საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
ადრე წავიკითხე კომენტარები "აცალეთ მაისაშვილსო". ჩემი აზრით მაისაშვილის კრედიტი ამოიწურა და უნდა წავიდეს. მაისაშვილის სისტემატიური შეცდომებია კარასტროფა მათიაშვილი, ყველა თამაშში დაჩაგრული შერკინება, წაგებული ყველა მეორე ნახევარი... არადა, სულ ცოტა უკეთესი ბურჯების გამოძახება შეიძლებოდა და ნინიაშვილი 1000-ჯერ სჯობს კარასტროფა მათიაშვილს
გიორგი
05 დეკემბერი 2020 18:43
3
არ ველოდი რომ ფიჯის მოვუგებდით, მაგრამ ასე მთლად უშანსოდ წაგებაც ნამეტანია!
რაც მანამდე დავაკომენტარე იგივეს დავწერ: რაშივ ვვარგობდით - შერკინება- აღარ ვვარგივართ! აუტი ხომ ვერ ვისწავლეთ, გაუაზრებელი ფეხით თამაში, ნუ ხელით თამაში არც ვიცოდით და ვერც პროგრესს ვატყობ! მწვრთნელიც ამ სიაშია და ზოგადად სანამ ფრანჩაიზი კლუბი არ გვეყოლება სადმე (საფრანგეთი) შანსი არაგვაქვს პროგრესის!
ვინც პროგრესს ვიტომ ამჩნევთ - ეგაა ილუზიები და თავის მოტყუება!!!
leonardo
05 დეკემბერი 2020 18:40
2
მათიაშვილი რომ ნაკრების დონე არაა ისე მკაფიოდ ჩანს მწვრთნელობა არ უნდა მაგის მიხვედრას
A
05 დეკემბერი 2020 18:38
2
იტალიასთან და საფრანგეთთან არ გვექნება მატჩები? ანუ დავასრულეთ უკვე 8 ერის ტურნირი დღეს ფიჯისთან მატჩით?
გიორგი-ბათუმი 97
05 დეკემბერი 2020 18:36
10
შენ მაზოხისტი ხომ არა ხარ? ეხლა ამ გუნდით და მწვრთნელით საფრანგეთთან და იტალიასთან უნდა უყურო ჩვენ განადგურებას?
gia
05 დეკემბერი 2020 19:15
0
ფეხბურთელებზე უკეთესები არც თქვენ ხართ მერანდენედ წაგეტ ნოლით
reali
05 დეკემბერი 2020 18:34
19
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ ჯამში 5 ლელო მოითვალეს, ის ოფლოუდიც ტუისოვას ლელოა. ამ ფორმაციის და შემადგენლობის ფიჯის ნაკრები ჩვენკიარა ბევრ წამყვან უნდს მოუგებს და რომარა კორონა ვნახავდით. შეცვლებმა გაამართლა, ნინიაშვილი კარგი ბიჭი ჩანს და შეიძლებოდა მეტი დროის მიცემა მისთვის. ჯალაღონიაც ძალიან მესიმპატიურება ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq777
05 დეკემბერი 2020 18:27
2
ადმინ რატომ არ მიქვეყნებ კომენტარს რა არ მოგეწონა?
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 18:25
1
არც მე მიქვეყნებს. არ მოსწონს მაისაშვილი კრიტიკა.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 18:59
1
ზანტი მიქაუტაძის, მჩატე თოდუას და მათიაშვილის, არც ტემპის ჩამკვლელი ლობჟანიძის ადგილი ნაკრებში აღარაა,( აფრასიძემ ბევრჯერ დაამტკიცა რომ სჯობია ლობჟანიძეს) არც იმ პირველხაზელების ადგილი არაა რომლებმაც პასის გაშვება არ იციან და მუდმივად უაზროდ ადგილიდან აუჩქარებელი ნელი ნაბიჯებით შედიან კონტაქტში, ცვლილებებია საჭირო მათ შორის მწვრთნელის რომელიც ამ ახალგაზრდა ბიჭებს ხელით თამაშს და სიღრმიდან შეტევას სისწრაფეებში პასების გაცემას ასწავლის, ვინმე ინგლისელი ირლანდიელი ან სამხრეთ აფრიკელი ან კიდევ ავსტრალიელი მწვრთნელი გვჭირდება რომლებმაც იციან რაგბის თანამედროვე ფილოსოფია, და კიდევ შერკინების და მოლის მწვრთნელი უნდა გამოიცვალოს აუცილებლად. მოკლედ ასეთი ფიჯის დამარცხება მხოლოდ კლასით მაღალ გუნდს შეეძლო თორემ ფიზიკურობაში ნებისმიერ ნაკრებს დაჩაგრავენ დაუდგეს ოლ ბლექსიც, ბოლოს ვიტყვი რომ სვანიძემ და მაისურაძემ ამოწურეს შესაძლებლობები უნდა დაგვემშვიდობონ. მადლობა
გოგა
05 დეკემბერი 2020 18:23
3
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს მაგრამ რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არაა. რაგბშიც, ისევე როგორც ფეხბირთში, მანამდე არ გვექნება უკეთესი შედეგი, სანამ უკეთეს ჩემპიონატებში არ ითამაშებენ ჩვენი სპორცმენები; პ.ს. ჯალაღონია და ნინიაშვილი მომეწონა. კარგი თაობა მოდის. მათიაშვილს სისხლი აკლია თითქოს.
შოთა
05 დეკემბერი 2020 18:22
3
ეს მათიაშვილი რამე სარეკლამო სახეა თუ რაჯანდაბას აკეთებს რაგბში
პპპ123
05 დეკემბერი 2020 18:21
3
მაისაშვილს მოსწონს, გაუგებარია რატომ
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:03
2

სიახლეები პოპულარული