გვაქვს ასაღები!
გიორგი
30 ნოემბერი 2020 01:40
0
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ თითეული ბოჭვის შემდეგ , ირლანდიელები 2-3 მეტრიან უპირატესობას აკეთებდნენ
მთ
30 ნოემბერი 2020 08:56
2
მოდით ვაღიაროთ, რომ ბევრს, მათ შორის მეც, არ გვჯეროდა, რომ საქართველო იყო 6 ერის ღირსი, თუმცა ამ სამმა თამაშმა ანახა ჩვენი ნაკრების პოტენციალი, არ დაგვავიწყდეს, რომ უმრავლესობას რაგბისთვის ახალგაზრდა ასაკი აქვს, სულ სამი თამაში გახდა საჭირო იმისათვის, რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ 6 ერში თამაშის ღირსი, თუნდაც გვათამაშონ ყოველ წელიწადს გადასათამაშებელი მატჩები იტალიასთან, თუ წავაგებთ, კი ბატონო, ჩვენ 10 წლის განმავლობაში ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებდით?! ეს წარმოუდგენელია. ამ გუნდს აქვს აშკარად დიდი პოტენიალი, ოღონდ უნდა გვეთამაშონ, ისე არაფერი გამოვა.
ოოო!!!
30 ნოემბერი 2020 00:38
3
ყოჩაღ ბიჭებს დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ რეგურალურად მოგვეცემა ეს შამნსი და არა მარტო წელს უახლოეს ორ წელში ერთ თამაშს მოვიგებთ ექვს ერზე თუ მეტს არა აქ ისეთი რაღაცეები ჩანს რაც რუსებთან და თუნდაც ესპანეთთან ვერ დაიხვეწება ის ყველაფერი ტიერ ერთის გუნდებთან თამაშით უნდა დაიხვეწოს თუნდაც დრევანდელი ფანტასტიკური ლელო კვესელაძის ირწმუნა დრიბლინგი და შევიდა ლელოში რწმენა რწმენა და შრომა შერკინებასიც დავჩაგრეთ მადლობა ბიჭებს .
vova
29 ნოემბერი 2020 21:42
4
პირველ თამაშს იქეტ კვირაში მოვიგებთ ფიჯი თუ გვეთამაშა!
mirosan
29 ნოემბერი 2020 22:21
1
საამაყოდ და უკეთესად ითამაშეს ბიჭებმა. კარგია ეს ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართვა. ბოლოს და ბოლოს ცოტა კომბინაციები შეიმუშავეს. ერთ ორ წელში მაგარი გუნდი გვეყოლება და უელსაც და ირლანდიასაც მოვუგებთ. Ლევანი არის კარდი დონის მწვრთნელი და ისიც მაღალ დონეზე ავა. მადლობა ბიჭებს და ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ. 2021 წელი კარგი წელი იქნება. ღმერთმა დაგიცვათ ყველა.
ლომი
29 ნოემბერი 2020 20:21
6
გეთანხმები, რომ კარგად ითამაშეს, მაგრამ ახალი მწვრთნელი აუცილებლად გვჭირდება.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 21:09
10
მარცხის მიუცედავად კმაყოფილი ვარ, მოლი გამოსწორდა, კვესო ისევ ათამაშდა სოსოს მოუხდა სკამი მეტი მოინდომოს თორე 15ზე შეცვლა მოვიდაააა
Me
29 ნოემბერი 2020 20:35
5
კარგი იყო! 2023-ში კარგი გუნდი გვეყოლება!!
zviads
29 ნოემბერი 2020 20:53
1
ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა პროგრესი, მიღებული წინა 2 თამაშიდან...
tngh
30 ნოემბერი 2020 09:47
1
კარგად ითამაშეს. ყოველ თამაშში წინსვლა იგრძნობა, რაც მოწმობს იმას რომ მაისაშვილი კარგი მწვრთნელია. ამ ეტაპზე უცხოელის მოყვანა არ იქნებოდა სწორი, აცალონ მწვრთნელებს მუშაობა (გავიხსენოთ ფეხბურთელთა ნაკრებიდან ცხადაძის გაშვებით რა მივიღეთ). კრიტიკოსების გასაგონად: ნუ გვავიწყდება რა დონის გუნდებს ვეთამაშებით საქართველოს ჩემპიონატზე მოთამაშეებით, ამათთან თამაშში უნდა გაიზარდოს გუნდი-არარეალურ მოთხოვნებს ამ ეტაპზე ნუ აყენებთ. დღეისათვის ხელით თამაში ყველაზე დიდი პრობლემაა პლუს უნდა ვისწავლოთ სიღრმიდან სიჩქარეზე წამოსულზე ბურთის მიწოდება და არა სტატიკაში მყოფზე, რომელსაც შემდეგ გარღვევაზე გასვლა უჭირს
როკო
29 ნოემბერი 2020 21:06
4
8 ერზე ერთი თამაში დაგვრჩა. ამის შემდეგ სულ ცოტა ერთი წელი ვეღარ შევხვდებუთ გრანდებს. ჰოდა, სწორედ ახლაა მოსაძებნი ახალი მწვრთნელი, რომელსაც ტიერ-1 გამოცდილება ექნება. მაისაშვილი ამ დონეს ნამდვილად ვერ გაქაჩავს.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 22:55
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული