"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიას მძიმე ბრძოლაში სძლიეს და ბონუს ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო,  შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის
შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.

გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
6 ერის გამოცდილება,როდის უნდა გამოვაჩინოთ?მათიაშვილი,აფრასიძე,ესენი ამ თამაშში და სხვებიც ხომ არიან,ვინც 20 წლამდეწლთა ნაკრებში,ძალიან მ,აღალ დონეზე ასრულებდნენ დარტყმებს,21 წლამდეც მიიყოლიეს ეს სიზუსტე,მერე კი ყველამ გააუარესა ხარისხი და ახლა,ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს,მათი ფეხით თამაში.ვერც ერთი დაკიდებული ბურთი ვერ მოვიგეთ და უამრავჯერ დავჯარიმდით.შერკინება რომ შერკინებაა და პორტუგალია მუდამ სუსტი იყო,აქაც კი მოვახერხეთ, რამდენჯერმე დაჯარიმება.ერთი ეგ არის,რომ მოლში ვაჯობეთ ძალიან და ხაზში ვერ გვიდგებოდნენ,კარგად რომ დაერტყათ ჯარიმები,წასაგები თამაში იყო,აქ კი,ტკბილი ლუკმისათვის,ერთმანეთს სჭამენ ვითომ პატრიოტი ვაჟკაცები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ,რას იზავს ნაკრები.
სოსო
06 მარტი 2021 22:54
5
4-5 წელია უფრო უკან მიდის ნაკრები ვიდრე წინ, არცერთ კომპონენტში სიახლე არ ჩანს, უფრო უკუსვლა- შერკინება ისეთი ვეღარ არის, ის რომ პორტუგალია დაიღალა და წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწია თვითკმაყოფილების საბაბს არ იძლევა, ფეხბურთისგან გასხვავებით რაგბიში ჩვენი ბიჭები მეორე ტაიმში უფრო იხსნებიან, მართალია მეტოქის დაღლის ფონზე. ამდენი შეცდომა?! მაპატიონ ბიჭებმა და სტაფმა, მაგრამ სათამაშო აზროვნების-დისციპლინის დეფიციტზე მიუთითებს, საკლასო მეცადინეობები აკლიათ, ჯერ კლასში წესების ცოდნაში გამოცდა უნდა ჩააბაროს ნაკრების წევრმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუშვა მოედანზე..... ეს სხვა დისციპლინებსაც ეხება თუმცა ნაკლებად იმიტომ, რომ რაგბში ბევრი წესია...
გუსანი
06 მარტი 2021 22:52
1
მე მგონი ბევრს ვთხოვთ ძალიან ჩვენს ნაკრებს, არ ვართ ის გუნდი რომ ყველა თამაში 40 და 50 ქულით მოვუგოთ მეორე ეშელონის გუნდებს. ბევრად გამოცდილი გუნდი რომ გვყავდა მაშინაც გვიჭირდა, ერთხელ ბოლო წუთზე ჯარიმა ვერ გაგვიტანეს 22 მეტრიდან და ისე მოვიგეთ. მთავარია კარგი ბიჭები მოდიან, სათამაშო პრაქტიკა გვინდა, უცხოელი მწვრთნელი. იმედია ფედერაცია დალაგდება. სხვანაირად არაფერი გამოგვივა
გიორგი
06 მარტი 2021 22:50
4
კაროჩეეე. ამათმა ამბიციებმა დაგვღუპეს.
kaira
06 მარტი 2021 22:45
2
აფრასიძე აშკარად წვალობდა. მიეცით ალანიას მეტი შანსი, მშვენივრად გამოიყურებოდა , კარგი პასი, ბურთიც დროზე გამოაქვს და ადგილსაც სწორად არჩევს.რაც მთავარია უმატებს.
: )))))))
06 მარტი 2021 22:45
7
მაპატიეთ,მაგრამ ასეთი თამაშით ექვსი ერი?.....მეტად არა ჩემი მტერი,ექვსი ერი კიარა ჯარიმის დამრტყმელი აღარავინაა გუნდში,შერკინებაშიც შევსუსტებულვართ,ერთი მოლი იყო,რომელსაც არაუშავდა და რომლითაც მოვიგეთ კიდეც თამაში,მაგრამ ვისთან "ჭ"კლასის გუნდთან,აი ეს ყველაფერი რაგბის სათავეში აღრევა,დაღრევის,ერთმანეთის ღრენა-კბენის ბრალია და თუ დროზე სათავე არ გაიწმინდა და არ დაიწმინდა,ექვსი ერი კიარა,რაგბი ევროპაც სანატრელი გახდება,სასწრაფოდა საჭირო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის დანიშვნა.
ნიანია ბაკურიანი
06 მარტი 2021 22:41
7
ღირსეულად წასვლა როდის უნდა ვისწავლოთ,გინდ სპორტში და გინდ პოლიტიკაში?მანდამაინც პანღურით უნდა გაგაგდონ?ვინ არის ყველაზე კარგი შემფასებელი თუ არა გულშემატკივარი?ხოდა მოგიწოდებთ დროზე მიიღოთ ზომები!მე პირადათ ამ მოგებას არ ვღებულობ!
ბათუმელი
06 მარტი 2021 22:19
9
რომ მლანძღავდით აქ ზოგიერთები გახსოვთ?
მ.ჰეიგი
06 მარტი 2021 22:12
4
კაკოი პაზორ ნა ვეს რაიონ სლუშაი!
მარტო მოლით მოიგეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ - მიაწექ მარო! ე რა ტყუილად გაჭმევ პურსა!
ოზუზი
06 მარტი 2021 21:58
5
და თამაშ მარტო მოლი გგონია? 80 წუთი მოლის მეტი ვერაფეი ვერ უნდა შეძლო?
ოზუზი
07 მარტი 2021 00:23
4
მოლში თამაში მარტივი გგონია? თან 10 წუთი7 კაცით ვათრევდით მოლში
მოლი ურთულესია
06 მარტი 2021 22:20
4
კარებში რო გაგვეტანა 40მდე ავდიოდით რა არის რა
1-5 ლელეობში
06 მარტი 2021 21:45
1

სიახლეები პოპულარული