ფიჯისთან "რვა ერის" მეოთხე ტურში 24:38 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ,
ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია.
გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გასწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია".
მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ,
გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გასწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია".
rugby.ge
თუ დავიზუსტებთ ამინც რაში ტანაშობდითმ კონკრეტულად - რაქში? აუტში, შერკინებაში, ფეზით ტამაშში, პოზიციურად და.აშ. მაინც რაში?
რა ქასიც იყო ის არის. დავრჩით რუსეთი, რუმინეთის და ესპანეთის დონეზე, ნუუუუ ბელგი გერმანია და პორტუგალიაზე კი ბატონო, უკეთესები.ასეთი მწვრთელით (ებით) და ასეთი მომზადებით ჩევი ადგილი არის იქ სადაც ვართ და არა იქ სადაც ახლა ვითამაშეთ. უკაცრავად, გვათამაშეს და გვაჩვენეს ჩვენი ადგილი.
რატომ ვკარგავთ დროს, შანსებს და ენერგიას ამ მწვრთელის ხელში? რატომ არ არავინ ცდილობს ნორმალური მწვრთელის მოყვანას?
ასეთ
Maisashvili xan msajs abralebs xan cvimas xan ras xan ras Kai ra martla
ისე 30 კაციანი შემადგენლობაც ოპტიმალურისგან ძაან შორს იყო. ის მოთამაშები რომლებიც დიდ 10-იც ვერ გამოირჩევიან ეროვნულში არ უნდა წაიყვანო.
ბიჭებს დიდი მადლობა, ბოლომდე დადეს თავი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის.