კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა"
ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეს იყო თამაში, ყველანაირი გადამეტების გარეშე დაგლიჯეს ბიჭებმა. 60 წუთი ითამაშო 14 კაცით, 15 ის წინააღნდეგ არის ურთულესი როგორც ფისიკურად ის ე ფსიქოლოგიურად. მამუკაშვილს ესეთი შეცდომა არეკადრება, მაგრამ შეუცდომელი არავინ არარი. თუ დააკვირდით სანამ მაღალ ბოჭვას გააკეთებდა იქამდე რუმინელმა ხაზზე დადგა ფეხი და აუტი უნდა ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ და საერთოდ აღარ დადგებოდა ეგ მომენტი მარა არაუშავს. 14-16 ზე მოვუგეთ თავის მსაჯიანად, ესეთი მიკერძოებული მსაჯობა ალბათ ნამიბიასთან გვქონდა ბოლოს და შარიქაძის გაბრაზებაც სწორიიყო. მეამაყებით ბიჭებო, იმედია დღეს ფეხბურთელები არჩაგვიმწარებენ)))
იეს
28 მარტი 2021 17:37
2
შარიქაძე თუ გაბრაზდა ... მართლა ძალიან ცუდი ყოფილა
ვაა
28 მარტი 2021 22:10
0
პირველ რიგში გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას!ბოლო ორი თამაშია ხელით აშკარად მომატებული გვაქვს და ამას დამატებული ტემპიც მომწონს.ულევი საქებარი სიტყვები ახალგაზრდებს რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პროცესში არიან და მართლაც რომ ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლება ამათი შემყურე.ხო ახლა მამუკაშვილის და კიდევ სხვა ვეტერანებსი მიმართ უდიდესი პატივისცემისა მგონი დროა უკვე მთლიანად ამ ტურნირზე მაინც განახლებული გუნდით ვითამაშოთ.მაქსიმუმ ერთი ორი ისეთი ვეტერანი მოთამაშე რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშOბს ისევ ეგენი უნდა დავიტოვოთ.აი მამუკაშვილი მარტო ამ მომენტისგამო კ იარა ბოლო თამაშებია ხშირად უშვებს შეცდომებს რასაც ასაკი ჰქვია,ჰოდა იგივე ითქმის ხმალაძეზე.მგონი დროა კიდევ სხვებმაც ნელნელა ადგილი დაუთMონ ბიჭებს.
აბგდ
28 მარტი 2021 17:33
11
ჩემპიოპიონატი ხო რას ამბობ აკვდება ზედ...
პაატა
28 მარტი 2021 17:31
10
ჩემპიოპიონატი ხო რას ამბობ აკვდება ზედ...
პაატა
28 მარტი 2021 17:29
10
დაგლიჯა. მადლობა ბიჭებს , მადლობა მწვრთნელს ............
სტალინი
28 მარტი 2021 17:29
2
სპორტში ყველაფერი ხდება. არ შეიძლება ადამიანს ყველაფერი დაუკარგო ერთი შეცდომის გამო. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება! ამდენი პოზიტივის მერე მაინც ნეგატივს რომ აფრქვევთ, იქედნურად კი არა, კაცურად, ადამიანურად, ჭირისუფლურად გირჩევთ, კაი ფსიქოლოგი იპოვოთ ეგებ და იმკურნალოთ, თუ, რა თქმა უნდა, ქრონიკული ბოღმისმთხვევლობა საერთოდ იკურნება.
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 17:27
1
ოზუზი, კაი ქნაო, სად წაიკითხე, მაგრამ არც ფეხქვეშ უნდა გავიგდონ შეცდომის გამო და არც ნაკრებიდან მოკვეთაზე იბლუყუნონ იმათ, ვინც რაგბის პირველად უყურა.
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 22:04
0
რა არის 100%-იანი? ასპროცენტიანი არის წითელი ბარათი. იქნებ არ ეკუთვნოდა? და მეოცე წუთზე გუნდს, რომ კაცს დააკლებ, ძალიან პასუხისმგებლობაა და მირებული საქმეა, ხომ?
ახლა ადვილია იდეებით ლაპარაკი, და რომ წაგვეგო, პირველები თქვენ დაგმობდით.
ოზუზი
28 მარტი 2021 19:26
6
ყველა გამოხმაურება
ბიჭები ლომებია და დიდი მადლობა, (კაცნაკრული რას ნიშნავს, უკვე მერამდენედ ამახინჯებენ)
მინდია
28 მარტი 2021 17:19
0
Ნეტა რომ არ გაეგდოთ მაშინაც ესეთი საინტერესო თამაში იქნებოდა?
Ირაკლი
28 მარტი 2021 17:13
1
კაცი უკვე ვეტერანია, საერთაშორისო გამოცდილებით და ასეთი უპასუხისმგებლობა - არც დაძაბულობა იყო, არც გარდაუვალი საჭიროება, არც დროის დეფიციტი ჰქონდა - თამშის დასწყისში, მოედნის შუაგულში და ცარიელ სიტუაციაში - ნუ ამას ახსნა არ აქვს....
ოზუზი
28 მარტი 2021 16:10
13
მამუკაშვილი არაა ღირსი ნაკრებში თამაშის
ელგუჯა
28 მარტი 2021 16:05
63
ეჰ, მაგ ლოგიკით ბევრი სუპერვარსკვლავია მოსაკვეთი, მაგრამ კონტაქტური სპორტია და რას ვიზამთ?
: )))))))
28 მარტი 2021 17:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული