მერაბ შარიქაძე: როდესაც გულშემატკივარი განსაკუთრებულის მოლოდინშია

AutoSharing Option
ივლისში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ ტესტს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს, "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს.

"სპრინბოქსს" 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამმატჩიანი სერია ელით, მანამდე კი, 3 და 10 ივლისს "ბორჯღალოსნებს" მასპინძლობენ.

აფრიკიდან შინ მობრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულში, ტიერ1-ის გუნდებთან სამი ტესტ-მატჩი გამოგვივა, რისი მსგავსიც აქამდე ზაფხულის ტესტებზე არასდროს ყოფილა.

"სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და
ტიერ1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება.

ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებული დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ.

საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა და აფრიკელებმა, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნიეს. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს".

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და შინ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს (მატჩი 29 მაისს გაიმართება) მიიღებენ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგია ყველაფერი,მაგრამ თუ მწვრთნელი არ გამოვცვალეთ უფრო მაღალი დონის სპეციალისტით-ყველაფერს აზრი ეკარგება!მაისაშვილი არაა ის დონე,რომ განვითარების ახალ ეტაპზე აგვიყვანოს,ეს თუ არ ესმით ფედერაციაში ციდად ყოფილა საქმე
BOSS
17 მაისი 2021 15:44
0
კარგია მაგრამ ცოტა თვითონაც თუ არ მოინდომეს არაფერი გამოვა ძალიან გვიჭირს რაქიდან ბურთის სწრაფად გამოტანა და მაინც ვერ შლიან ისე ბურთს შეტევისას რომ გესიამოვნოს.
Misha
15 მაისი 2021 13:02
0
ეს არის სწორი არჩევანის შედეგი!!!!!!!
ვეტერანი
14 მაისი 2021 12:54
2
წარმატებები ჩვენს ბორჯღალოსნებს! სასიხარულოა ნამდვილად ასეთი რაოდენობის მაღალი რანგის გუნდებთან თამაში. მომავალში კიდევ ბევრ მსგავს მატჩებს გისურვებთ.
მე-16
14 მაისი 2021 10:14
0
წარმატებით ბიჭებო!
გიორგი
14 მაისი 2021 02:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული