მაისაშვილი: წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით

AutoSharing Option
რაგბის ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში რუსეთის 16:7 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით.

დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა
მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო.

შესაძლოა, ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას, მაგრამ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა, მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 38 /
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს მოგებისთვის!
მართალია გვანერვიულეს, მაგრამ რას ვიზავთ თავადაც ნერვიულობდნენ.
ეხლა რაც შეეხება მაისაშვილს, რომ მიადექით და თათხავთ, მან დაინიშნა თავისი თავი ნაკრების მწვრთნელად თუ რა?.. სანამ რაგბის კავშირიში მოძებნიდნენ, შეარჩევდნენ ნაკრებისთვის მწვრთნელს ლევანი იყო დროებითი. შესაბამისად რომ ვერევის შეუთანხმდნენ ნაკრების გაწვრთნაზე მაგიტომაც დარჩა ნაკრების მწვრთნელად. ხოდა როგორც კი რაგბის კავშირში მოაგვარებენ ახალი მწვრთნელის საქმეს, ლევანი ისევ გადავა მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ან თვითონ მოიფიქრებს.
შესაბამისად ნაკრები მწვრთნელის გარეშე ვერ იქნებოდა და მადლობა ლევანის და ყველას, ვინც გუნდს გვერდით უდგას!
2
იქნებ ჯერ აზერბაიჯანი სომხეთის და თურქეთის ნაკრებებს მოვუგოთ და მერე ვიფიქროთ 6 ერზე
გიორგი
18:24 09-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული