საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
პროგრესიდან გამომდინარე ვფიქრობ მაისაშვილს ცოტა ვადროვოთ იმ მნიშვნელოვან საქმეში რასაც ნაკრების მწვრთნელობა ჰქვია
გიო
30 ნოემბერი 2020 16:38
4
"რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა"- რა ჯანდაბაა ეს. მეც რაღაც გამიგიოა?! გოიმობას საზღვარი არ აქვს.
55555
30 ნოემბერი 2020 16:12
3
ყველაზე ცუდი ის იყო წინა თამაშებში რომ მოლში და შერკინებაში გვჯობდნენ, ამ თამაშში გამოვასწორედ, თორე ამ დოის გუნდებთან ამ მომენტში ვერ მოვიგებთ, მარაა ვიზრდებით და მალე მოვიგებთ, ამ თამაშით იტალიას მოვუგებდით
აგლაგლა
30 ნოემბერი 2020 14:23
3
ორი ფანტასტიკური მომენტი გამორჩა ყველას რასაც მხოლოდ დიდი გუნდები აკეთებენ ეს იყო ორჯერ ლელოში შული ირლანდიელის ხელში ბურთის გაჭედვა და ლელოს ვერ დადება ესაა ზუსტად რასაც ამ გუნდებთან დახვეწ. ლელო იყო კვესელაძის ისეთ ნებისმიერი ვარსვკვლავი რო მოაწერდა ხელს ლელო ჩვენ ზელანდიისთვისაც დაგვიდია მარა ასეთი არა სართო ჯამში ყოჩაღ ბიჭებს და თუ ამ გუნდებტან მომავალ წელსაც ვითამაშებთ და ასე გაგრზელდება 3 წელში პირობას ვდებ ერთ თამაშს მოვიგებთ გადახედეთ იტალიის მაჩვენებლებს და მიხვდებით რატო ვამბობ ამას.
zurabi
30 ნოემბერი 2020 12:20
1
ცოტა ზედმეტად ხომ არ გეჩვენებათ თქვენი ოპტიმიზმი? უელსის ახალგაზრდულ გუნთან წაგების შემდეგაც ასე წერდით,ფაქტი კი... ბოლო ოთხი თამაში ექვსი ერის გუნდებთან უშანსოდ წავაგეთ,შეიძლება სპეციალისტები ხედავენ, მაგრამ ფანტასტიკური თამაში სად ნახეს მათ ან კომენტატორებმა მართლა მაინტერესებს,იბრძოლეს რა თქმა უნდა, რაც შეეძლოთ,მაგრამ რაგბი მარტო ბრძოლა არ არის, საჭიროა კლასი,სათამაშო ინტელექტი და რაც მთავარია მოთამაშეებისა და მწრთნელების კვალიფიკაცია.თორემ 100-ულ მილიონებს კი არ გადაიხდიდნენ ტოპ დონის მოთამაშეებსა და მწრთნელებში,ხოლო ბავშვური ჭირვეულობით ექვსი ერის კომერციულ ტურნირზე მონაწილეობის მოთხოვნა, გავიზრდებით და 10-15 წლის შემდეგ თქვენს დონეზე ვითამაშებთო არასერიოზულუ მგონია.
me
30 ნოემბერი 2020 10:48
37
აბა ჩვენს შემადგენლობას გადახედეთ,უკვე ნახევარი მაინც,20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზეა ნათამაშები და მათ აქტივში,ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამარჯვებებიც არის,6 ერის ნაკრებებთან.ასე რომ მათ,შედარებით ნაკლები კომპლექსები აქვთ,6 ერის ნაკრებებთან თამაშისას.აგერ ნინიაშვილიც,18 წლისაა და მშვენივრად ჩაერთო თამაშში.სიმაღლეც მშვენიერი აქვს,არც შეტაკებებს მოერიდა და არავის არაფრით ჩამორჩა.ორ სამ წელიწადში წონასაც აკრეფს,ჯანიც მოემატება,ისეთივე გაბარიტებისა გახდება,როგორებიც,ჩვენი მეტოქეები არიან და უკანა ხაზში ევროპული სტანდარტების უკანახაზელი გვეყოლება.არ დავმალავ,მისი არც თამაში მენახა და არც თვითონ,ფიზიკურად როგორი იყო...მეშინოდა,რომ მეტოქეები ძალიან დაგვიჩაგრავდნენ,მაგრამ შენც არ მომიკვდე.თითქოს იქით ეუბნება,ცოტა დამაცადეთ და ვინ ვის შეაშინებს,გამოჩნდებაო.ალანიამ ცოტა ითამაშა და ბევრი არაფერი გამოჩენილა,მაგრამ სხვა დროს მინახია და ვიცი,რომ მართლაც ძალიან პერსპექტიული ბიჭია.ასე რომ თანდათან პერსპექტივები სულ უფრო მეტი გვიჩნდება და თუ სადმე ძლიერ ტურნირში, სისტემატური თამაშები გვექნება,ძალიან მალე,ერთი ხელის გაწვდენაზე დავუახლოვდებით 6 ერის გუნდებს.უელსის გაახალგაზრდავებულ გუნდზე უფრო ახალგაზრდული არ იყო ჩვენი ნაკრები?მათი ახალბედები კი,უძლიერეს ლიგებში თამაშობენ და სრულფასოვანი პრაქტიკა აქვთ.ამჟამად რა თქმა უნდა ჩამოვრჩებით,მაგრამ ხომ ვხედავთ რამხელა ნაბიჯებით ვუმატებთ ყოველ ტურში.თუ ხელშეწყობა და თამაშები მოგვცეს,6 ერის სულ ცოტა ორ გუნდთან მაინც,2 წელიწადში,მოგების შანსებით ვითამაშებთ
სოსო
30 ნოემბერი 2020 19:15
0
გამაგიჟებთ რა - ფაქტიურად ეროვნული ჩემპიონატი ა რ ა გვაქვს, მიზერულად ფინანსდებიან, სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე კი არა-ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი და უპერსპექტივო გვაქვს ევროზონის სახელმწიფოებს შორის, რომ ეკო-კა ა ვ ა ღ ო რ ძ ი ნ ო თ და მოქალაქეს 10-20 ევრო ა რ ენანებოდეს თავისი კლუბის თამაშის სანახავად, რომ კლუბებმა შემოსავალი ასე-ც გაიზარდონ ( ჩათვალე 10 000 მაყურებელი -10 ევროდ- ყოველ ტურში,ეს 100 000 ევროა ე რ თ ტურში, თვეში ა ს ე ფაქტიურად ნახევარ მილიონი არის კლუბისათვის) ...და მაინც -ე ლ ი ტ ა ს კონკურენციაში შევდივართ და კიდევ პრეტენზიები ?! -და კიდევ -არანაირი ახალი მწვრთნელი ა რ არის საჭირო ჯერ-ჯერობით, საკმაოდ ჩამოყალიბებულია მაისაშვილი, დიდი გამოცდილება მიიღო მილტონთან-აც მუშაობით, მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი-კვალიფიციურ მწვრთნელზე გაცილებით უ კ ე თ იცის -რ ა ჭირდება დღეს ქართულ რაგბს ;
შერკინებაში ისევ სიმძლავრის და უძლეველობის დაბრუნება,
მოლების როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში დამუშავება,
დაცვაში ფიზიკურად მ ყ ა რ ა დ, ანუ მძლავრად დადგომა,
უკანა ხაზის -სწრაფი კომბინაციების დამუშავება ,
შეტევაში თ ა ვ ი -მაღლა, ე.წ. მე-2-ე სართულით თამაში + ტიერ და ოკეანეთის ნაკრებებთან მუდმივი თამაშები- წელიწადში (3-5 მაინც )! - უბრალოდ გაუგებარია -ნაკრებში რატომ არ არის ჩილაჩავა, ასეიშვილი, ჟვანია...- ჯერ-ჯერობით არ არიან ჩამოსაწერები!
გლახუნა
30 ნოემბერი 2020 14:05
3
ყველა გამოხმაურება
ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა პროგრესი, მიღებული წინა 2 თამაშიდან...
tngh
30 ნოემბერი 2020 09:47
1
ბიჭებს მადლობა თავგანწირვისთვის და რაც შეეხება ლევანს არაა შესაცვლელი ვინც უყურებს ნაკრების თამაშს მიხვდება რომ პროგრესი არის და ჯერ ავიდეთ იმ დონემდე სადამდეც შეუძლია რომ ლევანს აგვიყვანოს და მერე ვილაპარაკოდ შეცვლაზე. და კიდევ უცხო მწვრთნელი კარიერაზე ფიქრობ. ლევანს კარიერასთან ერთად სამშობლოს სიყვარული აქვს და უფრო მონდომებული იმუშავებს დამიჯერეთ.
გურო
30 ნოემბერი 2020 08:22
4
მე მგონია, რომ ახალი, მაგრამ მაღალი დონის მწვრთნელი აუცილებელია. პირველ რიგში ახალი მწვრთნელი თავიდან შეარჩევს ძირითად მოთამაშეებს. ანუ, შანსია რომ დაბრუნდნენ ჩილაჩავა, ჟვანია და დაემატონ სხვებიც. მეორე ისაა, რომ ახალ მწვრთნელს დრო დასჭირდება და სჯობს მალევე შეუდგეს საქმეს.
გიორგი
30 ნოემბერი 2020 16:43
0
აუტები არის სამუშაო ბავრად უფრო მეტად. ამგდებს აქვს უმეტესედ პრობლემა. აგდებს ბურტს მაგრამ სად თვითონ არ იცის და დანარჩენი როგორ მიხვდება? 5 მეტრიანში სად შეაგდო. სხვას მოვცემდი მაგის მაგივრად შანსს. პირველ ხაზი ბევრჯერ დაჯარიმდა კიდევ და ჯერ ვერ დადგნენ სათანადოდ. მეორე ხაზმა უკეთ იმუშავა და მესამემაც. ძალიან ბევრი პირველ ხაზელი თამაშობს საფრანგეთში. ბურთი ხაზზე უნდა გავიდეს, და ფაზები აეწყოს . სხვანაერად ამ გუნდებთან სულ ასე წავაგებთ> ამისათვის ყველამ 7კაცა უნდა ივარჯიშოს შრკინების ჩათვლით. ვარჯიშზე მინიმუმ პირველი ნახევარი გასახურებლად 7კაცა უნდა ითამაშონ ერთI საათი. უკეთეს სარაგბოო ქვეყნებში ბავშვები 7კაციდან იწყებენ და სკილის დამთავრებამდე თითქმის ყველ შაბათ კვირა 7კაცას ტურნირებია. Aმიტომ არის რომ ხელით ყველა ჩვენზე კარგად თამაშობს, სისწრაფეში იღებენ ბურთს, დაცავაშიც ჩQარა ეწყობიან და ფლანგები მოშიშვლებული არ რჩებათ, ამას გარდა შერკინების მოთამაშეებიც კარგად ბურთობენ. ასე რომ ბევრი რამ გადასახედია ბავშვთა რაგბის დონიდან. იმათ 22-ში აბჟანდაძემ ფეხი რატომ დაარტყა ფლანგზე? როდესაც ზედმეტნი იყვნენ შეტევაში და ჯარიმაზეც არ ჰქონდა ხელი გაშვერილი მსაჯს, აი იასეთი შეცდომები არ შეიძლება. რაქები გამოასწორეს მაგრამ 3-4 ჯარიმა მაინც მიიღეს მეორე კაცზე ჩასვლაზე. გეგიას ხელები უდგანან ამათ და დიდ გუნდებს პირველ ხაზში ჩვენ კიდევ 176 სანტიმეტრიანები საშუალოდ. ეგ 80-იანი წლებში არაუშავდა მაგ სიმაღლეებს. მაგრამ დღეს უფრო ბევრად მასიურები არიან. Mოკლედ შერჩევა, ბავშვების რაგბიდან უნდა იწყებოდეს და სწორი მიდგომა ბურთთან; კიდევ მეტ ახალგაზრდას უნდა მისცენ შანსი. იაშაღაშვილი ზალინ მაგარი ბიჭია და გორგაძის ადგილას უნდ ამისცენ თამაშის შანსი თუ ის დროზე ვერ დაბრუნდა. მე მიკვირს რატომ არ წაიყვანა აქ. ყველაფერს სწორად აკეთებს ეგ ბიჭი. 20იანებიდან ბევრია კიდევ რომელთათვის შანსი უნდა მიეცათ. იმედია ნინიაშვილს ცოტა მეტ დროს დაუთმობს. მოკლედ უკეთესი თამაში იყო მაგრამ ისევ უმეტესად დაცვაში ვიდექით და მართო დაცვით თამაშის მოგება არ შეიძლება.
niko
30 ნოემბერი 2020 03:29
0
ამ თამაშში რაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო: რაქებში მაგარი ბრძოლა, ბოჭვების ძალიან მაღალი ეფექტურობა (მგონი სულ ევსი გავაცუდეთ დაახლოებით 200 დან) და დაცვის ხაზის ძალიან სწრაფი ასვლა, როცა იმათ 9 ნომერს რაქიდან ბურთი გამოჰქონდა. თამაში " მოვუკალით" და სისწრაფე დავაკარგინეთ... ფიჯისთან რევანში გვაქვს ასაღები!
გიორგი
30 ნოემბერი 2020 01:40
0
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ თითეული ბოჭვის შემდეგ , ირლანდიელები 2-3 მეტრიან უპირატესობას აკეთებდნენ
მთ
30 ნოემბერი 2020 08:56
2
ძაან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მართლა კარგი თამაშით, აუტები 4-ჯერ დავთმეთ და ეს რო არა ვფიქრობ უფრო მეტი ქულა გვექნებოდა. ბექას რა სახის ტრამვა აქვს იქნებ დაწეროთ, უდაოდ ჩვენი ნაკრების ლიდერია და ძაან დაიტანჯა ამ ტრამვებით. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ერთი ფრანჩიზა გავაკეთოთ შემდეგი სეზონისთვის იდეალური იქნება.

პ.ს. მეორე ლელოზე წინ პასი იყო მგონი, მჭედლიძეც ანიშნებდა და გამეორებები თითქოს სპეციალურად იმ რაკურსში ატრიალეს,სადაც არ ჩანდა პასის მიცემის და მიღების მომენტი გვერდიდან, მაგრამ რაც ჩანს , თუ დააკვირდებით პასი გადის არ ვიცი იმ პერპენდიკულარულ ხაზს:)) რა ქვია, იმის დაწყებამდე და პასს იღებს იმ ხაზის თითქმის ბოლოსკენ, მგონი 5 მეტრიანისთვის განკუთვნილი ხაზია:)) იქნებ პროფესიონალებმა ახსნათ, რატო არ იყო ეს წინ პასი თუ ის მეორე შემთხვევა იყო, რომელიც მინიმუმ ამაზე 1-2 მეტრით ნაკლები წინ პასი იყო ...?
iolasha
30 ნოემბერი 2020 01:32
2
წინ პასი იყო , ხელიდანვე წინ წავიდა
, გაზონის მუქი ზოლიდან გასცა პასი და მიმღებმა 5 მეტრიანიდან ერთ ნაბიჯში მიიღო . გუკას ტრავმის მომენტიც გაატარა . მაღალი დონის მსაჯია და თუ შეგნებულად დახუჭა თვალები , ე.ი. საფრთხე დაინახა და სახელიან გუნდს მიემხრო .
სეწორი მიმართულებით მიდის ნაკრები და გინესის პრო-14 ლიგაში დაგვხატავდა ერთი გუნდი . თან უნდა გამოინახოს სახსრები ევროთასებზე გუნდების მონაწილეობისთვის .
კახა
30 ნოემბერი 2020 11:40
0
ჯვარედინი აქვს დაზიანებულიო მაგრამ ზუსტად. არ იციან რა დონეზე
niko
30 ნოემბერი 2020 03:08
0

სიახლეები პოპულარული