საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
პროგრესიდან გამომდინარე ვფიქრობ მაისაშვილს ცოტა ვადროვოთ იმ მნიშვნელოვან საქმეში რასაც ნაკრების მწვრთნელობა ჰქვია
გიო
16:38 30-11-2020
4
"რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა"- რა ჯანდაბაა ეს. მეც რაღაც გამიგიოა?! გოიმობას საზღვარი არ აქვს.
55555
16:12 30-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული