საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
მათიაშვილი რომ ნაკრების დონე არაა ისე მკაფიოდ ჩანს მწვრთნელობა არ უნდა მაგის მიხვედრას
A
05 დეკემბერი 2020 18:38
2
კომენტარების დროს ცოტა დაფიქრდით საიდან ამხელა ამბიცია რომ ამ ახალგაზრდულმა მშენებარე ნაკრებმა ფიჯის მოუგოს, მოვა მაგის დროც მოთმინებაა საჭირო.ბიჭებმა ბოლომდე იომეს.
მამუკა
05 დეკემბერი 2020 19:58
20
ბუნებრივია მოგების სურვილი, მაგრამ არც მარცხია უბედურება. აქ ხალხი მწვრთნელის შეცდომებზე საუბრობს, რამაც გამოიწვია თამაშის არც თუ ისე მაღალი ხარისხი.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:48
1
ძალიან კარგი ტურნირი და თამაშები გამოვიდა. ჩვენი ნაკრები მომავლის გუნდია, თაობათა ცვლა ესესაა დამთავრდა. 22-24 წლისაა ძირითადი ბირთვი და დიდი რაგბისთვის ჯერ კიდევ ჭყინტები არიან, ძვალი 25 წლამდე იზრდწბა და კუნთები მერე იწყებს გარკინებას თუმცა ასეთ თამაშბში ჟეჟვა და ჩეჩქვა აუცილებლად გამოგვაწრთობს. ახლა, პირველი რაც გბჭირდება, სასწრაფოდ კვალიფიციური მწვრთნელია მისაძებნი და ნახავთ მსოფლიო თასის შემდეგ რა გუნდი გვყავდეს. ეს ის თაობაა რაც დიდ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ რაგბის და დაიწყებს ტიერ 1 გუნდების დამარცხებას.
Irakli Apkhaidze
05 დეკემბერი 2020 19:41
3
ზანტი მიქაუტაძის, მჩატე თოდუას და მათიაშვილის, არც ტემპის ჩამკვლელი ლობჟანიძის ადგილი ნაკრებში აღარაა,( აფრასიძემ ბევრჯერ დაამტკიცა რომ სჯობია ლობჟანიძეს) არც იმ პირველხაზელების ადგილი არაა რომლებმაც პასის გაშვება არ იციან და მუდმივად უაზროდ ადგილიდან აუჩქარებელი ნელი ნაბიჯებით შედიან კონტაქტში, ცვლილებებია საჭირო მათ შორის მწვრთნელის რომელიც ამ ახალგაზრდა ბიჭებს ხელით თამაშს და სიღრმიდან შეტევას სისწრაფეებში პასების გაცემას ასწავლის, ვინმე ინგლისელი ირლანდიელი ან სამხრეთ აფრიკელი ან კიდევ ავსტრალიელი მწვრთნელი გვჭირდება რომლებმაც იციან რაგბის თანამედროვე ფილოსოფია, და კიდევ შერკინების და მოლის მწვრთნელი უნდა გამოიცვალოს აუცილებლად. მოკლედ ასეთი ფიჯის დამარცხება მხოლოდ კლასით მაღალ გუნდს შეეძლო თორემ ფიზიკურობაში ნებისმიერ ნაკრებს დაჩაგრავენ დაუდგეს ოლ ბლექსიც, ბოლოს ვიტყვი რომ სვანიძემ და მაისურაძემ ამოწურეს შესაძლებლობები უნდა დაგვემშვიდობონ. მადლობა
გოგა
05 დეკემბერი 2020 18:23
3
იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი სპორტია :დდდ რაგბიში ბობოლისთვის არასოდეს მოგვიგია, ფეხბურთში ბევრისთვის, ხორვატია, ესპანეთი, ბულგარეთი(მაშინ მეოთხე იყო მსოფლიოში), პოლონეთი, უელსი
ლადო
05 დეკემბერი 2020 22:06
36
ვისაც ეს დამარცხება გაგიხარდათ, ვაი თქვენს კაცობას
Toko
05 დეკემბერი 2020 23:19
6
მაკედონიის ნაირ გუნდთან არასდროს წაგვიგია სამაგიეროდ და მსოფლიო თასზეც ოცი წელია გავდივართ ხდ გამომიხვედი შენც, არ გაიშვა ქართული ფეხბურთის ქება..
ლადოს
05 დეკემბერი 2020 23:21
5
ყველა გამოხმაურება
ფიზიკურად დავმარცხით, თაობათა ცვლა გვაქვს- ახალგაზრდები არიან და ამ თამაშებით კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საჭიროა ძლიერი ფიზიკური მომზადება - საკუთარ თავთან შრომა ... აქ - 4 ძალიან მძიმე შეცდომით მივიღეთ ლელო -თოდუა,გიოგაძის, მათიაშვილის, ნინიაშვლის ( მართლა პერსპექტიულია, აგრესიული,მაგრამ ფიზიკა ჭირდება) და კიდევ ერთხელ დავინახეთ - მათიაშვილი არის ს უ ს ტ ი -15 ნომერი, 15 ნომერი ერთ -ერთი ძირითადი ფუნქციის მოთამაშე არის, გარდა სისწრაფის, უკანა ხაზის მაკონტროლებელი და ფაქტიურად სიღრმიდან შეტევის ორგანიზატორი -უ ნ დ ა იყოს ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ძალიან ძლიერი - დაცვისAთვის, მოწინააღმდეგის ბ ო ლ ო ბარიერი -ა რ უნდა იყოს ფიზიკურად სუსტი და სიმაღლეში 1.88-90-ზე ნაკლები-ეს კარგად ჩანს ელიტის ნაკრებებთან შეხვედრებში -მატიაშვილმა ვ ე რ ც ე რ თ ი შემტევი ბ ე რ შეაჩერა, პირიქით - ყველაზე სუსტი ბარიერი ხვდება ბოლო ფაზაში ჩვენს მოწინააღმდეგებს -და ეს დაუშვებელია- დიდი შეცდომაა, ასევე სწრაფი და კარგია ტაბუცაძე შეტევაში, მაგრამ ს უ ს ტ ი დაცვაში - ამასზე ყურადღებაა გასამახვილებელი... მოკლედ -15 ნომერი მ ო ს ა ძ ე ბ ნ ი გვყავს (!) -და კიდევ - ჯარიმები -ა რ უნდა გათამშდეს ემოციებით , რაც აფრასიძემ და მერე მე-3-ე ხაზელმა გააკეთა, აქედან გავუშვით -1 ლელო მაინც, მოკლედ პერსპექტივები სერიოზული არსებობს ( ფიჯის მომავალი თაობა - თაობათა ცვლის დროს- ეს ბიჭები უკვე საკმაოდ გამობრძნედილი იქნება და მარტივად დავამარცხებთ) - ძ ა ლ ი ა ნ გვჭირდება ასეთი თამაშები და ეს 8 ერი რომ ყოველ წელს ჩატარდეს - მინიმუმ 2-3 წელიწადში მოგებებს დავიწყებთ!-წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ქართულ რაგბს!
გლახუნა
05 დეკემბერი 2020 20:19
4
გეთანხმები, მაგრამ მარტო ეგ სისუსტეები დაინახე? აკლიად ბიჭებს როგორც ფიზიკა ასევე საკლასო ტაქტიკური ცოდნა, მაგრამ სამუშაოდ კარგი კონტიგენტია მხოლო უცხოელი( ა/ზლანდიელს ვისურვებდი) პროფ. სამწვრთნელო სტაფისთვის.
გუსანი
05 დეკემბერი 2020 21:50
4
აშკარა პროგრესია, ჰიმნის შესრულებაში
QT
05 დეკემბერი 2020 18:45
1
ერთი განსხვავებული სპორტის შესახებ უნდა გიამბოთ, ჩემო მეგობრებო. ყველას გსმენიათ, ან გიყურებიათ Ice Hockey. იქაც მამაცები თამაშობენ. როდესაც კანადელებს ეგონათ, რომ მათ ბადალი არავინ ყავდათ მსოფლიოში, თავიანთ სამშობლოში საბჭოთა კავშირის (რუსები თანაშობდნენ მხოლოდ და ერთი ბრიბალტიკელი) ნაკრები მოიწვიეს სათამაშოდ. წლიდან წლამდე, მნიშვნელობა არ ჰქონდა გუნდი ჩავიდოდა თუ ნაკრები, რუსები კანადელებს უგებდნენ (იოლად ნათქვამია), ბოლოს კანადელებმა აღიარეს - საბჭოელები სხვა ჰოკეის თამაშობენ რაც ჩვენ არასოდეს გვინახავსო - ჰო და დასხდნენ და კანადური სქემა შეიმუშავეს რუსების წინააღმდეგ და დღეს შედეგი ასეთია - სადაც არ უნდა შეხვდნენ რუსები კანადელებს ყველგან აგებენ (ესეც იოლი ნათქვამია). გადმოვიწიოთ უფრო ახლოს, იმ სპორტთან, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს და გვტკივა - ყველამ იცით რას უშვებოდა ახალი ზელანდია დანარჩენ Tier 1 ნაკრებებს. ისიც გეხსომებათ სულ რაღაც სამი წლის წინ, ახლანდელ მსოფლიო ჩემპიონი - სამხრეთ აფრიკა 57:0, რომ ამოაპანღურეს (და ასეთი რამდენიც გინდა იყო), დევიდ კოპერფილდივით, რომ ძვრებოდნენ უხილავ ხვრელებში, ხომ გახსოვთ? კი ბატონო. ჰო და სასწრაფოდ მოიხმეს ერთმანეთი, დანარჩენმა ბობოლებმა, თავიანთი მცოდნეები და ისწავლეს ის რასაც All Blacks აკეთებდა, ვინც ვერ ისწავლა, მათ ასეთი თამაშის წინააღმდეგ სქემა შეიმუსავეს და ზელანდიელები გააჩერეს. არ არის საკმარის იყო სწრაფი, საჭიროა იყო მოხერხებული. ჭეშმარიტად ჭკვიანი არის ის, ვინც იცის, როგორ დამალოს თავისი მოხერხებულობა.
TanoLife
06 დეკემბერი 2020 00:56
0
ჩემი პირადი აზრია რომ იაპონიის არმონაწილეობის გამო შემთხვევით მიღებული შანსი ვერ გამოვიეყენეთ! შეიძლება მოსამზადებლად დროც ცოტა იყო, მაგრამ ჩვენს არასწორად სტრუქტურიზებულ თამაშს ვერ გამოასწორებდა თუნდაც სამ თვიანი მოსამზადებელი პერიოდიც კი (ამის კარგი მაგალითია წინა მსოფლიოზე გამოსვლა)! სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ დღეისათვის ჩვენს ნაკრებს სხვებისგან გამორჩეული ძლიერი მხარე აღარ გააჩნია! დღეს ჩვენ ვაკეთებთ თითქმის ყვეკაფერს, მაგრამ საშუალო დონეზე. ეს პრობლემა დღევანდელი არაა, სამწუხაროდ ჰეიგის დროიდან მოდის. 2015 წლის შემდეგ აგერ უკვე 5 წელია ამ ასე ვთქვათ გარდამავალ ფაზაში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი თამაშით იმდენად დაუბალანსებელი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ რომ აშკარაა დიდი ცვლილებების დაწყების!!! პირველ რიგში ფედერაციაში უნდა მოვიდნენ თამამედროვე რაგბის მცოდნე ადამიანები, რომლებმაც უნდა წარმოადგუნონ რაგბის განვითარების გეგმა და მიყვენ მის შესრულებას! მორჩეს რა ეს კლანობანას თამაში, იმისიანი და ამისიანი ღყპავს საქმეს. ვისაც ჩვენი რაგბის წინსვლა გინდათ დასხედით ყველა ერთად და იმსჯელეთ! დაასრულეთ ერთმანეთის ჭამა და საქმეს მიხედეთ, თორემ ჩვენი ფეხბურთის ბედს გაიზიარებს ამდენი წლის ნალოლიავები რაგბი!!!თანამედროვე რაგბის მცოდნე და მოთამაშე კარგი ახალი თაობა მოვიდა ჩვენს რაგბში და მიეცით გასაქანი!!! წარმატებები ქართულ რაგბს!
პაატა
05 დეკემბერი 2020 19:36
3
ამდონეზე სუსტი გუნდივართ ფიზიკურადაც ტაქტიკითაც მენტალურად და მორალურადაც რეალურად ჩვენ ვართ ერთა თასის გუნდებზე ძლიერი მარა ამათთან შედარებით სუსტები ესაა რეალობა
პირველრიგში ძლიერი მწვრთნელი გვინდა
nikolozi
05 დეკემბერი 2020 18:53
2

სიახლეები პოპულარული