მაისაშვილი: თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი - ახლა სულ სხვა გუნდი ვართ

AutoSharing Option
ფიჯისთან "რვა ერის" მეოთხე ტურში 24:38 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ,
ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გასწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /

უკვე დამღლელია ეს ყველაფერი რა აღარ შეიძლება ესე რა.

რაგბისტები რომ ბოლომდე იბრძვიან ეგ უკვე გასაგებია,
90-ნი წლებიდან როცა ლოკომოტივის პარკინგზე ვარჯიშობდნენ, მერე თამაშებზე ტვინის შერყევით მოდანზე ბრუნდნებოდნენ და ლელოებს დებდნენ ვიცით ეს, ყველა ასე თამაშობდა მაშინაც და ეხლაც ამისათვის დიდი მადლობა ყველას.

მაგრამ სამწუხაროდ მარტო ბოლომდე ბრძოლით რომ თამაშების მოგება არ გამოდის
ესეც ალბათ ყველასთვის ნათელია.

მე ვფიქრომ ყველზე დიდი პრობლეა არის ის რომ რაგბის ფედერაციას და მთავარ მწვრთნელს არ აქვთ საჯაროდ გაცხადებული იდეა თუ როგორი ნაკრები უნდა გვქონდეს საით მივდივართ და როგორ,
უფრო სწორედ როგორ ნაკრებს ვაშენებთ იმ რესურსით რაც გვაქვს ეხლა და გვექნება უახლოეს 5-8 წელში. ( ამის განსაზღვრა წესით არაა ძნელი )
მაგლითად საჯაროდ თქვან რომ:
1. ვაშენებთ მსუბუქ მობილურ ნაკრებს რომლის კოზირი იქნება: სწრაფი ხელდახელ თამაში, დისციპლინა, ორგანიზებული დაცვა, თითქმის იდალურად დამუშავებული აუტი, მოლი, საბრძოლო გადკიდება და სხვადასხვა კომბინაციები(ანუ დაახლოებით იაპონიის სტილის გუნდს )

ან

2. ვაშენებთ მძიმე აგრესიულ ნაკრებს რომლის კოზირები იქნება : დომინანტი ძლიერი შერინება, ფიზიკურიად მოწინააღმდეგის დაჩაგვრა, დაცვაში საიმედო მძიმე უკანა ხაზი ( მაგ: მაჩხანელის სტილის ) რომლებსაც შეეძლებათ შერკინებით მოპოვებული უპირატესობის ბოლო მომენტში, სისწრაფეში მაქსიმუმ 3-4 პასის გაკეთება და ლელოს დადება.

როდესაც იქნება დასახული მკაფიო მიზანი რისკენ მივდივართ მაშინ შესაძლებელი იქნება უფრო სწრაფი პროგრესი:
მაგლითად: რაგბისტს რომელსაც უნდა მოხვდეს ნაკრებში ეცოდინება რომ თუ ნაკრებს სჭირდება დიდი ძლიერი აგრესიული შერკინება, გადააკვდება შტანგას თუ სჭირდება სწრაფი მოძრავი შერკინება უფრო ყურადღებას დაუთმობს ტექნიკას და სისწრაფეს.
ეს მოგცემს უფრო დიდ საჭირო შევსებას კონკურენციას და განვითარება იქნება უფრო სწრაფი.

ასევე რაც მთავარია შესაძლებელი იქნება წარმატების/წარუმატებლობის შეფასება. ( რაც აი აი როგორ არ აწყობს რაგბის ფედერაციას და მთავარ მწვრთნელს სასწაულად, მერე ხომ მოუწევთ ნამდვილად ფიქრი და მუშაობა და არა იარაღის ქნევა ფედერაციაში და გარჩევების მოწყობა)

ეხლა კიდე ვერ ვხდები რისკენ მივდივართ:

ვართ ერთ ჩაკეტილ წრეში სადაც შეუძლებელია შეფასდეს წარმატება/წარუმატებლობა
რადგან შეიძლება პროგრესი იყოს წაგებაში და რეგრესი გამარჯვებაში.. მაგრამ როგორ უნდა შევაფასოთ რა კრიტერიუმით??

თუ წავიდა თამში და მოვიგეთ გამარჯვებულებს არ სჯიან თავი დაანებეთ აი რა მაგრები ვართ......
თუ წავაგეთ და ხომ იბრძოლეს ბიჭებმა ბოლომდეო ეგაა პროგრესიოოო..............

ყველა ამბობს ვცდილობთ ავაშენოთ ძლიერი ნაკრები რომელიც ტოლ სწორად ეთამაშება პირველი რანგის ქვეყნებს და ღირსეულად ითამშებს 2023 წლის მსოფლიოზე

გასაგებია

მაგრამ როგორი სტილის ნაკრებს ვაშენებთ თქვით ეს დ..... მ.... ჩვენც რომ ვიცოდეთ არ შეიძლება?


რაც შეეხება ამ ტურნირზე გამოსვლას წყალში ჩაყრილი კიდე ერთი შანსი იმედია არა უკანასკნელი.

ერთი რაზეც მწყდება გული არის ის რომ.

შერკინებაში (მარტო სტატიკას არ ვგულისხომ ზოგადად) სახეს ვაძრობდით ან ტოლს არ ვუდებდით ნებისმიერს ეხლა კიდე ფიჯელი შერკინების მოთამაშეები და სხვებიც მანამდე ისეთი სახიეებით გამოვიდნენ მოედნიდან თითქოს მსუბუქი ვარჯიში დამთავრდაო, არადა მამუკა, ვიტო, ბინგო, ნემსაძე, ჩაქუჩა და ა.შ რომ ყოფილიყვნენ შეიძლბა ისევ წაგვეგო მაგრამ მოწინააღმდეგის რაგბისტები 1-8-ნომრის ჩათვლით თამაშის მერე საკუთარ სახელს ვერ გაიხსენებდნენ.

აგრესია დაიკარგა თითქოს უფრო რბილი ხასიათის გახდა ჩვენი შერკინება ეგაა ყველაზე საწყენი.

გასაგებია რომ ახალგაზრდები არიან მაგრამ გავა წლები, ძალა, კუნთოვანი მასა მოვა მაგრამ აგრესია არა. აი გამეტებით რომ წახვალ მოწინააღმდეგეზე ეგ ან გაქვს ან არა.

P.S რაგბში არის ერთი უსიამოვნო მომენტი როდესც შენზე მოდის შერკინების მოთამაშე რომელსაც არც ტრავმის არ ეშინია არც მანძილის მოგება უნდა და აქვს ერთი მიზანი გაგაპოს შუაზე ხოდა და თუ გაგაპო იმ თამაშში შენი ფასი არის 0.
აი ეს იძლევა ფსიქოლოგიურ უპირატესობას.... არადა ეგ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი მოწინაღმდეგე დაგვიყვანია მაგ ნულოვან მდგომარეობამდე, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ვეღარ ვხედავ ამას და ძალიან მწყდება გული მაგაზე.

კი ვხედავ კარგ კონტაქტებს ბურთის წაღებას მაგრამ ეგ ბურთის წაღებაა თამაშის ასპექტია რომელსაც ბევრი ჩვენი ეხლანდელი რაგბისტი ძალიან კარგად ასრულებს...
მაგრამ ეგ სხვაა და ბურთს რომ აიღებ ვიღცას ამოიღებ მიზანში რომ შუაზე გაგლიჯო ეგ სხვა, ეჰ ტეხავს თან მაგრად ტეხავს

მაგალითად მიქაუტაძე უმაგრესი რაგბისტი უდიდესი სამუშაოს შემსრულებელი მაგრამ არ აქვს ეს აგრესია და მორჩა.. ( არადა ერთხელ "რაღაც ბზიმა უკბინა" მსოფლიოზე ზელანდიასთან ერთ მომენტში ხოდა გაათრია ყველა და ყველაფერი ძლივს გააჩერეს კოჭებში ბოჭვით. ) მაგრამ მიქაუტაძეს გვერდით ყავდა ყოველთვის ისეთი ვინმე ვინც მის წილ აგრესიას იღებდა თავის თავზე რასაც მოწინააღმდეგე თავის გვერდებზე გრძნობდა ეხლა კიდე ეჰ..
0
ჩემი კომენტარი და ნააზრები ჩემს სახელშია ნაჩვენები, მოკლედ და ლაკონურად, რასაც ვერაფერს დავამატებ
არა-მაისაშვილს! არა-მათიაშვილს!
04:10 07-12-2020
0

სიახლეები პოპულარული