საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -  16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.

საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე

მკითხველის კომენტარები / 40 /
ბოლო წლების ყველაზე ცუდი თამაში და ყველაზე ცუდი გუნდი
გიორგი
07 თებერვალი 2021 16:52
4
ერთა თასი არ გვეკადრება, გავიზარდეთო... და ამ თამაშით რა ეტყობა რომ გავიზარდეთ? მგონი შესაფერის გათამაშებაში ვართ
გიორგი
07 თებერვალი 2021 19:25
8
უკეთეს გუნდებთან თუ არ ვითამაშეთ - სულ ამ დონეზე დავრჩებით, რეგრესიც სავსებით შესაძლებელია, რისი ნიშნებიც გვაქვს, მაგრამ იმედია მაღალი დონის მწვრთნელი დაგვაძლევინებს, თუმცა ისიც ჯერ საშოვნელია...
Dato
08 თებერვალი 2021 00:38
0
სამწუხარო რეალობაა, ჩვენ ერთი ნაბიჯითაც ვერ დავუახლოვდით თანამედროვე რაგბის. 5 გადაბმული პასი არ უნდა იყოს რუსეთთან პრობლემა, დერეფანი კატასტროფული, დისციპლინა ნული
თორნიკე
07 თებერვალი 2021 17:15
2
შეცვალეთ მწვრთნელი სანამ დროა!!!!!!!!!!!
თაზო
07 თებერვალი 2021 17:18
3
რუსეთს პროგრესი აქვს აშკარად წინ მიდიან, ჩვენ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ბობოლებთანაც მოვუხშირეთ სპარინგებს, აშკარად ვტკეპნით ერთ ადგილს...
Mose
07 თებერვალი 2021 18:53
0
გავკადნიერდები და ვიტყვი,რომ ჩვენ გუნდს კვალიფიციური მწვრთნელი აკლია.
თერჯოლელი
07 თებერვალი 2021 17:24
3
რას ბრძანებთ! ასეთ დაუნახაობა შეიძლება? ქების მეტი რა გვეთქმის!
komi
07 თებერვალი 2021 17:56
3
ნამდვილად არ და ვერ ვიქნები კმაყოფილი მიღწეული შედეგით. რუსებს უნდა ვჭამდეთ 6 ერზე თუ პრეტენზია გვაქ. დანარჩენი დასკვნები ჩემზე მეტად რაგბში ჩახედულებმა გააკეთონ.
Nika
07 თებერვალი 2021 18:51
1
ასეთი თამაშით ექვსი ერის გუნდებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა ძალიან გაჭირდება.
Baxt
07 თებერვალი 2021 17:20
3
Კარგია რომ ისტორია მარტო შედეგს დაიმახსოვრებს და არა დეტალებს....
ალიოშა
07 თებერვალი 2021 19:28
4
დავიჯერო, ვერ ატყობთ, რომ უკან უკან მივდივართ, ხარისხითაც და შემართებითაც?თუ არ დალაგდა დროზე ფედერაციაში ვითარება და ახალი მწვრთნელთა შემადგენლობა არ მოვიდა, რეგრესი შორს წავა იქიდან ამოსვლა გაგვიჭირდება
ალეკსანდრე
07 თებერვალი 2021 18:18
1

სიახლეები პოპულარული