საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
არ ვართ რაგბში ძლიერი ქვეყანა, ვერ მოვახერხეთ ვერცერთი პრინციპული თამაშის მოგება.
ჩვენი ყველაზე დიდი შედეგი იყო 2015 წელს მსოფლიოზე ტონგასთან გამარჯვება.
უხადეთ ეხლა მადლობა წაგებისთვის, რამეზე პრეტენზია თუ გვაქვს რაქში ესე საცოდავად არ უნდა გამოვიყურებოდეთ!
Zerozerozero
05 დეკემბერი 2020 23:16
12
ძალიან არაპროფესიონალური კომენტარია)
ზუკა
06 დეკემბერი 2020 00:22
0
20 წლამდელების მწვრთვნელები ამოწიონ მთავარ ნაკრებში. კიდევ ბევრად ახალი სისხლია საჭირო, არ ყოფნის, მეტი ახალგაზრდა. 20 ანების მწვრთნელების შთაბს თუ დააწინაურებენ 4 დან 1 თამაშს მოუგებენ ტიერ 1 გუნდებს. მაგენთან გაიარა 4 თაობამ. ძალიან კარგი ბიჭები არიან დაბლოკილი ნაკრებში წლებია.ნაკრები იმიტომ არის ვინც ღირსია იმ ყოველ ეტაბზე უნდა გამოიძახონ და არა ერთი და იგივე სასტავები. აღარ მივარგა ჯამთელობა მაგენის ყურებით და უსამართლობით. ქართველები უნდა იყვნენ ყველა მწრთვნელი შერკინებას რაც ეხება. ხაზში უნდა მოიყვანონ ხლიერი უცხოელი, ზელანდიელი მაგალითად. მხოლოდ ხაზი უნდა ჩააბარონ. არ ვიცი რა იქნება ასე ვერ გავფრინდებით . წარმატებები ნაკრებს, გფარავდეთ უფალი.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 23:10
2
იძახეთ ახლა თაობათა ცვლა და კიდევ 1000 მიზეზი, ვითომ ფიჯის არ აკლდა დღეს მორაგბეები, ამასთან გუნდს მთელი წელი საერთოდ არ უთამაშია,ხოლო უელსმა სულაც ახალგაზრდები დაგვიყენა,ასე რომ სულ ეს არის, რაც ბოლო 5 შეხვედრაში ვნახეთ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები,მეტს რას თხოვთ საქართველოს ჩემპიონატში და საფრანგეთის ჭე ლიგებში მოასპარაზე მორაგბეებით გუნდს,სპეციალისტებმა რა დაინახეს არ ვიცი,მაგრამ ბოლო 20 წელია მაგათგან სულ ეთი და იგივეს ვისმენთ.
me
05 დეკემბერი 2020 23:09
7
ფაქტია, რომ მათიაშვილის სინდისზეა ორი ლელო, როგორც ტაბუცაძის ბრალი იყო ორი ლელო უელსთან, მაგრამ ტაბუცაძისგან გამოვა მორაგბე, მათიაშვილისგნ-არა მგონია. ეს ვინაა? რეებს აკეთებს, რანაირად დაფართხალებს, დაცვაში თამაშის დროს ფაქტიურად 14 კაცი ვთამაშობთ.
05 დეკემბერი 2020 22:32
2
სრულიად გეთანხმები.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:49
1
იძახეთ ახლა რაგბი ჩვენი სპორტია :დდდ რაგბიში ბობოლისთვის არასოდეს მოგვიგია, ფეხბურთში ბევრისთვის, ხორვატია, ესპანეთი, ბულგარეთი(მაშინ მეოთხე იყო მსოფლიოში), პოლონეთი, უელსი
ლადო
05 დეკემბერი 2020 22:06
36
მაკედონიის ნაირ გუნდთან არასდროს წაგვიგია სამაგიეროდ და მსოფლიო თასზეც ოცი წელია გავდივართ ხდ გამომიხვედი შენც, არ გაიშვა ქართული ფეხბურთის ქება..
ლადოს
05 დეკემბერი 2020 23:21
5
ვისაც ეს დამარცხება გაგიხარდათ, ვაი თქვენს კაცობას
Toko
05 დეკემბერი 2020 23:19
6
ყველა გამოხმაურება
Რაგბში მაგრები Ვართო დდდ რანაირად Რუსეთს რო ვუგებᲗ მაგ Სხვაობით გვიგენენ ვინც ᲗამაᲨი იცის. Ერთი არის რომ რაგბიც არ ყოფილა Ჩვენი ᲗამაᲨი Თუ სუსტ Გუნდებთან ესპანეᲗან Გერმანიასთან ჰოლანდიასᲗან და ისევ რუსეᲗან და აᲨს ბეგიასᲗან Ვიგებთ ამატ რაგბი არ Აინტერესებთ და არ იციან,ამლოგიკიᲗ რომ ვეᲗაᲨოᲗ Ფეხბურთი ანდორა, გიბრალტარს, სანმარინო, ნეპალს, მიკრონეზიას, ლიხტენᲨტეინს, ინდონეზიას და ა.Შ Მათაც მოუგებᲗ ყოველ წელს ყველა ᲗამაᲨს და ესეიგი ფეხბურᲨიც Ძლერები Ვართ არადა ფეხბურᲨი საფრანგეᲗან ესპანეᲗან Ვიგებთ Რაგბში ზელანდია გვანაგურებს და ყველამ იცის Მატჩამდე ასევეავსტარალია არგენტიანა ინგლისი Შოტლანდია და იაპონიაც კი რაგბი არ Ვიცით...
Mima
05 დეკემბერი 2020 21:44
19
აუფ, 4 მა ბოღმიანმა ოსმა, ან სომეხმა, ან გვარგადმოკეთებულმა, ან რუსეთუმემ, ანუ ჭკუასუსტმა... დისლაიქი მისცა(?!) - ,, ლოგიკა,, რაო-რატომო?!
გლახუნა
06 დეკემბერი 2020 19:04
1
დიახ, რაგბი -ნ ა ღ დ ი ვაჟკაცური -ქართული სპორტია ... ,,ბევრს არ აინტერესებს და ამიტომ არ თამაშობენ,, კი არა- ვ ე რ თამაშობენ - სხვაგვარი ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური სიმტკიცე ჭირდება, ძლიერი ინდივიდუიალური ბუნებით, ძ ა ლ ი ა ნ მაღალი ინტელექტით ...რაგბს ძირითადად თამაშობენ - ელიტაში შედიან ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები და ბრიტანეთის მეზობელი საფრანგეთი- ბრიტანეთის გ ა ვ ლ ე ნ ი თ! ერთადერთი ვინც რაგბი განავითარა - ბრიტანეთის ზეგავლენების გარეშე-არის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქართველობა - გამოწვრთნობილი, ინდივიდუალიზმით მთელ მუსულმანურ სამყაროსათან საუკუნეებით გარშემორტყმული მარტო დაპირისპირების შედეგად, ანუ როგორც ფიზიკურად, ისე ინდივიდუიალურად (ქრისტიანული მწარმსით), მენტალურად ...თუმცა სამწუხაროდ ,,ვერცხლოყვარეობაც,, რომ განვითარდა (მტრებმა განავითარეს მიზანმიმართულად -ქართველი ერის გახლეჩა დაპირისპირებისათვის და ასე გატეხვისათვის) - ეს ქართველობის მძლავრი ენერგია, მენტალიტეტი - უეფექტო შეიქმნა და დღემდე ამიტომ ვცხოვრობთ ,,ერთ-უპერსპექტივო წრეზე,,... -რაგბის კიდევ უფრო განვითარება - ელიტის დონეზე აყვანისათვის -ს ა ჭ ი რ ო ა -ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება, მისთვის ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარტება განმტკიცება, სახელმწიფოს განვითარება - განმტკიცებისათვის -უშიშროება-ჯარი უსაფრთხოების განმტკიცება + სტრა-ული ეკო-რი პროექტები პროგრესულ დასავლეთთან სტრატრგიული პარტნიორობით-თანამშრომლობით, ანუ, დღესაც შუა საუკუნეების რუსეთის გავლენებისაგან საბოლოოდ განთავისუფლებით... - მართლა რთული გასაგებია ?! - ხო, შეხსენებიათვის - სამწუხაროდ საქართველო, დღესდღეობით ( სენის -,,ვერცხლმოყვარეობა,,- სიბრიყვის გამო)- ევროზონის ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი ქვე-ყანა ვართ, მიუხედავად ამისა ;რაგბში, კალათბურთში და წყალბურთში - ევროპის ფ ი ნ ა ლ უ რ ეტაპზე გავდივართ(?!), რაც შეეხება ფეხბურთს -აქ სანამ ცბიერ კარიერისტ, ფულის ხარბებს, მეწამლეებს (ნარკომანებს) ა რ მოვიშორებთ, ანუ ფულის მკეთებლებს - ა რ ა ფ ე რ ი შედეგი ა რ დადგება- არასოდეს. -მაგრამ მალე- სახელმწიფოსაც განვავითარებთ - განვამტკიცებთ და მთელ მსოფლიოში ერეთ-ერთი ყველაზე სპორტული , მ ძ ლ ა ვ რ ი ერის სახელი- მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული სახელმწიფო გვექნება, ა ნუ რუსული სამყაროდან, მით სიღატაკე,უპერსპექტივობისაგან ... თავს დავიხსნით და...-ა რ არის ღთული გასაგები!
გლახუნა
06 დეკემბერი 2020 00:26
6
შერკინება რო აღარ გივარგათ ფიზიკაშიც ყველამ გაჯობათ ბურთი ხელიდან გივარდებათ ფეხით ვერ თამაშობთ ამას როდის თქვენ ისწავლით და ეს წინსვლააო გინდათ დაგვაჯეროთ
შოკირებული გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 21:32
7
და კიდევ - ს ა ჭ ი რ ო ა რაგბის ფედერაციამ სერიოზულად ი მ უ შ ა ო ს - ამ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭების ბ რ ი ტ ა ნ ე თ შ ი-ც -ბრიტანულ ლიგებში სათამაშოდ ორგანიზებას- იქ ფიზიკური მომზადება და დ ი ს ც ი პ ლ ი ნ ა სერიოზულად განამტკიცებს- განავითარებს ქართველ ბიჭებს- მორაგბეებს ...
გლახუნა
05 დეკემბერი 2020 21:19
3
Nugamoaqveyneb adminnnn რამე დავწერე ან უზრდელური ან არა სამართლიანი???
..
05 დეკემბერი 2020 21:18
1
ბევრი შრომა მოგვიწევს, რამდენადაც სამწუხარო და საწყენი იყოს, ჯერ ახლოც კი ვერ ვართ უმაღლესი დონის გუნდებთან... ჩვენნაირი ტანი , ჯანი , სიმაღლე და სიმდაბლე)) ერთნაირი გვაქვს, მაგრამ კლასს რა ვუყოთ? ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან დაბევრად წინ არიან, მაგრამ ამ თამაშებით იმედია მალე მოხდება ჩვენი პროგრესი( მაგალითი არგენტინაა და აგერ ზელანდია დადეს ბეჭებზე))... შერკინებიდან უცხოელი მწვრთნელები რაც შეიძლება მალე უნდა მოშორდნენ, (თორემ ჩვენი ძიუდოისტების ბედს გავიზიარებთ იაპონელებმა კარგად რომ შეგვისწავლეს და დღეს ვეღარ ვუგებთ მათ. წარმატებები ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ შემდეგში დაადუღებთ მათ უეჭველად, გენაცვალეთ...
სოსო
05 დეკემბერი 2020 21:05
4
ჩვენ გვაქვს პრობლემები იმის გამო, რომ ბიჭები ჯერ პატარები არიან და ასეთ ძალისმიერ სპორტს ასაკიც ჭირდება, ფიჯი დღეს არის ასაკით ოპტიმალურ პერიოდში მსოფლიოზე ძალიან გაუჭირდებათ რადრადა და ნადოლო თუ არ ეყოლებათ.
შერკინებაში უცხოელ მწვრთნელს, რაც შეეხება ჩვენი შერკინება მაგ უცხოელის დამსახურებაა. სახელი დიდიე ბესი თუ გეუბნება რაიმეს?
#15-ზე დავასრულოთ უნდა სოსოს აჭარულის ცეკვა არ არის ნაკრები მაგის საქმე.
ნინიაშვილმა თუ ესე გააგრძელა კაი იქნება და ახალი პატარა ბიჭები კარგად გამოვიდნენ.
me
05 დეკემბერი 2020 22:17
3

სიახლეები პოპულარული