რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში“ არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"დღეს შედგა კვორუმი, ანუ 25 დელეგატი მოვიდა, რომლებიც წარმოადგენდნენ 42 ხმას. კვორუმისთვის განმეორებითი ყრილობა რომ შედგეს, საჭირო არის 50% + 1 ხმა. ამის შედეგად ეს დაითვალა, სულ 38 ხმა იყო საკმარისი კვორუმის მოსაგროვებლად, რომ ყრილობა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, შედგა ყრილობა და ავირჩიეთ პრეზიდენტი. იყო ერთი კანდიდატი და ეს იყო იოსებ ტყემალაძე. ის არჩეულია უმრავლესობით. დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად“ , - განაცხადა რაგბის
კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა უბედურება გვჭირს, ყველგან ჩხუბი, შფოთი, გაურკვევლობა. ერთი ეს რაგბი იყო და ამასაც მიადგნენ.
მეგრელი
16:09 10-03-2021
2
სამარცხვინოები
გიორგი
16:00 10-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული