ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან მატჩამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"შემოდგომის ერთა თასის" მატჩი მე-7 ადგილისთვის შაბათს, 5 დეკემბერს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველო ირლანდიას დუბლინში, "ავივაზე" კვირა დღეს ეთამაშა და ფიჯისთვის მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა:

"უკვე მივეჩვიეთ, რომ კვირაში ერთი დღე მგზავრობას უნდა დავუთმოთ და სისტემაც ამის მიხედვით გვაქვს აწყობილი. რადგან ამ კვირაში მოსამზადებლად ერთით ნაკლები დღე გვქონდა, მხოლოდ სასწავლო და საშუალო ინტენსივობის ვარჯიში ჩავატარეთ. ამის კომპენსირება დღეს, კაპიტნის ვარჯიშზე მოხდა. თამაშისთვის მზად ვართ. ყველას გვესმის, სადაა ამ თამაშის მოგების გასაღები და როგორ შევასრულებთ ამას მოედანზე, ხვალ გამოჩნდება", - თქვა მაისაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ორი სხვადასხვა სტილით მოთამაშე გუნდის დაპირისპირება:

"ეს არის ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდის, ასევე განსხვავებული ფილოსოფიისა და მენტალობის გუნდის შეხვედრა. ორივე ცდილობს შეასრულოს ის, რაც კარგად გამოსდის. ჩვენი თამაში ჯერ ის არ არის, რასაც ვეძებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვაბალანსებთ ხაზს და შერკინებას. შერკინება არის და უნდა დარჩეს ჩვენს ძლიერ მხარედ, მათ უნდა შეძლონ დომინაცია და მისი რეალიზება ხაზის მოთამაშეებმა მოახდინონ".

მაისაშვილმა ხაზი გაუსვა მეტოქის ხაზის მოთამაშეების სიძლიერეს:

"ხაზში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ისეთი შემადგენლობაა, მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. შერკინებაში რამდენიმე მორაგბე აკლიათ, თუმცა აქ მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ფიჯელები ინდივიდუალისტები არიან და ისინი სივრცეში არ უნდა დავტოვოთ. ამინდი ძალიან ცუდია, მთელი დღე წვიმს და ხვალაც წვიმაა მოსალოდნელი, რაც ასევე გასათვალისწინებელია".

ხვალ ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ახალზელანდიელ ვერნ კოტერს, რომელთან დაკავშირებითაც მაისაშვილმა თქვა:

"ის მაღალი დონის მწვრთნელია, მაგრამ არა ჯადოქარი, ასე მოკლე დროში ფიჯისთვის თამაშის სხვა სტილი რომ მოერგო. მას უყვარს სტატიკიდან მარტივი თამაში და დომინანტი მორაგბეების გამოყენება".

rugby.ge

იდალგო
ნამდფვილი ტესტი არის დღეს, ფიჯისტან. შოტლანიას, უელსს, ინგლისს და ირლანდიას რომ ვერ მოვუგებდით ვიცოდით,წს ვარჯიშები იყო რეალურად. მაგრამ უვარჯიშებელ (უთამაშებელ) ფიჯისთან (ჩვენი ოთხი ასეთი დონის ვარჯიშის შემდეგ) თუ ვერ მოვგებთ - მაშინ ყველა წინა თამაში წყალშია გადაყრილი და არაფერი შეგვმატებია. ამინდი მომიზეზების საფუძველცი არ არის. წვიმა, სველი ბურთი და სველი მინდორი ფიჯის უფრო არ აწყობს - უფრო ძალისმიერი და ჩაკეტილი თამაში გამოვა.
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო