საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
ისევ წყეული მარცხი. პირველ წუთებში რაც მივქარეთ, ფაქტიურად ისაა საბოლოო სხვაობაც. ამხელა უკანახაზელები რომ ყავს მოწინააღმდეგეს შერკინების მიცემა კატასტროფის ტოლფასია. ფიჯს მიწოლა არც ჭირდებოდა საკმარისი იყო თავიანთი შერკინებიდან უბრალოდ გაეტანათ ბურთი და მათი ვეებერთელა უკანა ხაზი ჩვენსასთან პირისპირ რჩებოდა. ჩვენთან კი ყველაფერი ფორვარდებზეა დამოკიდებული. ჩვენმა მორკინალებმა დიდი ენერგიის დაკარგვის ხარჯზე უნდა მოიგონ შერკინება, შემდეგ მოლი და შემდეგ ხუთმეტრიანში ისევ ენერგიადახარჯულმა პირველმა ხალხმა მიძალების ხარჯზე უნდა დადოს ლელო. უკანა ხაზი კი პანიკურ პასების და უადგილო ფეხით გადაკიდება ახორციელებს. წინ ჩახურვის დროს 10 ნომერზე რომ არ უნდა გაცე პასი თუ მას სიღრმიდან არ აქვს სისწრაფე აკრებილი, მე მასწავლეს მარტო?
IRAKLI QUTAISI
05 დეკემბერი 2020 19:04
1
შეცვალეთ მწვრთნელი დროზე!!! წინსვლა არაფერში არ ჩანს,აუტიდან შემოტანა -0,შერკინებაში უმეტესად ვაგებთ,მათიაშვილი -0,ტაბუცაძე სად იპოვა მაისაშვილმა?არცერთი დამუშავებული კომბინაცია,მხოლოდ კვესელაძის და საღინაძის ინდივიდუალიზმის იმედზე?არ გამოვა ასე არაფერი,მაისაშვილი უნდა წავიდეს,თუ მიხვდება!!!
თაზო
05 დეკემბერი 2020 18:57
7
ტაბუცაძემდე ბურთი არ მიდის და რა ქნას? სხვა ამბებში გეთანხმები.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:05
1
მათიაშვილის უსუსურობის ბრალია 1, 4 და 5 ლელოები. მაისაშვილი ჯიუტად ათამაშებს ამას. წადი მაისაშვილო, წადი.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 18:56
4
ახალი ძლიერი სამწვრთნელო შტაბის გარეშე, არც კი უნდა ვიოცნებოთ რამე ხელშესახებ წარმატებებზე
ალეკო
05 დეკემბერი 2020 18:55
1
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq
05 დეკემბერი 2020 18:55
2
ამდონეზე სუსტი გუნდივართ ფიზიკურადაც ტაქტიკითაც მენტალურად და მორალურადაც რეალურად ჩვენ ვართ ერთა თასის გუნდებზე ძლიერი მარა ამათთან შედარებით სუსტები ესაა რეალობა
პირველრიგში ძლიერი მწვრთნელი გვინდა
nikolozi
05 დეკემბერი 2020 18:53
2
მაღალკვალიფიციური მთავარი მწვრთნელი გვჭირდება!
ჯანო
05 დეკემბერი 2020 18:49
1
10-24 რომ გახდა გამოვრტე ტელევიზორი, შევედი Youtube-ზე და ჩავრთე New Zeland - Georgia WRC 2015, მაგ წელს რომ ნაკრები გვყავდა, შერკინება უძლიერესი, მომენატრა ის ძველი გუნდი, აი მაშინ იყო საინტერესო საყურებელი, ყველაფერს აზრი ქონდა რასაც აკეთებდნენ, შერკინება, აუტი, მოლი.. ძლიერი ბიჭები გვყავდა და მაგრად აწვებოდნენ, ფიჯი, ტონგა, სამოა, აშშ.. Გასვლაზე ვანადგურებდით, ეხლა სანატრელი გაგვიხდა მათთან მოგება, ალბათ გადაგვსანსლავენ კუნძულელები, ძალიან გვჩაგრავენ უკვე თამაშით, ჩვენი ფიზიკური სიძლიერე ვეღარ ჭრის იმიტომ რომ სწორად ვერ იყენებენ, რაღაცას ვეღარ აკეთებენ რასაც ძველი გუნდი ახერხებდა.. Აუ რა სასტავი გვყავდა, მენატრება ამიტომ ძველ თამაშებს ვუყურებ ხოლმე :(
ლაშა
05 დეკემბერი 2020 18:47
3
მწვრთნელი ვინ გვყავდა მაშინ, ხომ არ გახსოვს?
აბუდაბი
05 დეკემბერი 2020 19:42
2
ეს თამაში მოგვიგო ნადოლომ და ტუისოვამ. ჯამში 5 ლელო მიითვალეს იმ ოფლოუდის ჩათვლით. ამ ფორმაციის ფიჯის ნაკრებს ბევრი გრანდის მოგება შეუძლია და რომარა კორონა მოუგებდნენ კიდეც ვინმეს ქვეჯგუფში. ნინიაშვიკისთვის მეტი დრო უნდა მიეცა განსაკუთრებით სოსოს სუსტი ტამაშების ფონზე. ჯალაღონია მესიმპატიურება ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.
Beeq777
05 დეკემბერი 2020 18:46
1
აშკარა პროგრესია, ჰიმნის შესრულებაში
QT
05 დეკემბერი 2020 18:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული