მაისაშვილი: ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ - წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიასთან თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა მატჩებში და შედეგიც მისაღები დაფიქსირდა (სპეციალისტები 36 ქულით მარცხს გვიწინასწარმეტყველებდნენ), "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შედეგით უკმაყოფილო დარჩა:

"კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. მთლიანობაში, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. "ექვსი ერის" გუნდთან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, თუმცა წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მესმის, რომ "ექვსი ერი" კომერციული ტურნირია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ წინსვლისთვის მეტი ასეთი დონის თამაშები გვჭირდება.

დაცვაში ბიჭებმა მაგრად
იმუშავეს. გამოსწორდა დაცვის მოლი და თამაშის მართვის კუთხით უკეთესობა გვქონდა, თუმცა არც ესაა საკმარისი ამ დონეზე მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში ორი ლელო მივიღეთ, არადა ორივე შემთხვევაში, რამდენიმე წამით ადრე მეტოქის ნახევარზე ვიყავით, მაგრამ შანსი მარტივად გადავაბარეთ და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით.

გუნდში მრავლად გვყავს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც შესათამაშებლად დრო სჭირდებათ. ვეთამაშეთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელსაც ჩვენთან დიდი სხვაობით მოგება ჰქონდა დაგეგმილი. ახლა ჩვენ თვისობრივად სხვა გუნდი ვართ და ეს სამომავლოდ დიდ იმედებს მაძლევს.

ტურნირზე სულ ოთხი თამაში გვაქვს და მაქსიმალურად ვეცადე სათამაშო დროის გადანაწილება. ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში გვყავს, მათი ყოველთვის მეიმედება და ვენდობი. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, თამაშში ჩართვის პრობლემა არც დებიუტანტებს ჰქონიათ, მაგრამ მთლიანად გუნდს სჭირდება გამოცდილება, რათა ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას".

მაისაშვილმა ბექა გორგაძის ტრავმაზეც ისაუბრა, რომელმაც მუხლი დაიზიანა და მოედანი საკაცით დატოვა. მას ტკივილები აღარ აწუხებს, თუმცა დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გადამწყვეტ მომენტში ვერაფერს ვერ აკეთებენ შეტევაში და ეგ ლელოც შემთხვევითი იყო. ეგ შეცდომები გიდევ ნერვებზე მოქმედებს. ბურთის ჩათამაშებაში არა უშავს რთულია, მაგრამ აუტები და ა.შ? შერკინება გასაძლიერებელია. ძველი შერკინება რომ ყოფილიყო შეიძლება მოგვეგო.
ddgfdf
30 ნოემბერი 2020 03:53
18
უდიდესი პოტენცია გვაქვს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები რომ გვყავდეს ამ ვაჟკაცურ სპორტის სახეობაში და რაგბი ეროვნულ სახეობად განმტკიცდეს, ახალგაზრდობისათვის დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქცეს ( ძალისმიერი,ყველა გუნდური სპორტის სახეობა, ჯართან ერთად), მისთვის საჭიროა ძლიერი -კონკურენტირებული-დიდი ფინანსებით ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი (ეროვნული ჩემპიონატები), რომ მ უ დ მ ი ვ წნეხში ითამაშონ ბიჭებმა და ასე ,,გამოიჭედონ,, განმტკიცდნენ -განვითარდნენ... დიდი ფინანსებისათვის - სახელმწიფოში ძლიერი ეკო-კაა საჭირო, ძლიერი ეკო-კისათვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება + სტრატეგიული ეკო-ური პროექტები...- არ უნდა იყოს რთული გასაგები!
გლახუნა
30 ნოემბერი 2020 00:30
8
მეტოქეს პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მივეცით და აუტებში ცოტა უკეთ რომ გვეთამაშა,ალბათ ჩვენ თვითონ ავიღებდით, პირველ ქულას მაინც.ახლა მთავარია ბექას ტრავმა არ აღმოჩნდეს ძალიან მძიმე.თუ ფიჯის გუნდმა ითამაშა,ვერ იქნებიან სათანადო ფორმაში,მაგრამ კიდევ ერთი დამატებითი მაღალი დონის თამაში,მაინც ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის.მათ შეიძლება გუნდური თამაში ვერ ჰქონდეთ დალაგებული,მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობა ხომ არ დაუკარგავთ და მათთან ღია თამაშში თუ მოვსინჯავთ გაჯიბრებას,ძალიან საინტერესო იქნებოდა.თუმცა არა მგონია გამარჯვების შანსზე წინ ეს დააყენონ ბიჭებმა და მწვრთნელებმა.
სოსო
30 ნოემბერი 2020 00:28
1
გუნდმა მშვენივრად ითამაშა. ცხადია გვქონდა შეცდომები. განსაკუთრებით თვალში საცემია სუსტი დერეფანი და არც ისე ძლიერი შერკინება. იქნებ ქართველი შერკინების მწვრთნელი მოგეძებნათ? ასევე გაუგებარია მათიაშვილს რატომ ათამაშებთ? კაცს, რომელსაც მეტოქის შებოჭვის ეშინია, რატომ ათამაშებთ ნაკრებში და თანაც ფულ ბექად? ხმალაძეს არ ეშინია და არც ნინიაშვილს. გამოგია, რომ მათიაშვილი ძალინა კარგი ადამიანია და გაუმარჯოს, მაგრამ მორაგბისა რა მოგახსენოთ.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 23:54
3
ყველაფერი კარგი და საუკეთესო ჩვენს გუნდს, მის თვითოეულ წევრს!
ისე მაგას თვისებრივად ქვია და არა თვისობრივად.
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
29 ნოემბერი 2020 23:38
6

სიახლეები პოპულარული