"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა..." - სოსო ტყემალაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა:

"ვულოცავ ყველას, ეს სანატრელი დღეც დადგა და რაგბის კავშირს პრეზიდენტი ჰყავს. ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. აბუსერიძის მხარდამჭერებს მივმართავ, ძალადობის გარეშე მოხდეს ყველაფერი, რადგან ეს მათ აზიანებთ.

მე მათი მხარიდან ილია ზედგენიძე დავასახელე რაგბის კავშირის გამგეობის წევრად, განათლებით გამოვარჩიე ის. დროებითი გამგეობის წევრებად სხვებიც დავასახელე, მათ შორის, ორი ქალბატონი. თუ ისინი სასამართლოსა და კანონს არ დაემორჩილებიან, რაგბის თემის გარეთ დარჩებიან.

სიცრუე იყო, რაც ქედის გუნდის შემთხვევაში მოხდა, 7
თვის ბავშვის საკითხი გამოიყენეს. "არმიის" კლუბის გუშინ შეცვლილ პრეზიდენტზე მათ ჰკითხეთ. ირაკლისა და მისი მომხრეებიდან ბევრი სიცრუე იყო. ვინ იყო მოსული ჩემ მხარდასაჭერად, იმათაც პროვოკატორებად მოიხსენიებდნენ, რაც ასე არ ყოფილა.

თანამშრომლობისთვის ყველასთან მზად ვარ. ცხადია, ურთიერთობა კონსტრუქციული უნდა იყოს. 30-40 ათასი მორაგბეა, აქ კი 300-500 იყო მოსული, ისინი უმცირესობაში არიან.

საქმის მიმართ ძალიან მძიმედ ვარ განწყობილი. დაახლოებით 6 მილიონი ლარია ვალი. არ ვიცი, რაგბის კავშირში არც ვყოფილვარ, მივიდე უნდა, ვნახო დოკუმენტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შევკრებ გამოცდილ მწვრთნელებს, ისინი შეაფასებენ გაწეულ მუშაობას" - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. მანამდე „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.



მკითხველის კომენტარები / 12 /
არც აბუსერიძისათვის და არც ტყემალაძისათვის პრეზიდენტად არჩევა,მისალოცი საქმე არ არის.ძალიან მძიმე კრიზისია რაგბში და ძალიან ძნელი იქნება მდგომარეობის გამოსწორებაც.დადებით ფაქტორად მენიშნა სოსო ტყემალაძის განცხადება,რომ ილია ზედგენიძეს შეიყვანს გამგეობაში.ჩემი არაკომპეტენტური აზრით,ილია ზედგენიძე იყო ის ადამიანი,ვისი გაპრეზიდენტებაც,ყველა მხრიდან კონფლიქტს დაამშვიდებდა და საქმესაც კარგად გააკეთებდა.ძალიან დიდი იმედი მაქვს,მისი პიროვნული თვისებებისაც და კომპეტენციისაც.არ ვიცი დაპირისპირებული მხარეებიდან ვინაა მტყუანი და ვინ მართალი.რაღაც ასპექტში, ყველას ექნება თავისი სიმართლე,მაგრამ ახლა,სხვა გზა არ არის,რაგბის გულისათვის უნდა იპოვონ შეხების წერტილები და ერთობლივად დაიწყონ საქმის გამოსწორება.
სოსო
19:06 10-03-2021
2
მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი არჩევნები სამარცხვინო იყო
ირაკლი
18:03 10-03-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული