იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Sports Mail-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალია 6 ერში თამაშს იმსახურებს და საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია.

"ძალიან ადვილია შეკითხვის დასმა იტალიის შესახებ, თუმცა, როცა მათი თამაშის სტილს უყურებ, ცალსახად, ისინი საქართველოზე უკეთესები არიან. იტალია ფრანკოს ხელმძღვანელობით კარგი რაგბის თამაშს ცდილობს.

ეს საკითხი სულ დგას და იქნება: "რა უნდა მოხდეს 6 ერთან დაკავშირებით? დაქვეითების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს თუ არა? მიმაჩნია, რომ იტალიამ ელიტაში ადგილი დაიმსახურა და ჩემი აზრი არასდროს შეიცვლება, ის კი გულისხმობს, რომ რაგბის
განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ასევე, ოკეანეთის ძლიერი ნაკრები გუნდები გვყავდეს. როგორ უნდა განვავითაროთ რაგბი?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ. ყველას უნდა გვსურდეს საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი გუნდების განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არ ჩავკლათ რაგბი იმ ქვეყანაში, რომელშიც ის მაღალ დონეზეა".

ირლანდიელი მიიჩნევს, 2018 წელს, იტალიის მიერ საქართველოს დამარცხება (28:17) მნიშვნელოვანი დეტალია და აცხადებს, რომ საქართველოს ძლიერი ფორმა იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი დონის გუნდებს პერიოდულად ეთამაშებიან, ხოლო იტალიას კი ტიერ 1 გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველ კვირას უწევს.

"იტალია მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშება და არც ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ხალხს ბევრი ფიქრი მოუწევს იმისათვის, თუ როგორ ეთამაშონ საქართველოს 6 ერში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თამაში 500 სხვადასხვა ვარიანტის დასამუშავებლად გამოიყენოს. ეს სხვა შეჯიბრებაა", - თქვა ო'შიმ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ობიექტურად შევხედოთ, ვიყოთ რეალისტები და მართალია, იტალიას ამ ეტაპზე საქართველოზე უკეთესი გუნდი ყავს
ბქს321
16:00 11-02-2021
7
6 ერში არ გვიღებენ, ნატოში არ გვიღებენ, ევროკავშირში არ გვიღებენ. საცხა მაინც შეგვიშვით, თქვე შობელ...
mamuka09ze
16:30 11-02-2021
0

სიახლეები პოპულარული