მაისაშვილი: წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით

AutoSharing Option
რაგბის ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში რუსეთის 16:7 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით.

დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა
მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო.

შესაძლოა, ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას, მაგრამ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა, მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 38 /
ამ ტიპის თამაშებში ეს ხდება, იმ ტიპის თამაშებში ის ხდება, აბა როდის არ ხდება? იმის არ იყოს წვიმდაო მოედანზე (მარტო ჩვენთვის რომ წვიმს ხოლმე და მეტოქესთვის არა)
თემო
20:24 07-02-2021
1
ფეხბურთის არ იყოს რაგბში რა გახდა მაღალი დონის მწვრთნელი რომ მოვიყვანოთ, თან ფეხბურთისგან განსახვავებით რაგბში ნაკრები ბევრად მაღალი დონის სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული. ბოლოს რუსეთთან ესე როდის გაგვიჭირდა მოგება, ჯარიმები გააცუდა რუსეთის დამრტყმელმა, თორემ ეგენი რომ გაეტანა სერიოზული ნერვიულობის გადატანა მოგვიწევდა ბოლო წუთებში. ჩემი აზრით რუსეთის დონის ნაკრებებს მინიმუმ +30 ქულით უნდა ვამარცხებდეთ,!!
ZAZA
20:24 07-02-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული