შესაბამისად, 26 ივნისს, "ბორჯღალოსნები" თელავში, "კავკასიონი არენაზე" ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს.
მატჩის დაწყების ზუსტ დროს და ინფორმაციას ბილეთების შესახებ, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.
"ბორჯღალოსნებს" ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელს ჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვა და
რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს „ეროვნულზე“ უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამში ვეწვიეთ და 32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდო სხვაობით გამარჯვება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან.