მაისაშვილი: თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი - ახლა სულ სხვა გუნდი ვართ

AutoSharing Option
ფიჯისთან "რვა ერის" მეოთხე ტურში 24:38 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ,
ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.

გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გასწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
ტქვენ ნახეთ მალე რას უზამს რუსეთი მაისაშვილის და მათიაშვილის ნაკრებს...
amati argaishva
06 დეკემბერი 2020 00:31
31
უნდა გავაგრძელოთ და შედეგი იქნება. მეტი გაბედულობა ბიჭებო, მეტი შემართება.
ლუკა
05 დეკემბერი 2020 22:54
12
მარტო მწვრთნელს ნუ დავაბრალებთ,უყურეთ 120_130კილოიანი ტიპები რა სიჩქარეებით დარბიან და აკეთებენ თამაშს?! და ჩვენები?
Paata123
05 დეკემბერი 2020 22:50
6
ამდენი ხანი ვწერ და ამ მწვრთნელს შერჩევა უნ და დააბრალო და ყველა მწვრთნელს და ფედერაციას არსწორი მიდგომ. ბავსვობიდან 7კაცა უნდა ითამაშოს ყველამ როგორ მთელ მსოფლიოში და მაგირტომ დარბიან ასე სწრაფად ამხელა გოლიათი ხალხი და ბურთსაც თამაშობენ იდეალურად, ოფლოუდებით და ყველაფრით, როგორც უკანა ხაზი ასევე შერკინების მოთამაშეები. სამხრეთ ნახევრსფეროს გუნდები განსაკუთრებით მერე შერჩევა ხდება, რაგში მორჩა ფეხბურთის აღნაგობის და ჭკუის ხალხის დრო. ადვილი სათამაშო არ არის. შეხედეთ რამხელა პირველხაზელები ჰყავდა ყველა გუნდს და უკვირთ მერე როგორ ვერ დაუდგა ჩვენი შერკინება. Dგომა იჭყება პირველიხაზიდა და მიწოლა მეორე და მესამე ხაზიდან, მაგრამპირველი ხაზი დუ დაბლები და მჩატეები არიან ვერ ქაჩავენ. Mოკლედ სანმ შვიდკაცას არ ივარჯკიშებს მთლეი გუნდი და ასევე არ დაუქირავებენ სირბილის პროფესიონალურ მწვრთნელს და სწორ სირბილს არ ისწავლიან ისევ ამ დონეზე ვიქნებით კარგა ხანი. მთელ ტერფზე სირბილით ვერავინ ვერავი გაასწრებს თან უმეტესად მოკლე სპრინტებია აქ და აქა იქ 40 მეტრიანი, ამიტომ ყველამ მოკლე სპრინტი უნდა ივარჯიშოს და ასევე 100 მეტრიანი.
niko
06 დეკემბერი 2020 03:53
2
ფიჯისთან მოგების არანაირი შანსი არ დაიტოვეთ საკუთარი შეცდომების გამო, ბატონო მაისაშვილო
გიორგი
05 დეკემბერი 2020 21:41
5
"თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით"-ო,!
თუ დავიზუსტებთ ამინც რაში ტანაშობდითმ კონკრეტულად - რაქში? აუტში, შერკინებაში, ფეზით ტამაშში, პოზიციურად და.აშ. მაინც რაში?

რა ქასიც იყო ის არის. დავრჩით რუსეთი, რუმინეთის და ესპანეთის დონეზე, ნუუუუ ბელგი გერმანია და პორტუგალიაზე კი ბატონო, უკეთესები.ასეთი მწვრთელით (ებით) და ასეთი მომზადებით ჩევი ადგილი არის იქ სადაც ვართ და არა იქ სადაც ახლა ვითამაშეთ. უკაცრავად, გვათამაშეს და გვაჩვენეს ჩვენი ადგილი.

რატომ ვკარგავთ დროს, შანსებს და ენერგიას ამ მწვრთელის ხელში? რატომ არ არავინ ცდილობს ნორმალური მწვრთელის მოყვანას?

ასეთ
იდალგო
05 დეკემბერი 2020 21:31
12
შენ ციტირებ,თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდითო.მაისაშვილი კი ამბობს,თამაშიდან თამაშამდე,უკთეს რაგბს ვთამაშობდითო.შინაარსობრივად,ძალიან დიდი განსხვავებაა.
სოსო
06 დეკემბერი 2020 14:40
2
მილტო0ნ ჰეიგის დროსაც არ ბრწყინავდნენ ბობოლებთან, თუ არვცდები მეორე ტაიმში პირველად შეძლეს პირველ ტაიმზე მეტი ქულის აღება ისტორიაში.
m.m
05 დეკემბერი 2020 23:33
20
გასაგებია, მაგრამ ეგ არის თამაშის აზრიც, რომ წნეხიდან უნდა დავაღწიოთ თავი. ყველა მეტოქეც იმას ცდილობს, რომ მოწინააღმდეგე წნეხში მოაქციოს და ასე დაამარცხოს. უბრალოდ ჩვენ საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ და ესეც არ იქნება საკმარისი ფიჯის დონის გუნდების დასამარცხებლად - გუნდს არანორმალური ფიზიკური და ინდივიდუალური მონაცემების მოთამაშეები ჰყავს.
:))))
05 დეკემბერი 2020 21:00
1
ან ტურნირზე ფიჯი მაისაშვილს რომ გამოეყვანა და საქართველო კოტტერს, გუშინდელ დაპირისპირებაში ვინ ვის მიაქცევდა წნეხში?!
დიმა
06 დეკემბერი 2020 09:43
1

სიახლეები პოპულარული