რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად პორტუგალიის დამარცხების (29:16) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"პერიოდულად იყო ნერვიულობები, მაგრამ დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. შეცდომები გვქონდა. თამაშამდეც ვამბობდით, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავს უფლებას ვაძლევთ ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რაც ყოველთვის ვერ ამართლებს. ორი ახალგაზრდა მორაგბის დებიუტი შედგა, გვქონდა ცვლილებები შემადგენლობაში და ამავდროულად, დაგეგმილ მიზანსაც მივაღწიეთ.
მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის
გადაწყობა და მართვა. გვქონდა ემოციური პრობლემები დისციპლინაში, დავრჩით კაცნაკლულები და შევცვალეთ ტაქტიკა. გადავედით ისეთ თამაშზე, რაშიც დომინანტები ვიყავით. თავდაჯერებულობა ანგარიშიდან მოდის და გაკეთდა აქცენტი იმაზე, რაც სასურველ შედეგს მოგვიტანდა".
მატჩის დებიუტში შეტევის კარგი შესაძლებლობები გვქონდა და ამ დროს მოთამაშეებს არ ვზღუდავთ, თუნდაც შეტევა 22-იდან დაიწყონ. როდესაც ეს არ გამოდის, საჭიროა თამაშის
rugby.ge
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელს
ო, მუსიე შარლ
გოგმართავთ სრულიად საქართველოს სახელით და თხოვთ გაუწიოთ „ფასილიტაცია“, ხოლო თუ საჭიროა „მედიაცია“, ან კიდევ „მედიტაციაც“ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დაძაბულ სფეროს და ქართული რაგბის ყველა მხარეს. და თუ გნებავთ ტრანსცენენციაც რომ დაწყნარდეს ვითარება და იმნას ,შვიდი და საქმე კეთილი ქვეყანასა ჩვენსა და ყოველთა ქართველთა ზედა.
თქვენი გულისხმიერების იმედად
ყველასგან მიტოვებული და ეული ქართველი ერი
ასეთების ადგილი ახლა ზუსტად მანდ არის.