"ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასზე" უკეთესი გახდა - ამბობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა ფედერაციის საიტთან ინტერვიუში "ბორჯღალოსნების" შესახებ და მათთან მომავალ მატჩზე ისაუბრა.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე საქართველოს ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასზე"?
- ქართველებისთვის ეს მსოფლიოს მინი-ჩემპიონატი იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, პირველი დონის საუკეთესო გუნდებთან თამაშით ბევრი რამ ესწავლათ და ტურნირის მიმდინარეობისას უკეთესები გახდნენ. ინგლისთან და უელსთან გაუჭირდათ, სამაგიეროდ, ირლანდიელებს შესანიშნავი ლელო გაუტანეს და ამან ფიჯისთან თვითდაჯერებულობა შესძინათ.

- თბილისურ მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექპერიმენტირებისთვის მზად ხართ?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ "ექპერიმენტირება" სწორი სიტყვაა. შესაძლოა, უკეთესი იქნება ცვლილებებზე
ვილაპარაკოთ. "ცვლილებათა მართვა" კი ყოველთვის ძალიან რთულია, თვით უკეთეს დროს, ვიდრე ახლაა, მაგრამ არჩევანი არ გაგვაჩნია.

სამაგიეროდ, გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები. ასე რომ, უნდა მოვინდომოთ და ამოცანას თავი გავართვათ. რაც მეტ მატჩებს ჩაატარებს ეროვნული გუნდი, მით უფრო სწრაფად გამოსწორდება სიტუაცია. დღევანდელი მოქმედება (ეს ეხება ყველას, ვინც დაკავშირებულია რუსულ რაგბისთან) განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას ან წარუმატებლობას 5 წლის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბორჯღალოსნები გახდნენ, ალბათ
Dato
23:31 13-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული