მერაბ შარიქაძე: რუსეთი მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება

AutoSharing Option
7 თებერვალს რუსეთთან "მიხეილ მესხზე" გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" ღია ვარჯიში გამართა.

პანდემიიდან გამომდინარე, ღია ვარჯიში წინამორბედებისგან განსხვავებული იყო და მას მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი ვერც მატჩის დღეს შეძლებს ტრიბუნიდან მორაგბეების გამხნევებას.

ლევან მაისაშვილი: "ახალგაზრდებს ადაპტირების კარგი უნარი აქვთ"

ღია ვარჯიშის შემდეგ ლევან მაისაშვილმა მომავალი მატჩისთვის მზადებასა და სელექციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, გაფართოებულ შემადგენლობაში ათი უკეპო მორაგბე მოხვდა, კიდევ რვას კი 10 კეპიც არ უგროვდება.

"მზადება ორ ნაწილად გავყავით. გრძელვადიან პერიოდზე გათვლით, შეკრებაზე მოთამაშეთა დიდი ჯგუფი
შემოვიყვანეთ, რომელთა ნაწილს რუსეთთან არა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. მზადების დასკვნით კვირაში აქცენტი იმ კომპონენტებზე გაკეთდა, რის ჩვენებასაც რუსეთთან ვაპირებთ. ვფიქრობ, მზადების პროცესმა ნაყოფიერად ჩაიარა.

დრო საკმარისი არასდროსაა, თუმცა ამ ბიჭების უმეტესობას 20-წლამდელთა ნაკრები აქვს გამოვლილი და ადაპტირების კარგი უნარით გამოირჩევა. ისინი მარტივად ჩაერთვნენ პროცესში და სიახლეებს ადვილად უღებენ ალღოს".

მერაბ შარიქაძე: "სავსე ტრიბუნებიდან სხვა მუხტი მოდის"

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ ნაკრებში ახალგაზრდების შედინება მზადების პროცესზე დადებითად აისახა და გულშემატკივრებს, რომლებიც 7 თებერვალს ტრიბუნებზე ვერ იქნებიან, ტრადიციულად, ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

"ეს ბიჭები დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდნენ, რაც სავარჯიშო პროცესზე დადებითად აისახა და მათი ძალიან მეიმედება. როგორც ყოველთვის, რუსეთი მატჩამდე ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება. ამბობენ, რომ გამარჯვება უნდათ… ჩვენის მხრივ, ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, გულშემატკივარი გავახაროთ. რუსეთმა შიდა ჩემპიონატის ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და სიახლეებით არ გამოირჩეოდა. ისინი, ტრადიციულად, ფეხით ეცდებიან ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას და იქ ხელდახელ თამაშს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

სავსე ტრიბუნებიდან და 80 წუთის განმავლობაში ერთგული ქომაგობიდან უდიდესი მუხტი მოდის. სამწუხაროდ, ამ თამაშს გულშემატკივარი ვერ დაესწრება, მაგრამ უფლება არ გვაქვს, ამან ჩვენზე იმოქმედოს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსეთის დონის ნაკრებებთან გამოჩნდება ის რაც ვითამაშეთ გრანდებთან რამდენად განვითარდით!! ძალიან ადვილად უნდა მოვუგოთ და დავანახოთ რუსეთის მსგავს ნაკრებებს რომ ჩვენ სხვა დონის ლიგაში თამაშს ვიმსახურებთ.
აზრი
22:37 04-02-2021
1
ვფიქრობ,ახალგაზრდებს აუცილებლად მეტ დროს მისცემს მაისაშვილი და რაქიდან ბურთის გამოტანის დაჩქარებაზე გააკეთებს აქცენტს.ეს, პირველ რიგში გამოსასწორებელი კომპონენტია,ჩვენს თამაშში და ერთბაშად დიდ უპირატესობას მოგვცემს,შეტევის დროს.
სოსო
23:20 04-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული