საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
თავიდანვე მანდრაჟით გავიდნენ ფიჯელების დანახვაზე.მათიაშვილს რა უნდა ნაკრებში?! მიქაუტაძემ შეხედოს ფიჯელები როგორ იყენებენ ფიზიკურ მონაცემებს!სად არის ჩილაჩავა? ჟვანია? რამდენი უნდა ვეთამაშოთ ამ ფიჯელებს რომ სწორი ანალიზი გაკეთდეს და ყველა ჯერზე არ გადაგვიარონ?!
ბიჯოს
06 დეკემბერი 2020 18:35
0
მე ვისურვებდი კარგ ახალგაზრდა მწვრთვნელს.. ჩვენთან ერთად გაიზრდებოდა.
დღეს ეს თამაში რასაც ვაჩვენებთ არაა პროგრესირებადი.
დაღლილი გუნდი ვართ.
გვჭირდება გამძლეობა და ჭკვიანი თამაში.
დავით
06 დეკემბერი 2020 18:28
3
ეს არ არის წინსვლა შერკინება აღარ გივარგათ ფიზიკაშიც ყველამ გაჯობათ ბურთი ხელიდან გივარდებათ ფეხით ვერ თამაშობთ ამას როდის თქვენ ისწავლით და ეს წინსვლააო გინდათ დაგვაჯეროთ
შოკირებული გულშემატკივარი
06 დეკემბერი 2020 11:13
3
რატომ რატომ? აი აუტს აწვდიან კარგად, გადაკიდება გამოსდით, ჰაერში პირველებიხსნიან ბურთს, პოზიციები არ ეშლებათ, მწვრთელის ხელი აშკარად ეტყობათ. დაუნახაობა არ ვარგა.
1
06 დეკემბერი 2020 12:39
5
როდესაც ინგლისმა შერკინებაში სავარჯიშოდ მიგვიწვია მის შემდეგ ჩვენიშერკინება აღარ ვარგა მართალია რაგბი მარტო შერკინება არაა მაგრამ რაშიც ძლიერი ხარ ის კიდევ უფრო უნდა გააძლიერო და სუსტი მხარე მის დონეზე აიყვანა და არა ისე როგორც ჩვენ გავაკეთეთ შერკინება ჩამოვიყვანეთ ხელითთამაშის დონეზე
w
06 დეკემბერი 2020 09:47
0
მაისაშვილის წინა მატჩისშემდგომი კომენტარი იყო მარაზმი. თქვენო წარუმატებლობა გიხარიათო, გვაცადეთო, თავი დაგვანებეთო.

კრიტიკაც არუნდა რო მოისმინოს ამ ხხისთავიანმა. თავი დახარეთ და მიიღეთ კრიტიკაც და ლანძღვას, როცა სალანძღავები ხართ.

ვპროგრესირებთ და გამოცდილებას მივიღებთო, რით ვერ მიიღეთ ეს გამოცდილება 30 წელია, ტემპი - არა, რაქი - არა, აუტი - არა, მოლი - არა, პასი - არა, შერკინება - არა.
აბა რადარჩა, ისე კაი ადამიანები ჩვენც ვართ.

მარა, აფციაური რა ადამიანიც იყო გამოჩნდა იქ მუქარის კომენტარებში, სირცხვილი. თუ გამოვიდა ფედერაცია და თუ გააკეთა განცხადება და თუ დაგმო ეგ უღირსი საქციელი? არა

მარა ფედერაციაში პერესტრელკებია, სანგარშია ხალხი ვის ცალია საქმისთვის
საბა
06 დეკემბერი 2020 08:46
2
მათიაშვილი რატომ არის ნაკრების 15 ნომერი ეგ თუ შეძლია ვინმე რომ ამიხსნას? ფიზიკურად არ არის ეს ბიჭი რაგბის სათამაშოდ მზად. საცოდაობაა მისი ყურება. მეორე ტაიმში პირველი ლელოდან მესამეს ჩათვლით უყურეთ მხოლოდ - ამას ქვია რომ 15-ზე კაცი გვყავს? მერე 9 ნომერს უყურეთ ბოლო 5 წუთი პირველი ტაიმის,შერკინებიდან როდიზ უნდა გამოიტანოს და უკანა ხაზზე როდის გაშალოს თამაში არ იცის - ადგილზე მდგომ აბჟანდაძეს უპასებს უკანა ხაზში 130 კგ ფიჯელის გასაჭრელად. მანამდე 5 მეტრიანი- ადგილზე გაჭედილი შერკინებიდან არ გმოაქვს ბურთი. ამას ქვია სარაგბო უვი ცობა. რაგბი ჯანიანი ხალხის თამაშია და ჩვენ რატომ გადავერთეთ 80 კგ მორაგბეებზე ვერ გავიგე - ვითომ ტექნიკური რაგბის სათამაშოდ? ეგ ბუტაფორია ძალით შეგვიქმნეს - ჯანიან ხალხს უნდა ესწავლა ხელდახელ თამაში და არა მსუბუქებს იმ მოტივით რომ ჯანში ვერ აჯობებენ და პასში ითამაშებენ უეჭველიო. მერამდენედ უნდა აიტაცონ ხელში მათიაშვილი და გაჭედონ ბურთიანად? ფიზიკაში რა თვალშისაცემი სხვაობა იყო მათ სასარგებლოდ ხომ ჩანდა. ქართველებს აღარ გვყავს ჯანიანი მორაგბეები? ერთადერთი მეორე ხაზია ნათელი წერტილი, შერკინებაც დასუსტდა და უკანა ხაზი არც გვყავს საერთოდ.
???
06 დეკემბერი 2020 03:18
0
7 კაციდან იწყება ყველგან რაგბის თამაში. ამიოტომ არის რომ ყველა მოწინავე ქვეყანა განსაკუთრბით კი სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები მორკინალია თუ უკანახაზის მოთამაშე ვერ გაარჩევ. ამიტომ ჩადიან რაქშიც კარგად, ოფლოუდებს უმაღლეს დონეზე, მოედანზე დროული გადაწყობაც მაქედან მოდის და მოძრაბოში სისწრაფეში ბურთის მიღება, მოედნის უკეთესი ხედვა...ეეჰ
Niko
06 დეკემბერი 2020 04:18
0
2.11.2020 21:34
ფიჯის ნაკრებმა თუ არ იმაიმუნა(ურუგვაისთან გასულ მსოფლიო თასზე),მთელი ძალით ითმაშა, საქართველოს ნაკრებს არავითარი შანსი არ ექნება,დავრწმუნდით ყველა ჩვენთაგანი,იმავე იაპონიის 2019 წლის მსოფლიო თასზე,ფიჯის ნაკრებთან ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს ნაკრები მთლად გაბითურდა! კუნძულელებს:ფიჯის,სამოასა და ტონგას სჩვევიათ ხოლმე სარაგბო სპექტაკლების დადგმა,განსაკუთრებით ეს გამოჩდა საქართველოს ნაკრებთან მათ მიერ ჩატარებულ მატჩებში. 2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს სარაგბო ნაკრებთან წააგეს???ქართველების გარდა მთელს მსოფლიოში ყველასათვის მოულოდნელად! ერთის მხრივ დიდად სასიხარულოა, საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ მსოფლიო თასის მატჩში იმარჯვებს,ქვეყნისთვის ჩვენი ხალხისთვის ძალიან უაღრესად დიდი სიამაყის მომგვრელია,მაგრამ ყალბი გამარჯვებები დიდად შეურაცხმყოფელია ყველა ჩვენთაგანისათვის!
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კუნძულელები მათთვის უმნიშვნელო მატჩებში მაიმუნობენ ხოლმე, მთელი ძალით არ თამაშობენ.ამის მაგალითია 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის დამარცხება ურუგვაისთან??? მანამდე კი გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების პირველი ტურნე კუნძულებზე,მეტად საეჭვო წარმატება საქართველოს ნაკრებისთვის,ტონგა და ფიჯი დავამარცხეთ??? ხოლო სამოას ნაკრებთან დავზავდით.:))) ან კიდე,ბოლო დროს იტალიის ნაკრებთან ჩვენი დამარცხების შემდეგ,თბილისში სამოასთან და ტონგასთან ერთი და იგივე სცენარით წარმართული ორი მატჩი - ამ ორივე დაპირისპირებაში პირველი ტაიმები დავთმეთ, საბოლაოდ კი ვიმძლავრეთ და ორივე თამაშში გავიმარჯვეთ.:))) ნუთუ არავის გაგიჩდათ ეჭვი ორრ მატჩში ერთმანეთის მსგავსი მოგების შემდეგ?
ღრმად ვარ დარწმუნებული,საქართველოს ნაკრებს ყველა დაპირისპირებას მოგვიგებენ: ფიჯი,ტონგა და სამოა! P.S მილტონ ჰეიგს კუნძულებზე მრავალი წელი აქვს ნამუშევარი...
გაუმარჯოს ბანკი "ქართუს"- ბატონ ბიძინა ივანიშვილს...! )
....
06 დეკემბერი 2020 03:08
9
ივანიშვილის კაცია ეს მწვრთნელიც რომელსაც რაგბი როგორც ვიცი თითქმის არ უთამაშია. მე არ მახსოვს, დავბერდი და სკლეროზი მაქვს ალბათ:)
Nk
06 დეკემბერი 2020 04:21
6
Რაგბშიც ფარჩაკეი გუნდი გვყავს და ფეხბურთშიიც.და სანამ ფული არ ჩაიდება სპორტში სანამ კერძო პირი კლუბს არ შეიძენს და ფულს არ დახარჯავს მანამდე არც რაგბში და არც ფეხბურთში არაფერი გვეშველებაა.
buxrika
06 დეკემბერი 2020 01:56
5
გასაგებია რომ მათიაშვილი სუსტი 15ია მაგრამ სხვა პრობლემებს მათიაშვილის გარდა ვერ ხედავთ თუ მარტო მე მეჩვენება? ხელით თამაში არ ვიცით.ხაზს ვერ ვშლით.რაქი საშინელებაა.სისწრაფეში გვჯობნიან.საერთოდ რა პრინციპით იძახებენ ნაკრებში?დაგინებულია ეს ერთიდაიგივე ხალხი?რომ ხედავ სპორცმენი ფორმაში არარის გამოიძახეს სხვა.1 აუტი ვერ მიაწოდეს წესიერად 4 თამაშში.მოლს ვიყენებდით და მაგასაც ვეღარ ვაკეთებთ.2 ნომერი პრობლემაა.ზირაქა კიბატონო ლეგენდაა და მსოფლიო კლასის 1 ნომერი იყო მარა არ ნიშნავს რომ სულ ესე იქნება.შერკინებაში სულ პრობლემა აქვს.აშკარაა რომ არარის ფორმაში.მიძალებაში ფაქტიურად უპირატესობას ვერ ვქმნით საერთოდ.ესე წინ წასვლა კი არა ისე არ ვქნათ რუმინეთს და ესპანეთს გავუთანაბრდეთ.
ირაკლი
06 დეკემბერი 2020 01:53
0
რედაქციავ, თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, თქვენ იყოთ ქართული რაგბის მტრები! მივმართავ ქომაგთა უმრავლესობის სახელით ლევან მაისაშვილს:
"ბ-ნო ლევან, თუ სინდისის ნატამალი მაინც შეგრჩენია, ნაცვლად იმისა რომ იხტიბარი არ გაიტეხო, გამოდი და კაცურად განაცხადე რომ აუცილებელია რადიკალური ცვლილებები ანუ ნაკრებს სჭირდება ახალი სისხლი! ეს ეხება როგორც მოთამაშეებს (ანუ ძველი თაობის მოთამაშეთა მადლობით გაშვებასა და ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთებას), ისე მწვრთნელის შეცვლის საკითხსაც. მხოლოდ ასეთი ვაჟკაცობის გამოჩენის შემთხვევაში გექნება შანსი, რათა ახალი მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დარჩე და შესაძლოა, მერე სამომავლოდ გახდე ნაკრების ღირსეული დამრიგებელი. სხვა შემთხვევაში, თუკი პირადი ინტერესები გადაწონის, იცოდე რომ ეს ჭაობი არათუ გაგრძელდება, არამედ უფრო გაღრმავდება! ამიტომ გთხოვ, რეალობას თვალებში ჩახედე და სწორად მოიქეცი, ამით ქართული რაგბის საქმეს გააკეთებ!"
ტყეშელაანთ გიჟი
06 დეკემბერი 2020 01:42
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული