საქართველო-რუსეთის მატჩს ფრანგების ნაცვლად რუმინელები იმსაჯებენ

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩს ფრანგების ნაცვლად რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

"რაგბი ევროპამ" გადაწყვეტილება შეცვალა და მატჩის მთავარ მსაჯად ალეკსანდრუ იონესკუ დანიშნა, ლაინსმენებად კი - კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ.

ამაზე კომენტარი იონესკუმ გააკეთა: "ნოემბერში პორტუგალიასა და ბრაზილიას შორის ჩემი პირველი საერთაშორისო მატჩი ვიმსაჯე. ვფიქრობ, სწორედ ამ თამაშის მსაჯობამ გამოიწვია ჩემი ახალი დანიშვნა. ეს ევროპული და მსოფლიო სარაგბო საზოგადოების რუმინელი არბიტრების მიმართ ნდობაზე მეტყველებს, რაც დიდი პატივი და პრივილეგიაა. დარწმუნებული ვარ, ორი ძლიერი მეტოქის საინტერესო
დაპირისპირებას ვიხილავთ, პირადად ჩვენთვის კი ეს რუმინული მსაჯობის დონის დემონსტრირების შესაძლებლობაა".

ეს შეხვედრა თბილისში 7 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედი მაქვს ღმერთი არ გაგიწყრებათ და ტურნირისთვის არაფასეულ მაგრამ ქვეყნისთვის უპრინციპულეს მატჩს სალაპარაკოს არ გახდით რაიმე მხრივ მაინც(დამატებით სხვა არა სახარბიელო გარემოებები იწვევნ ქართულ რაგბში არასტაბილურ გარემოს, რისი გამოყენებასაც ჩვენი "ერთ მორწმუნე" მეზობელი ეცდება თავის სასიკეთოდ. ვინმემ არ თქვათ ეხლა პოლიტიკა და სპორტი არ ერთმანეთს არ კვეთენო, ესეთი მიამიტობა არ გვეკადრება.) ბიჭებო მსაჯთა ბრიგადის შეცვლა კარგი არ არის და მზად იყავით რომ 18 წინააღმდეგ მოგიწევთ ბრძოლა. ამ გაჭირვების ჟამს ჰაერივითაა საზოგადოებაში საჭირო ის დადებითი მუხტი რასაც თქვენ გვანიჭებთ.
ქომაგი
31 იანვარი 2021 14:28
1

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცას ძალიან სურს რუსეთის გამარჯვება და ჩვენ თითქოს ამას ვერ უნდა ვგრძნობდეთ. ღმერთმა არ ქნას და ვერც წარმომიდგენია როგორ უნდა მოგვიგონ, მაგრამ ბიჭებო ძალიან გთხოვთ მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ და მაგათ კიდევ ერთჯერ ათქმეცინეთ რომ ძალიან დიდი უსკრულია ჩვენ ნაკრებებს შორის და ამ საუკუნეში
ქართველი
30 იანვარი 2021 13:50
1
ცუდის ნიშანია! ბიჭებო ფრთხილად იყავით, ვინმეს შემთხვევით ხელი არ წაუცდეს
არ გამკიცხოთ, მაგრამ ყოველთვის არსებობს მოსყიდვის საფრთხე, თუ შანსი მიეცათ რუსები ფულს არ დაინანებენ ჩვენთან გამარჯვების საყიდლად
მინიმუმ სანამ ქართულ მიწებს არ დავიბრუნებთ, რუსებს არ უნდა გავამარჯვებინოთ ძმებო!
გიორგი
29 იანვარი 2021 04:09
0
იმედია მიკერძოებას ადგილი არ ექნება!
SL
28 იანვარი 2021 20:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული