რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო, შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.
გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.
პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.
შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელს
ო, მუსიე შარლ
გოგმართავთ სრულიად საქართველოს სახელით და თხოვთ გაუწიოთ „ფასილიტაცია“, ხოლო თუ საჭიროა „მედიაცია“, ან კიდევ „მედიტაციაც“ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ დაძაბულ სფეროს და ქართული რაგბის ყველა მხარეს. და თუ გნებავთ ტრანსცენენციაც რომ დაწყნარდეს ვითარება და იმნას ,შვიდი და საქმე კეთილი ქვეყანასა ჩვენსა და ყოველთა ქართველთა ზედა.
თქვენი გულისხმიერების იმედად
ყველასგან მიტოვებული და ეული ქართველი ერი